ტოპ 10 რჩევა თმის მოვლის შესახებ აუზის შემდეგ
აუზში ცურვისას ყველაზე მავნე ფაქტორი არის ქლორირებული წყალი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს თმაზე. უსაფრთხოებისთვის აუზში წყალი დეზინფიცირებულია ქლორით, თუმცა, ეს ნამდვილად არ არის თმისთვის კარგი.
* როგორ მოქმედებს საცურაო აუზი თმაზე?
ცურვის შემდეგ აუცილებელია თმის დაცვა, რომ ავირიდოთ უარყოფითი შედეგები:
- თმისა და კანის გამოშრობა. თმის ცხიმის ნაკლებობა;
- თმის ფოლიკულის დაზიანება, მტვრევადი ბოლოები;
- თმის არასასურველი შეფერილობა – გაუფერულება;
- თმის მტვრევა.
ყველა ეს უარყოფითი შედეგი წარმოიქმნება წყლის ძლიერი ქლორირების გამო.
* როგორ დავიცვათ თმა აუზში?
- ჩამოიბანეთ თმა შხაპის ქვეშ. სველი თმა ნაკლებ წყალს შთანთქავს აუზიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ თმაზე ნაკლები ქიმიური ელემენტი, მათ შორის, ნაკლები ქლორი დარჩება.
- წაისვით თმის დამცავი საშუალება, როგორიცაა თმის ზეთი, რომ თმა უფრო „წყალგაუმტარი“ გახადოთ. ზეთი ქმნის დამცავ ფენას, ფარავს კანს და ხელს უშლის ქლორის ღრმად შეღწევას, რის გამოც თმა კარგავს ბზინვარებას, ხდება მშრალი, შეიძლება გაუფერულდეს ან პირიქით, შეიძინოს არასასურველი ფერი.
- თუ ხელთ არ გაქვთ სპეციალური დამცავი საშუალება, გამოიყენეთ თმის ჩვეულებრივი კონდიციონერი. ის ფარავს თმას დამცავი გარსით.
- გრძელი თმა შეიკარით.
- აუზში თმის დაცვა სილიკონის საცურაო ქუდით შეიძლება.
* თმის მოვლა აუზში ცურვის შემდეგ
ქლორირებულ წყალთან კონტაქტის შემდეგ, ქლორის მოსაცილებლად აუცილებელია თმის შამპუნით დაბანა და ნიღბის გაკეთება.
საამისოდ კი აირჩიეთ დელიკატური ფორმულით შექმნილი გამწმენდი და მკვებავი შამპუნები.
შეგიძლიათ შეიძინოთ ქლორის საწინააღმდეგო შამპუნიც. ეს პროდუქტი პროფესიონალი მოცურავეებისთვის განკუთვნილ ქლორის საწინააღმდეგო კოსმეტიკის პროდუქციას შორისაა.
აუზში ყოფნის შემდეგ ფრთხილად დაივარცხნეთ თმა ნაზი, კარგი ხარისხის სავარცხლით.
* თმის სწორად გაშრობა აუზის შემდეგ
სველი თმა ცურვის შემდეგ სწორად უნდა გაიშროთ:
- დაბანის შემდეგ თმა შეახვიეთ პირსახოცში 5-10 წუთის განმავლობაში. არავითარ შემთხვევაში არ გაიშროთ სველი თმა, რომელსაც წყლის წვეთები ჩამოსდის!
- პირსახოცი დამზადებული უნდა იყოს კარგი სიმკვრივის ბუნებრივი ქსოვილისგან;
- დაიმუშავეთ თმა ისეთი პროდუქტით, როგორიცაა – თმის სპრეი, ზეთი ან კრემი;
- თმა ოდნავ შეიმშრალეთ და დაივარცხნეთ ფართოკბილიანი სავარცხლით;
- თმის გაშრობისთანავე დაიმუშავეთ ის სითბოს დამცავი ან ანტისტატიკური საშუალებებით;
- გაიმშრალეთ თმა სავარცხლის გარეშე, ოდნავ დახარეთ თავი ქვემოთ;
- თმის საშრობი თმიდან 10-15 სმ-ის მანძილზე დაიჭირეთ;
- ზედმეტად არ გაიშროთ თმა – დატოვეთ მასში ცოტა ბუნებრივი ტენიანობა;
- შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი დანართები: დიფუზორი, კონცენტრატორი ან ჯაგრისები;
- თმის მარტივად დასახვევად ან გასასწორებლად გამოიყენეთ სპეციალური თერმული ჯაგრისი, რომელშიც შერწყმულია ფენი.