ნაზი ხელები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაზი ხელები

როგორ დავუბრუნო ნორმალური იერი და საერთოდ, როგორ მოვიქცე, რომ ბაღში მუშაობამ კანი და ფრჩხილები არ გამიფუჭოს? მარიკო, 32 წლის

თუ იმ ქალების რიცხვს ეკუთვნით, რომლებიც მუდამ მზად არიან, ჩაიდინონ სააგარაკე, საყოფაცხოვრებო ან სარემონტო გმირობა, იმასაც უნდა შეეგუოთ, რომ თქვენი კანისა და ფრჩხილებისთვის უწინდელი იერსახის დაბრუნება ძალიან რთული და შრომატევადი საქმე იქნება.

სტრატეგია

რაც არ უნდა გქონდეთ დაგეგმილი: შპალერის გაკვრა, კარ-ფანჯრის შეღებვა, საკარმიდამო ნაკვეთის დაბარვა ყვავილებისა თუ ბოსტნეულის დასათესად, ჭურჭლის რეცხვა, მეტადრე - ცივ წყალში, - აუცილებლად ჩაიცვით ხელთათმანები. აუცილებელია ხელების დაცვა წყალთან ზედმეტი კონტაქტისგან, სარეცხი საშუალებებისა და ცივი ჰაერის ნაკადისგან, უმნიშვნელო თუ ღრმა ტრავმებისგან.

დახეთქილი კანი, კანის ნახეთქებში და ფრჩხილების ქვეშ ჩარჩენილი მიწა არცთუ ისე მომხიბვლელად გამოიყურება. თუ რაიმე მიზეზით ხელთათმანების ხმარება არ შეგიძლიათ, - მაგალითად, ალერგია გაქვთ იმ ნივთიერებაზე, რომლისგანაც არის დამზადებული ხელთათმანი, - სამუშაოს შესრულების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი. მუშაობას რომ დაასრულებთ, ფრჩხილები ფაქიზად გაისუფთავეთ ჯაგრისით, ხოლო მუშაობის დაწყებამდე გაფხიკეთ საპნის ნაჭერი.

ისევ უნაკლო და მომხიბვლელი

თუ, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, გაუხეშებულ მტევნებზე მტკივნეული ნახეთქები მაინც გაგიჩნდათ, გამოგადგებათ ძველი ხალხური რეცეპტი: თბილი მოხარშული კარტოფილი ჩანგლით უნდა დაჭყლიტოთ და დაუმატოთ ზეითუნის ზეთი, წაისვათ ხელებზე, წამოიცვათ ცელოფნის პარკები და რამდენიმე ხნის შემდეგ ნელთბილი წყლით დაიბანოთ.

თუ გაქვთ, ძალიან კარგია ჩაის ხის ზეთიც. ამ ზეთის რამდენიმე წვეთით საოცარი აღმდგენი და სამკურნალო ნიღაბი კეთდება.

კოჟრების მოსაცილებლად ძალიან ეფექტურია ერთი ლიტრი წყლისა და კარტოფილის ფქვილისგან მომზადებული აბაზანა. აბაზანის შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი.

მანიკიური

მოხდენილი მანიკიურის გასაკეთებლად სრულიადაც არ არის საჭირო ნუნების ამოჭრა - წაისვით სპეციალური დამარბილებელი საშუალება და ფრთხილად გასწიეთ ზრდის ზონიდან ხის ჩხირით. ასე თავიდან აიცილებთ ჭრილობებსა და მიკროტრავმებს. კანის წანაზარდები ფრთხილად ამოიჭერით სპეციალური მაკრატლით. დაზიანებული უბნები, რომლებზეც ანთება განვითარდა, დაიმუშავეთ წყალბადის ზეჟანგით ან სხვა ანტისეპტიკური საშუალებით. მოტეხილი ფრჩხილი ასევე ფრთხილად მოიჭერით საკვნეტელათი და გაიქლიბეთ, მიეცით სასურველი ფორმა (ოვალური, წვეტიანი, მართკუთხა). გახლეჩილ ფრჩხილს სალონში სპეციალისტი აღგიდგენთ. გახსოვდეთ:

  • თუ მშრალი კანი გაქვთ, ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად დასაბანად გამოიყენეთ კრემ-საპონი.
  • დაბანის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი და მკვებავი კრემი.
  • არსებობს კანის აღმდგენი საშუალებები, რომლებიც ძილის წინ უნდა წაისვათ - თქვენ გძინავთ, კანი კი აღდგება.

სამი ნაბიჯი სინაზისა და სილამაზის დასაბრუნებლად

  • გათეთრება. მძიმე სამუშაოს შემდეგ კანი ფერს იცვლის, მუქდება და უსიცოცხლო ხდება, ამიტომ უნდა გამოიყენოთ მათეთრებელი საშუალებები. თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ წაისვათ ლიმონის ნაჭერი. ლიმონი ლაქებს გაგიუფერულებთ და კანს დაგირბილებთ.
  • დატენიანება. ხელების კანის დასარბილებლად კარგია აბაზანები. თბილ ზეთოვან აბაზანებს ძალიან უხდება არომატული ზეთები - ისინი შესანიშნავად ატენიანებენ და არბილებენ ხელის კანს. ფრჩხილებიც ბზინვარე, რბილი და ნაკლებად მსხვრევადი ხდება.
  • დარბილება. რეგულარულად იხმარეთ ფრჩხილების ირგვლივ კანის მოსავლელი, დამარბილებელი და ნუნების ზრდის შემანელებელი საშუალებები. ასეთი რამ უნდა მოიკითხოთ აფთიაქებზე და პარფიუმერიის მაღაზიებში. დღეს უამრავი კოსმეტიკური კომპანია არსებობს და თითქმის ყველა უშვებს ხელებისა და ფრჩხილების მოვლის საშუალებებს: მათეთრებელსაც, დამატენიანებელსაც, დამარბილებელსაც და მკვებავსაც, მათ შორის - ვიტამინებით გამდიდრებულს. შესაფერისი საშუალების შერჩევაში დაგეხმარებიან კონსულტანტები, რომლებიც პარფიუმერიის ყველა მაღაზიას ჰყავს.

კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი კანის ტიპი: მშრალია, ცხიმიანი თუ კომბინირებული; ასევე - გქონიათ თუ არა ოდესმე ალერგია ქიმიურ თუ მცენარეულ კომპონენტებზე და ა.შ.

შხაპისთვისაც კანის ტიპის შესატყვისი საშუალება უნდა აირჩიოთ: შხაპ-გელი და ბოდი-კრემი კანს უნდა ამშვიდებდეს და ამხნევებდეს.

მშრალი და განსაკუთრებით მგრძნობიარე კანისთვის გამოიყენეთ რბილი საშუალებები, რომლებიც რძის ფუძეზეა დამზადებული.

გახსოვდეთ: კოსმეტიკა მხოლოდ სუფთა და ჯანმრთელ კანზე გამოიყურება მომხიბლავად!