როგორ შევარჩიოთ შხაპის გელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ შხაპის გელი

გელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მასში მცირე რაოდენობითაა ტუტე, რისი წყალობითაც ინარჩუნებს კანის საწყის მჟავატუტოვან ბალანსს. შხაპის გელით სარგებლობა საკმაოდ სასიამოვნოა, გარდა ამისა, გელი ზრუნავს კანზე, კვებავს მას სასარგებლო კომპონენტებით.

შემადგენლობა

ნებისმიერი შხაპის გელი შეიცავს საპონს, თუმცა იმდენად მცირე რაოდენობით, რომ კანის გამოშრობის უნარი არ შესწევს. ზოგი მწარმოებელი საპონს თანდათანობით სხვა კომპონენტებით ანაცვლებს. ასევე ნებისმიერი შხაპის გელის შემადგენლობაში შედის წყალი.

ტუტეს შემცველობა გელში მინიმალური უნდა იყოს, რადგან ის უარყოფითად მოქმედებს კანზე. ტუტე კომპონენტების ის მცირე რაოდენობაც, რომელსაც გელი შეიცავს, ხშირად შერბილებულია ტუტეს გამანეიტრალებელი სპეციალური დანამატებით. ტუტეს გარეშე შეუძლებელია, რადგან სწორედ მისი წყალობით წარმოიქმნება ქაფი და სუფთავდება კანი.

ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები და ლაურილსულფატის ნაერთები, რომლებსაც ახასიათებს მაღალი გამწმენდი აქტივობა, შეადგენს შხაპის გელის ბაზას. კოკოგლიცერიდები, ბეტაინები და ლაურეტსულფატი არბილებს მათ მოქმედებას და გელის წასმისას სასიამოვნო, ნაზ შეგრძნებას უზრუნველყოფს.

გელის შემადგენლობაში მცენარეული დანამატები და ექსტრაქტებიც შედის. ისინი უზრუნველყოფენ კვებას, კანის დარბილებას, აღდგენასა და დაცვას. რაც მეტია გელის შემადგენლობაში ნატურალური კომპონენტი, მით უფრო ძვირია იგი.

თანამედროვე პარფიუმერია და კოსმეტოლოგია წარმოუდგენელია სურნელოვანი კომპონენტების, კონსენვანტების (პარაბენებისა და ბენზოატების) და საღებავების გარეშე.

სურნელოვან დანამატებსა და საღებავებს იმისთვის იყენებენ, რომ გელს ჰქონდეს მიმზიდველი ფერი და სასიამოვნო სუნი. ამის მიღწევა სინთეტიკური კომპონენტების გარეშეც შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში გელის საფასური საგრძნობლად გაიზრდება.

გელის შერჩევა კანის ტიპის მიხედვით

გელის შერჩევისას ყურადღებით წაიკითხეთ მისი შემადგენლობა და დანიშნულება. მშრალი კანის პატრონებისთვის რეკომენდებულია გელ-კრემები ნატურალური დამატენიანებელი კომპონენტებით, მაგალითად, რძით, თაფლით, ნუშის, ჟოჟობას ზეთით.

მგრძნობიარე კანისთვის აუცილებელია დამამშვიდებელი ნივთიერებები, რომლებსაც გვირილის, გულყვითელას და სხვა ბალახებისგან იღებენ.

ცხიმიანი და შერეული კანი მუდმივ გასუფთავებას და დანოტივებას მოითხოვს, ამიტომ ამ ტიპის კანისთვის განკუთვნილი შხაპის გელის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს წყალმცენარეებიც. ისინი ძალზე დიდ დახმარებას უწევენ კანს ცელულიტთან ბრძოლისას, ამიტომ წყალმცენარეების შემცველი გელი შეიძლება გამოვიყენოთ ფორთოხლის კანის სინდრომის მოსაშორებლად.

მათთვის, ვისაც ალერგიული რეაქციები აქვს, უშვებენ შხაპის გელებს დამზოგველი კომპონენტებით და სუნის გარეშე.

გელის გამოყენება

გელს, გარდა იმისა, რომ ასუფთავებს, ატენიანებს და სასარგებლო ნივთიერებებით კვებავს კანს, შეუძლია, დადებითად იმოქმედოს განწყობასა და მდგომარეობაზეც. მაგალითად, ზოგიერთი შხაპის გელი მატონიზებელ ზემოქმედებას ახდენს.

მძიმე დღის შემდეგ დაღლილობის მოსახსნელად გამოიყენეთ გელი საკურის, ლავანდის, წიწვოვანი ან ლოტოსის ექსტრაქტით. მათი სურნელი ადუნებს სხეულს და ხელს უწყობს ღრმა და ჯანსაღ ძილს. თუ მძაფრი არომატი არ გიყვართ, შეარჩიეთ გელი წიწვოვანი, პიტნის და ზღვის არომატის ექსტრაქტებით.

დამატენიანებელი გელები ხილისა და ყვავილების არომატით უმთავრესად მშრალი და ნორმალური კანისთვისაა განკუთვნილი.

ჟოჟობას ზეთის, გლიცერინის, ვიტამინებისა და მჟავების, მცენარეთა ექსტრაქტების შემცველობის წყალობით შხაპის გელი ნაზად ასუფთავებს კანს.

დამატენიანებელი გელის ყოველდღიური გამოყენება დაგეხმარებათ წყლის ბალანსის შენარჩუნებაში და თქვენს კანს დიდხანს შეუნარჩუნებს სიგლუვესა და სილამაზეს.

მატონიზებელი შხაპის გელი შესანიშნავ დილას გაჩუქებთ. ის, ჩვეულებრივ, შეიცავს ციტრუსების (ფორთოხლის, ლიმონის, ლაიმის, გრეიპფრუტის), დარიჩინის, ყავის, კოჭას ექსტრაქტებსა და არომატებს. ასეთი გელი გვაფხიზლებს და ენერგიით გვავსებს. საღამოს მის გამოყენებას არ გირჩევთ - შესაძლოა, ძილი გაგიტყდეთ.

რბილი მკვებავი შხაპის გელი შეიცავს სპეციალურ ლიპიდებს, რომლებიც კანზე აბრეშუმის შეხების შეგრძნებას გვიტოვებს. ამ გელის შემადგენლობაში შემავალი А და В ვიტამინები აწყნარებს მგრძნობიარე და გაღიზიანებულ კანს. მკვებავი გელის ერთ-ერთი ვარიანტია შხაპის ზეთი, რომელიც არანაკლებ 50%-ით ნატურალური ზეთებისგან შედგება. ამგვარი გელი უხვად არ ქაფდება, რადგან პრაქტიკულად არ შეიცავს ტუტეს, რაც მისი ერთ-ერთი ღირსებაა.

სპეციალური ანტიბაქტერიული გელი ბაქტერიებთან ბრძოლაში გვეხმარება. მის შემადგენლობაში შედის ტრიკლოზანი, გულყვითელას, ჩაის ხის, გვირილის ექსტრაქტები. ასეთი გელი რეკომენდებულია პრობლემური და ცხიმიანი კანისთვის.

ბოლო ხანს სულ უფრო პოპულარული ხდება სამასაჟე გელები მცირე ზომის აბრაზიული ნაწილაკებით. ეს ნაწილაკები მხოლოდ სქრაბის როლს არ ასრულებს - ისინი დამატენიანებელ და დამარბილებელ კომპონენტებსაც შეიცავს, ამიტომ გელი მკვდარი ნაწილაკების მოცილებასთან ერთად ანოტივებს და კვებავს კანს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.

მიუხედავად ამდენი ღირსებისა, სამასაჟე გელის ყოველდღიურ გამოყენებას არ გირჩევთ - შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

პოპულარულობას იკრებს აფროდიზიაკის შემცველი გელებიც, რომლებიც რეკომენდებულია რომანტიკული საღამოებისთვის. აფროდიზიაკებად მიიჩნევა სპეციალური კომპონენტები, რომლებიც საპირისპირო სქესს იზიდავს. ნატურალური შემადგენლებიდან ასეთებია ჟასმინი, დარიჩინი, ბერგამოტი, ლავანდა.

არ დაგავიწყდეთ რამდენიმე ნიუანსი: გელი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არ გააზავოთ წყლით, არ შეათბოთ.