ორსულთა კვების რეჟიმი
უხეში უჯრედისის შემცველი საკვები - ნაწლავებში ის კი არ გადამუშავდება, არამედ იჯირჯვება, ამის შედეგად იმატებს ქიმუსის მასა, ეს კი ნაწლავების დაცლას უწყობს ხელს.
რეკომენდებულია უმი და კულინარიულად დამუშავებული ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით - კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, ჭარხალი, ყაბაყი, ლობიო, ბარდა, ფორთოხალი, ნიორი, თალგამი, საზამთრო, წითელი მოცხარი, აგრეთვე - შავი პური და ნიგოზი.
უმი კარტოფილისა და კომბოსტოს წვენი ხელს უწყობს ფეკალიების დარბილებას. საფაღარათო მოქმედება აქვს რძემჟავა პროდუქტებს - მაწონს, კეფირს, ასევე - ბურახს, მჟავე ბორშჩს, შჩის. სასარგებლოა მცენარეული ზეთი - დაშლისას ის წარმოქმნის ცხიმოვან მჟავებს და აძლიერებს პერისტალტიკას. შეგიძლიათ, დილაობით დალიოთ ერთი ჭიქა ცივი შაქრიანი წყალი, მიირთვათ 1 ცალი ბანანი ან ვაშლი. ბურღულეულიდან უპირატესობა მიანიჭეთ წიწიბურას, შვრიას, ხორბალს. ხორცი მიირთვით დღეში ერთხელ. თევზსა და ზღვის სხვა პროდუქტებს ალერგიის პროვოცირება შეუძლია, ამიტომ მათი მიღება კვირაში ერთხელ არის რეკომენდებული.
მენიუდან ამოიღეთ შოკოლადი, ყავა, მაგარი ჩაი, კაკაო, თეთრი პური, მანანის ფაფა, შავი მოცხარი, წითელი მოცვი, შებოლილი პროდუქტები, კონსერვები.
გთავაზობთ რამდენიმე კომბინაციას სალათისთვის:
- მოხარშული ჭარხალი, მწვანე ბარდა, ნიგოზი, მწვანილი;
- უმი კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, მოხარშული ლობიო, ვაშლი, მწვანილი;
- უმი სტაფილო, წითელი მოცვი, ლეღვი, ჭერმის ჩირი, მწვანილი;
- უმი ჭარხალი, სტაფილო, შავი ქლიავი, ქიშმიში, მწვანილი;
- რძეში დამბალი შვრიის ბურბუშელა, ვაშლი, გახეხილი სტაფილო, ნიგოზი და ზეთი;
- შავი ქლიავი, ნესვი, წითელი მოცვის ჩირი და თაფლი;
- ლეღვი, ვაშლი, ჭერმის ჩირი, ნიგოზი და ალოეს წვენი.
ეს სალათები უმჯობესია მიირთვათ ღამით, ძილის წინ, 2-3 სადილის კოვზი.
შეკრულობისას არანაკლებ ეფექტურია შავი ქლიავისა და ლეღვის ნაყენი.
იგი ასე მზადდება: 10 ცალი შავი ქლიავი და ლეღვი გარეცხეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. დაახურეთ თავზე და დილამდე დატოვეთ. ნაყენი მიიღეთ უზმოზე. 5-5 ცალი შავი ქლიავი და ლეღვი საუზმეზე მიირთვით. დანარჩენი - საღამოს.
კვება ორსულობის დროს - რომელი საკვები უნდა მიიღოთ და რომელი არა
ჯანსაღი კვება ყოველთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ, როდესაც ორსულად ხართ, ის, რასაც ჭამთ, თქვენს ჯანმრთელობაზე მეტად მოქმედებს. საკვების კარგ არჩევანს ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ნაყოფის ჯანსაღ განვითარებას, ზოგიერთმა სხვა საკვებმა და სასმელმა კი შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას მას.
გარკვეული საკვები ნივთიერებები იმდენად აუცილებელია ორსულობის დროს, რომ ექიმები ურჩევენ ორსულებს ყოველდღიურად მიიღონ პრენატალური ვიტამინები, რათა უზრუნველყონ მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების მიღება. მაგრამ, მხოლოდ პრენატალური ვიტამინები არ არის საკმარისი. ასევე მნიშვნელოვანია ორსულობის დროს ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვა, რათა შეინარჩუნოთ სხეულის ჯანმრთელობა და ხელი შეუწყოთ ნაყოფის სწორ განვითარებას.
ყოველდღიური მითითებები: რა უნდა მიიღონ ორსულებმა
კალციუმი
კალციუმი ეხმარება ორგანიზმს ძლიერი ძვლებისა და კბილების შენებაში. კალციუმი ასევე საშუალებას აძლევს სისხლს ნორმალურად შედედდეს, ხელს უყწობს ნერვების და. გულის გამართულ ფუნქციონირებას და ეს სარგებელი გადაეცემა ნაყოფსაც.
რძის პროდუქტები კალციუმის საუკეთესო წყაროა, მაგრამ ორსულებს, რომლებიც არ იღებენ რძეს ან არ ჭამენ რძის პროდუქტებს, მაინც შეუძლიათ საკმარისი კალციუმის მიღება. ეს მხოლოდ სწორი საკვების არჩევის საკითხია.
გაგრძელებას გაეცანით ბმულზე