ენდომეტრიოზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი
რედაქციაში უამრავი წერილი მოდის. მკითხველები ხშირად გვეკითხებიან ენდომეტრიოზის შესახებ. კომპეტენტური ინფორმაციის მისაღებად მეან-გინეკოლოგ ხათუნა ჯიშკარიანს მივმართეთ.

- ქალბატონო ხათუნა, რა დაავადებაა ენდომეტრიოზი?
- ენდომეტრიოზი, ენდომეტრიული ჰეტეროტოპია, პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც საშვილოსნოს გარეთ იზრდება ენდომეტრიუმის მსგავსი თვისებების ქსოვილი. დაავადების სახელწოდება სიტყვა “ენდომეტრიუმიდან” მოდის.


ენდომეტრიუმი საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსია, რომელიც ყოველთვიურად ჩამოიფცქვნება მენსტრუაციის დროს. ენდომეტრიოზის დროს ენდომეტრიუმის უჯრედები უჩვეულო ადგილას გადაინაცვლებს, წარმოქმნის კუნძულოვან ჩანართებს და ფუნქციობს თითქმის ისევე, როგორც ენდომეტრიუმი. ამ დროს ენდომეტრიუმის უჯრედები მრავლდება ატიპურ ადგილებში: საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს
კედელში, პერიტონეუმზე, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავში და კიდევ უფრო დაშორებულ უბნებზეც. უჯრედთა ამ გროვებს ენდომეტრიოზის კერებს უწოდებენ. ისინი ფუნქციობენ ციკლურად, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მსგავსად, ანუ მენსტრუირებენ. ენდომეტრიოზის დროს სასქესო ორგანოებთან ერთად შეიძლება დაზიანდეს ნებისმიერი სხვა ორგანო და სისტემაც, ამიტომ მას პოლისისტემურ დაავადებათა რიცხვს მიაკუთვნებენ. გინეკოლოგიური
დაავადებების ნუსხაში ენდომეტრიოზი სიხშირით მესამე ადგილზე დგას მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებებისა და საშვილოსნოს მიომის შემდეგ. ენდომეტრიოზზე მოქმედი ფაქტორები ორ დიდ ჯგუფად იყოფა: ფაქტორებად, რომლებიც ზრდის და ფაქტორებად, რომლებიც აქვეითებს დაავადების რისკს. დაავადების რისკს ზრდის:

  • მემკვიდრეობითი განწყობა;
  • ესტროგენების სიჭარბე;
  • 35 წელზე უფროსი ასაკი;
  • მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის შემცირება;
  • მენსტრუალური გამონადენის მოცულობის შეცვლა;
  • ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა სიმსუქნის ვისცერული ტიპით;
  • ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება.

ბოლო დროს გამოითქვა აზრი, რომ დიოქსინებით გარემოს დაბი­ნძურება გავლენას ახდენს ენდომეტრიოზით ავადობის მაჩვენებე­ლზე.

- რა შეიძლება მივიჩნიოთ ენდომეტრიოზის უშუალო მიზეზად?
- ენდომეტრიოზის მიზეზებია:

  • ენდოკრინული დარღვევები - ენდომეტრიოზის განვითარება უკავშირდება ქალის ორგანიზმში ქალური ჰორმონების დონისა და თანაფარდობის ცვლას. ამას ამტკიცებს მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ენდომეტრიოზის კერებში მომხდარი ცვლილებები და დაავადების უკუგანვითარება ორსულობისა და მენოპაუზის დროს. ენდომეტრიოზის პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემაში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები.
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებები. ამ დროს მუცლის სეროზული გარსის, პერიტონიუმის, სითხეში არსებული აქტივირებული უჯრედები, მაკროფაგები, ხელს უწყობენ “უკანონო” გზით შეჭრილი ენდომეტრიუმის ნაფლეთების შეზრდას.
  • საშვილოსნოს დაზიანებები - ენდომეტრიოზის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს სასქესო ორგანოთა მექანიკური ტრავმა. აბორტი, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, ტრავმული მშობიარობა, მენსტრუალური სისხლის შეტყორცნა მილებში საშვილოსნოს სპაზმური შეკუმშვის დროს, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია, საკეისრო კვეთა - ამ დროს გამოთავისუფლებული ენდომეტრიუმის ჩამოფცქვნილი ნაწილაკები ხვდება საკვერცხეებში, საშვილოსნოს მილებში, პერიტონეუმზე და დაავადებას იწვევს. ენდომეტრიოზის კერები მუცლის ღრუს გარეთაც (შარდის ბუშტში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში) გვხვდება. არსებობს მოსაზრება, რომ ასეთ ადგილებში ენდომეტრიუმის ნაწილაკები ლიმფასა და სისხლს გადააქვს.
  • არის სპონტანური (თავისთავადი) განვითარების შემთხვევებიც.

ჩვენი დაკვირვებით, ათიდან ხუთ შემთხვევაში ენდომეტრიოზი ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, განსაკუთრებით - აუტოიმუნური თირეოიდიტის, ანდა ჰიპოფიზის ჰორმონების გამომუშავების დარღვევის ფონზე, ამიტომ მისი მკურნალობისას საჭიროა ერთსა და იმავე დროს ენდოკრინული სისტემის, იმუნიტეტისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა დარღვევების აღდგენა.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 28-07-2016
თამუნა თამუნა
და როგორ უნდ ვუმკურნალოოტ ამ დავადებას
რეკომენდებული პროდუქტები
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-60აბი
ფასი: 51.9
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-56აბი
ფასი: 60.5
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
გინეკოლოგიური დაავადებები ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.
სტატისტიკური მონაცემებით საკვერცხეების პოლიკისტოზი ყოველ მეათე ქალს აღენიშნება. ამ სინდრომის დროს ქალის ორგანიზმში
ვაგრძელებთ რუბრიკას - „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“, რომელსაც უძღვება ლალი ფხალაძე,
ზოგჯერ მენსტრუალური ციკლის დასაწყისი ემთხვევა რამე მნიშვნელოვან მოვლენას, მაგალითად შვებულებას ან ქორწილს.
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
კვერცხუჯრედები საკვერცხეების ფოლიკულებში წარმოიქმნება და ფორმირების პროცესს გოგონებთან
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად