სქოლიოზმა ორსულსა და ნაყოფს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას
საქმე ის არის, რომ ხერხემლის დეფორმაცია იწვევს ფილტვებისა და გულის გადანაცვლებას, რაც მათ ფუნქციურ შესაძლებლობებს აქვეითებს. ორსულობის დროს დატვირთვა შესაძლოა აღემატებოდეს ორგანიზმის შესაძლებლობებს, რაც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს როგორც ქალისთვის, ისე ნაყოფისთვისაც. ზოგჯერ ხერხემლის დეფორმაცია შინაგანი ორგანოების, მათ შორის - სასქესო ორგანოთა ანომალიებს ერწყმის. მაგალითად, იცვლება საშვილოსნოს ფორმა და მდებარეობა. ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩასახვასა და ორსულობაზე. იხილეთ სტატია ხერხემლის გამრუდება და ბრტყელტერფიანობა