კიდევ ერთი "ქალური" პრობლემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიდევ ერთი "ქალური" პრობლემა

როგორ ავიცილო თავიდან სერიოზული დაავადებები და რა გავაკეთო, რომ ჯანმრთელი ფეხები მქონდეს? პოდოლოგების (ტერფის მოვლის სპეციალისტების) ამერიკული ასოციაციის სტატისტიკური მონაცემებით, მთელ მსოფლიოში ადამიანთა 30% არ იცვამს ღია ფეხსაცმელს, რადგან ფეხების მდგომარეობისა რცხვენია.

პრობლემათა სიაში პირველი ადგილი უკავია დეფორმირებულ სახსარს ფეხის დიდი თითის ახლოს, რომელიც წარმოიქმნება არასწორი კვების, ვიწრო, წვრილცხვირიანი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ტარების შედეგად. ხალხში ამ წამონაზარდებს კორძებს, კოჟრებს უწოდებენ. ისინი ბევრ უსიამოვნებას ჰგვრიან ადამიანს. მათი მოშორება ძალიან ძნელია.

ასეთი კორძები, უპირველეს ყოვლისა, ჩნდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო. მოჭარბებული მინერალური მარილები აზიანებენ ხრტილს - სახსრის ნაწილს, რომელიც ძვლოვან ზედაპირებს აერთებს. ის სითხით არის შემოფარგლული. ზოგჯერ ხრტილი კარგავს ელასტიკურობას, რაც აძნელებს სახსარში მოძრაობის მექანიკას, არღვევს ტერფის ამორტიზაციას. ამავე დროს ხდება ხრტილის განლევა სახსრის ზედაპირის კიდეებზე, დროთა განმავლობაში კი მისი გაძვალებაც.

თავდაპირველად, როცა სახსარში ცვლილებები მინიმალურია, მან შეიძლება არც კი შეგაწუხოთ, მაგრამ დაავადების პროგრესირებისას ტკივილი სულ უფრო და უფრო ხშირდება. ჯერ პერიოდული ტკივილი იჩენს თავს დიდი დატვირთვისას, მერე და მერე კი ძლიერდება და სიმშვიდის დროსაც გახსენებთ თავს.

ფეხები მუდამ ჯანმრთელი რომ იყოს

თუ სამსახურში დიდხანს დგომა გიწევთ, არ დაივიწყოთ ტკივილის შეგრძნების მოსახსნელი ვარჯიშის კეთება. იზრუნეთ ფეხებზე, დაუთმეთ რამდენიმე წუთი მასაჟს:

გაიხადეთ ფეხსაცმელი, დაიზილეთ ტერფები, მუშტით მოახდინეთ ზეწოლა ტერფის ცენტრალური ნაწილისკენ, დაიზილეთ კორძები ფეხის დიდ თითთან. ზოგჯერ ასეთი დატვირთვა ტკივილის შეგრძნებას იწვევს, მაგრამ უნდა მოითმინოთ.

სამუშაო ვარჯიში: ტერფის ქვეშ დაიდეთ კაკალი ან ბურთულა და ამოძრავეთ წინ და უკან; გააკეთეთ ქაღალდის გუნდა და სცადეთ მისი აღება ფეხის თითებით ან გადაადგილება. ძალიან სასარგებლოა ვარჯიში რეზინის წვეტებიან ნოხზე - ასე ტერფისა და კორძების მასაჟსაც ჩაიტარებთ.

სასარგებლოა ბალახების ჩაის მიღება. ისეთი მცენარეები, როგორიც არის წითელი მოცვი, მინდვრის შვიტა, ხელს უწყობენ ორგანიზმიდან მარილების გამოძევებას და არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას.

თუ ვეგეტარიანულ საკვებზე გადახვალთ, შეგიძლიათ ძირფესვიანად შეცვალოთ, გააუმჯობესოთ მდგომარეობა. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ომეგა-3 მჟავები, რომლებსაც შეიცავს ქაშაყი, ორაგული, ამცირებენ სახსრების ტკივილს.

როცა ფეხის დადგმა ტკივილს იწვევს

კიდევ ერთი ძალზე გავრცელებული პრობლემაა ქუსლის დეზი. მისი მიზეზია მარილების დაგროვება, ბრტყელტერფიანობა და ზედმეტი წონა.

დატვირთვის არასწორი განაწილების გამო წარმოიქმნება ძვლოვანი წანაზარდები, რაც სიარულის დროს ტკივილს იწვევს. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ დეზების წარმოქმნა, ზედმეტად არ უნდა გადაღალოთ ტერფები (ცვალეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სწორ და ბრტყელძირიანით).

მძიმე დატვირთვებისგან ტერფების დასაცავად ფეხსაცმელში ჩაიფინეთ ორთოპედიული ჩასაფენი. დაიცავით დიეტა, გამორიცხეთ ზედმეტი მარილი. არსებობს დარტყმით-ტალღოვანი თერაპია. ის ადვილად ათავისუფლებს ქუსლს დეზისგან (მარილების დაგროვებისგან).

გადადგით სწორი ნაბიჯი

ჩვენი ფეხები არ არის შექმნილი მეტისმეტად მჭიდრო, მოჭერილი ფეხსაცმლის, მეტისმეტად უხეში ძირებისა და მაღალი ქუსლების სატარებლად. ფეხების ჯანმრთელობას აუარესებს ვარიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, ასევე - ზედმეტი წონა და კუნთების არასწორი და არასაკმარისი ვარჯიში.

ფეხების ტკივილის შეგრძნებისთანავე აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ ორთოპედს. მხოლოდ ადრეულ სტადიაზეა შესაძლებელი ტერფის დეფორმაციის პროცესის შეჩერება.

მუდმივი ზრუნვა

იმისთვის, რომ ყოველდღიურად ისიამოვნოთ მსუბუქი სიარულით, რეგულარულად მოუარეთ ფეხებს. სამსახურიდან დაბრუნებისთანავე გაიკეთეთ ტერფების თბილი აბაზანა, შემდეგ - მსუბუქი მასაჟი. დაასრულეთ ფეხის კრემით. ეს მხოლოდ კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას კი არ უწყობს ხელს, არამედ განტვირთავს კიდეც ტერფს.

ფეხის ფრჩხილები ყოველთვის თანაბრად უნდა დაიჭრათ, რათა თავიდან აიცილოთ ფრჩხილების ჩაზრდა და ტკივილი. როცა შორ მანძილზე სასეირნოდ მიდიხართ, ფეხზე აუცილებლად მოხერხებული და თავისუფალი ფეხსაცმელი ჩაიცვით ე.წ. ანატომიური ჩასაფენით (ის აფთიაქებსა და ორთოპედიულ სალონებში შეგიძლიათ შეიძინოთ).

ახალი ფეხსაცმლის შეძენისას კარგად დააკვირდით, რომ ფეხსაცმლის ძირი ხელს უწყობდეს ტერფის ბუნებრივი თაღის შენარჩუნებას. ორთოპედიული გელის შემცველი საფენები მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისთვის უზრუნველყოფს საყრდენს და ამცირებს დატვირთვას.