გრიპი და ორსული - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

გრიპი და ორსული

გრიპი და ორსული

რა საფრთხეს უქადის გრიპი ორსულს და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება? ამ და სხვა კითხვებზე ექიმი გინეკოლოგი მერი ვახტანგიშვილი გვიპასუხებს.

- ქალბატონო მერი, რა უნდა იცოდნენ ორსულებმა გრიპის, განსაკუთრებით კი ღორის გრიპის შესახებ?
- უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ღორის გრიპით საავადმყოფოში მოხვედრის, სიკვდილისა და მძიმე გართულებათა განვითარების ალბათობა ორსულებს ოთხჯერ უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე სხვებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ შემაშფოთებლად ჟღერს, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქალების უმრავლესობა, თუ თავს დროულად მიხედავს, გრიპს ადვილად გადაიტანს.

- რატომ აქვთ ორსულებს გართულებების მაღალი ალბათობა?
-

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მზარდი ნაყოფი ზრდის ფილტვების დატვირთვას და, ამის კვალობაზე, მათში მეორეული ინფექციის განვითარების რისკს. ღორის გრიპით გამოწვეული სიკვდილიანობა ორსულობის უმთავრესად მესამე ტრიმესტრშია დარეგისტრირებული. ამასთანავე, მნიშვნელობა აქვს იმ ცვლილებებს, რომლებიც ორსულის იმუნურ სისტემაში მიმდინარეობს და ზრდის ინფექციური დაავადებებისადმი მის მიმღებლობას. საქმე ის არის, რომ
ორსულის იმუნური სისტემა იძულებითი დათრგუნვის - იმუნოსუპრესიის მდგომარეობაში იმყოფება (ამით იგი ხელს უშლის ნაყოფის მოცილებას), ამიტომ ინფექციებისადმი მეტისმეტად მგრძნობიარეა.


- რა გავლენას ახდენს გრიპი ორსულობაზე?
- სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, გრიპის დროს უფრო დიდია ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობისა და ფეტოპლაცენტური უკმარისობის საფრთხე (ეს უკანასკნელი ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხებას იწვევს). 


- რა ემართება ნაყოფს დედის დაინფიცირების შემთხვევაში?
- ვერც ერთი ექიმი ვერ გეტყვით, მოახდენს თუ არა გავლენას დაავადება ბავშვის განვითარებაზე. დანამდვილებით მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებით საშიშია გრიპი ორსულობის ადრეულ პერიოდში - მე-12 კვირამდე, როდესაც ბავშვის ორგანოები და ქსოვილები ყალიბდება. მომდევნო ეტაპებზე ბავშვი მხოლოდ იზრდება, ასე რომ, დაავადება ორგანოების სტრუქტურაზე აღარ მოქმედებს. დაავადების მძიმე მიმდინარეობისას არსებობს ალბათობა, რომ ვირუსი დააინფიცირებს პლაცენტას, რომელსაც სისხლი ნაყოფთან მიაქვს. დღეისთვის არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მოქმედებს ღორის გრიპი ნაყოფზე, მაგრამ ითვლება, რომ ქალები, რომლებმაც ღორის გრიპი გადაიტანეს, ნაადრევი მშობიარობის რისკის ჯგუფში შედიან. წინა პანდემიების დროს იმატა მკვდრადშობადობამ, სპონტანური აბორტებისა და ნაადრევ მშობიარობათა რიცხვმა. ისიც სათქმელია, რომ გრიპი მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს, ცხელება კი ორსულობის პირველ ტრიმესტრში აორმაგებს ნერვული ღეროს განვითარების მანკის რისკს. რისკის შემცირება შესაძლებელია სიცხის დამწევი საშუალებების და/ან ისეთი მულტივიტამინური კომპლექსების მიღებით, რომლებიც ფოლიუმის მჟავას შეიცავს.


- როგორ გავიგოთ, დაზიანდა თუ არა ნაყოფი?
- თუ გრიპი მძიმედ, გართულებებით მიმდინარეობდა, მაშინ ბავშვის ინფიცირების ალბათობა მაღალია. ამ დროს შეიძლება ჩატარდეს ე. წ. სამმაგი ტესტი - განისაზღვროს სისხლში აფპ-ს (ალფაფეტოპროტეინის), ქგტ-ის (ქორიონული გონადოტროპული ჰორმონის) და ესტრადიოლის დონე. სამივე ჰორმონის განსაზღვრა აუცილებელია, სხვაგვარად სარწმუნო პასუხს ვერ მივიღებთ.


- რომელი ანტივირუსული პრეპარატები გამოიყენება ორსულთა სამკურნალოდ? ხომ არ ავნებს ისინი ნაყოფს?
- ორსულებში H1N1 გრიპის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოზელტამივირი (ტამიფლუ) ან ზანამივირი (რელენზა). ეს პრეპარატები ამცირებს გრიპის სიმპტომებს და აუმჯობესებს პროგნოზს, ვინაიდან თავიდან გვაცილებს მძიმე გართულებებს. ორსულობისას ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა ნებადართულია, თუ არსებობს საამისოდ ექიმის რეკომენდაცია. ორსულებში ამ პრეპარატების გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის. ასევე არ არსებობს მონაცემები, ნაყოფის ორგანიზმზე ანტივირუსული პრეპარატების უარყოფით ზემოქმედებას რომ ადასტურებდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ არანამკურნალევი გრიპის გართულების რისკი აღემატება ნებისმიერ თეორიულ რისკს, რომელიც კი ტამიფლუსა და რელენზას მიღებასთან არის დაკავშირებული. ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება ორსულობის ნებისმირ ვადაზეა ნებადართული. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია,  თუ მიღება გრიპის პირველი სიმპტომების გაჩენიდან 48 საათის განმავლობაში დავიწყეთ.




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც მედიკოსთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, ორსულობის პერიოდში თავს იჩენს ყველა ის პრობლემა,
ორსულობისას თევზითა და ზღვის პროდუქტებით მდიდარი რაციონის პირობებში, იშვითად იბადებიან ვიტამინების დეფიციტის მქონე ბავშვები.
მომავალი დედიკოსთვის აუცილებელია დადებითი ემოციები, რომლის მიღების საუკეთესო საშუალება გარემოს შეცვლაა.
ყველამ კარგად იცის, რომ ორსულობის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მედიკამენტების მიღებისას.
ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ფართოდ გავცელებული დაავადებაა. სიცოცხლისათვის საშიში ამ პათოლოგიის პირველი
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად