ჰიგიენის პირველი მცნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიგიენის პირველი მცნება

ეს მცნება გვავიწყდება შესვენებაზე სამსახურის სასადილოში შესულებს. სტატისტიკის თანახმად, ქალთა მხოლოდ 20 და მამაკაცთა 7% იბანს ხელებს საგულდაგულოდ ტუალეტის შემდეგ და მხოლოდ ყოველ მეათეს მიაჩნია აუცილებლად ქუჩიდან ოფისში ან სახლში შესვლისას ამ ჰიგიენური რიტუალის ჩატარება. გაითვალისწინეთ: იმისთვის, რომ მიკრობები ორგანიზმში მოხვდნენ და დაავადება გამოიწვიონ, საკმარისია, დაუბანელი ხელით რაიმე მიირთვათ ან უმნიშვნელოდ შეეხოთ პირს.

ჭუჭყიანი ხელების დაავადებები

მედიცინაში არსებობს დაუბანელი ანუ ჭუჭყიანი ხელების დაავადებებად წოდებული პათოლოგიების ჯგუფი, რომელიც რიცხობრივად საკმაოდ სოლიდურია.

ვირუსული ჰეპატიტი

A და E ვირუსული ჰეპატიტები ფეკალურ-ორალური გზით ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანი შეიძლება დასნებოვნდეს ტუალეტის შემდეგ დაუბანელი ხელებით საკვების მიღებისას. ვირუსები ჭუჭყიანი ხელებიდან ხვდებიან სისხლში და იწყებენ ღვიძლის უჯრედების დაზიანებას. თავის დაცვა კი საკმაოდ ადვილია: საკმარისია, საგულდაგულოდ დაიბანოთ ხელები და არ მიირთვათ გაურეცხავი პროდუქტი.

კვებითი ინტოქსიკაციები

საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციები განსაკუთრებით ხშირდება ზაფხულობით, როდესაც დაავადების გამომწვევებს გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები აქვთ. ენტეროტოქსინები პათოგენური ბაქტერიების ცხოველქმედების პროდუქტებია, რომელთა ნაწილიც თერმული დამუშავებისას იშლება, ნაწილი კი მაღალ ტემპერატურას უძლებს და სწორედ ისინი წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს. დაუბანელი ხელებით საკვების მიღებისას ტოქსინები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხვდება და მოწამვლას იწვევს.

ენტერიტი

დაავადება სისხლში უშუალოდ გამომწვევი მიკროორგანიზმის მოხვედრისას იწყება და არა მისი ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი ტოქსინის მოხვედრისას. ენტერიტის გამოწვევა შეუძლია ყოველგვარ მიკრობს, უმთავრესად - ბაქტერიებს. დაავადება ხელის ჩამორთმევითაც კი ვრცელდება.


რესპირატორული ინფექციები

გაგიკვირდებათ და ხელების რეგულარული ბანა ექიმების ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა ვირუსული დაავადების ეპიდემიის დროს, რომელთა უმრავლესობა ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. თუ ვირუსი ორგანიზმში სასუნთქი გზებით მოხვდა და, ამასთან, დაუბანელი ხელების მეშვეობით საჭმლის მომნელებელ ტრაქტშიც შეაღწია, აუცილებლად განვითარდება გრიპი კუჭნაწლავისმხრივი სიმპტომებით, რომლისთვისაც დამახასიათებელია დეფეკაციის მოშლა, ღებინება, მუცლის შებერვა, ღებინება. ვინაიდან კანზე მოხვედრილი ვირუსი შესაძლოა დაავადების განვითარების მიზეზად იქცეს, აუცილებელია მისი მოცილება წყლითა და საპნით. საპონი თავიდან აგაცილებთ არა მხოლოდ გრიპს და პარაგრიპს, არამედ ყველა იმ ვირუსით გამოწვეულ დაავადებებსაც, რომლებიც ლიპიდურ - ცხიმოვან - კაფსულაში “ცხოვრობენ”. საპნის ტუტე არე ადვილად შლის ამ გარსს და ვირუსს ანადგურებს. ამიტომაც გვირჩევენ ექიმები ვირუსული ეპიდემიების დროს ხელებისა და კანის ღია უბნების საგულდაგულო დაბანას.

ცხელი ამინდის ინფექციები

ზაფხულის ყველაზე გავრცელებული ინფექციაა დიზენტერია. დაავადებულთა 60-80% ბავშვია. დაავადება ვრცელდება დაბინძურებული ხილითა და ბოსტნეულით, რძითა და რძის ნაწარმით, ჭუჭყიანი სათამაშოებით, ჭურჭლით და უშუალოდ დაავადებულთან კონტაქტითაც კი. დაავადება ძალზე საშიშია პატარებისთვის, ამიტომ მიაჩვიეთ ისინი ხელების რეგულარულ ბანას და ჰიგიენის წესების დაცვით დაიცავით ამ საშიშროებისგან.

ცხოველთა დაავადებანი

საკმაოდ ბევრი დაავადება შეიძლება გადაედოს ადამიანს ცხოველებისგან. მათ შორის - ისეთი საშიში დაავადებებიც, როგორებიცაა ატიპური პნევმონია და ფრინველის გრიპი, ასევე - პარაზიტი ორგანიზმებით და ჰელმინთებით გამოწვეული პათოლოგიები. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია სოლიტერი, ორსულთათვის კი ტოქსოპლაზმოზი, რომლის მთავარი გადამტანებიც კატები და მტრედები არიან. ცხოველებთან ურთიერთობის შემდეგ ხელების დაბანა ამ დაავადებებისგან თავდაცვის საშუალებას იძლევა.

რამდენს იხდით ჭუჭყიან ხელებში?

გამოიცანით, რამდენს იხდის ადამიანი თავის სიცოცხლეში დაუბანელ ხელებში! თუნდაც არასდროს გეავადმყოფოთ ჭუჭყიანი ხელების დაავადებით - ქოლერით, მუცლის ტიფით ან სიყვითლით, ბანალური კვებითი ინტოქსიკაცია მაინც ნაცნობი იქნება თქვენთვის - ის ერთხელ მაინც ნებისმიერ ჩვენგანს დამართვია! გარდა ამისა, სეზონური გაციებაც გარკვეულწილად დაუბანელ ხელებს უკავშირდება. ამერიკაში გამოთვალეს, რამდენი უჯდება ადამიანს ხელების დაუბანლობით გამოწვეული დაავადებები: საშუალო შემოსავლის მქონე ამერიკელი ამისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში 90 ათას დოლარს იხდის, მაშინ როდესაც მისი საშუალო შემოსავალი 36 ათასი დოლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ 3 წლის შრომა მხოლოდ იმიტომ გვეყრება წყალში, რომ არ ვიბანთ ხელებს, როცა ამის გაკეთება აუცილებელია. ამერიკელ ექსპერტთა გამოთვლით, ეს ახალი ავტომობილის ღირებულებაა, რომელსაც ადამიანი მხოლოდ იმის გამო კარგავს, რომ ჰიგიენის პირველ მცნებას არ იცავს. გაითვალისწინეთ, ეს მხოლოდ პირდაპირი დანახარჯია; ნებისმიერი დაავადების მკურნალობას თან ახლავს არაპირდაპირი ხარჯიც, რომელიც პირდაპირს ზოგჯერ აჭარბებს კიდეც.