ცხვირის ღრუს გამორეცხვა ისეთივე აუცილებელი პროცედურაა, როგორიც კბილების გახეხვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხვირის ღრუს გამორეცხვა ისეთივე აუცილებელი პროცედურაა, როგორიც კბილების გახეხვა

დიდი ქალაქის მკვიდრი ყოველდღიურად დაახლოებით 500 მილიარდ მტვრის ნაწილაკს ჩაისუნთქავს.

გარემოს არასასურველი ზემოქმედების შემცირებაში დაგვეხმარება ცხვირის ღრუს რეგულარული გამორეცხვა. მაგალითად, ბაქტერიებსა და ვირუსებს ცხვირის ღრუდან ორგანიზმში შესაჭრელად 4-8 საათი სჭირდებათ და თუ მათ მანამდე მოვიშორებთ, დაავადება უბრალოდ აღარ განვითარდება. ამრიგად, ცხვირის ღრუს გამორეცხვა პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების სეზონზე.

ირიგაციული თერაპიით შესაძლებელია ალერგენებისა და ყველა სხვა მავნებლის (ქიმიური ნაერთების, პროფესიული მავნე ნაწილაკების, თამბაქოს კვამლის, ჭვარტლის, წვის პროდუქტების) მოცილება ლორწოვანის ზედაპირიდან.

ცხვირის ღრუს გამორეცხვა ისეთივე აუცილებელი პროცედურაა, როგორიც კბილების გახეხვა. არსებობს ცხვირის გამორეცხვის რამდენიმე მეთოდი. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მეტად ეფექტურია ცხვირის სრული მოცულობითი გამორეცხვა. ამ დროს სითხე მთლიანად ავსებს ცხვირის ღრუს და ასუფთავებს ლორწოვანის ყველა ნაკეცს მთელ სიგრძეზე. აეროზოლის ან სპრეის ნაკადი მხოლოდ ცხვირის წინა ნაწილს წმენდს, სრული მოცულობითი გამორეცხვა კი მთელი ცხვირის ღრუს გამოსუფთავების საშუალებას გვაძლევს.

ცხვირის ღრუს გამოსარეცხად უმჯობესია შევიძინოთ მზა ხსნარები. სახლის პირობებში ცხვირის ღრუს გამორეცხვა რეკომენდებულია ლარინგოლოგების მიერ სპეციალურად შემუშავებული ბალონ-ერიგატორების საშუალებით, რომელიც ნაკადის სიმძლავრის რეგულირების საშუალებას იძლევა. შპრიცით ან ჩაიდნით გამორეცხვას არ გირჩევთ - შესაძლოა, ლორწოვანი გარსი დაიზიანოთ. იხილეთ სტატია ”გრძნობის ორგანოების ჰიგიენა”