მზე, ზღვა და ჩვენი ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მზე, ზღვა და ჩვენი ჯანმრთელობა

ზღვის წყლის ქიმიური შემადგენლობაზღვის წყალს საკმაოდ რთული შემადგენლობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის მენდელეევის პერიოდული სისტემის პრაქტიკულად ყველა ქიმიურ ელემენტს შეიცავს. ზღვის წყალში გახსნილია მინერალური მარილები, აირები (ჟანგბადი, აზოტი, ინერტული აირები, ნახშირორჟანგი, ზოგიერთ რეგიონში - გოგირდწყალბადიც), ქიმიური ელემენტები (კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, ბარიუმი, ქრომი, იოდი, ქლორი, მანგანუმი, დარიშხანი, ვერცხლი, ოქრო, ურანი, რადიუმი) და ორგანული ნივთიერებები.

ზღვის წყლის მარილიანობა საშუალოდ 3,5%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ყოველ ლიტრში 35 გრამი მარილია გახსნილი. სხვადასხვა ზღვის წყალი სხვადასხვა ოდენობის მარილს შეიცავს. ზღვის წყალს სიმლაშეს ნატრიუმის ქლორიდი აძლევს, სიმწარე კი ნატრიუმის სულფატის, მაგნიუმის ქლორიდისა და მაგნიუმის სულფატის დამსახურებაა. ზღვის წყლის ერთ-ერთი თვისებაა, მუდმივად შეინარჩუნოს რაოდენობრივი ურთიერთშეფარდება იმ მარილთა იონებს შორის, რომლებიც მასში არსებულ მინერალურ ნივთიერებათა 99,9%-ს შეადგენს.

ზღვის კლიმატი

ზღვის კლიმატს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: გეოგრაფიული მდებარეობა, წყლის თავზე ჰაერის მასების მოძრაობა, ნაპირის ხასიათი და ხმელეთის რელიეფი. ამ ფაქტორების კვალობაზე, განასხვავებენ სამი ტიპის სანაპირო კლიმატს:

  • თბილსა და ტენიანს;
  • გრილსა და ტენიანს;
  • თბილსა და მშრალს.

რა ახასიათებს ზღვის კლიმატს?

  • მაღალი ატმოსფერული წნევა და მზის რადიაცია;
  • ჰაერის მაღალი ტენიანობა;
  • უმნიშვნელო სხვაობა ჰაერის ტემპერატურის დღეღამურ და სეზონურ მაჩვენებლებს შორის;
  • არეკლილი ულტრაიისფერი სხივების უხვი შემცველობა;
  • ბრიზი - ქარი, რომელიც ხმელეთისა და ზღვის ტემპერატურათა სხვაობის გამო წარმოიქმნება და დღისით, როდესაც ხმელეთის ტემპერატურა უფრო მაღალია, ზღვიდან ხმელეთისკენ ქრის, ხოლო ღამით, როცა ხმელეთის ტემპერატურა ზღვისაზე დაბალია - ხმელეთიდან ზღვისკენ;
  • იოდის, ბრომის, ქლორ-ნატრიუმის, ოზონისა და სხვა მიკროელემენტების სიუხვე.

სად დავისვენოთ?

იქ, სადაც თავს კარგად იგრძნობთ. არჩევანი დამოკიდებულია თქვენს პიროვნულ თვისებებსა და ჯანმრთელობაზე.

წითელი ზღვა

კლიმატი

წითელი ზღვის ჰაერი ძალიან მშრალია (ტენიანობა არ აღემატება 20-30 პროცენტს). იგი გაჯერებულია ჟანგბადით და ბრომის შემცველობის გამო დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მთელი ზაფხული განუწყვეტლივ ქრის ჩრდილო-დასავლეთის ქარი, ამიტომ სიცხეს (ჩრდილოეთით - 30 გრადუსამდე, სამხრეთით - 40 გრადუსამდე) ორგანიზმი ადვილად იტანს. ასეთი კლიმატი ძალიან სასარგებლოა ქრონიკული სურდოს დროს, მაგრამ ჯანმრთელ ადამიანს შესაძლოა დისკომფორტი შეუქმნას, რადგან აშრობს სასუნთქ გზებს.

წყალი

წითელ ზღვაში არ ჩადის არც ერთი მდინარე. ის ძალიან გამჭვირვალე, თბილი და ყველაზე მარილიანია - წყლის ერთ ლიტში 41 გრამი მარილია (შედარებისთვის: მარილის კონცენტრაცია ღია ოკეანეში 34 გრამია, ბალტიის ზღვაში კი სულ 5 გრამი). ზღვის მარილი კარგად ახორცებს ჭრილობებს და ხელს უწყობს კანის დაავადებების, მათ შორის დერმატიტის, ნეიროდერმიტისა და ფსორიაზის, განკურნებას. ზღვის წყალში გახსნილი მარილის იონები აუმჯობესებს თიმუსის მუშაობას, რომელიც იმუნური სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ძალიან მლაშე წყალში ბანაობა სასარგებლოა რევმატული დაავადებების დროს: მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

მზე

წითელი ზღვის სანაპიროზე ადვილად დაიწვებით. მზის გამოსხივება აქტიურია, ხოლო ხშირი ქარები სიგრილის ცრუ შეგრძნებას ბადებს. ეცადეთ, პლაჟზე დილის 11 საათამდე ან 16 საათის შემდეგ გახვიდეთ.

ხმელთაშუა ზღვა

კლიმატი

ზაფხულში ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებზე ჰაერი 25 გრადუსამდე თბება, სამხრეთ სანაპიროებზე კი 40 გრადუსამდე. კუნძულებზე (კორსიკა, სარდინია, სიცილია, კრეტა, კვიპროსი) სიცხისგან გათანგულ ტურისტებს ქარი შველის. რომ არა მაღალი (50%-ზე მეტი) ტენიანობა, აქაური კლიმატი წითელი ზღვისას დაემსგავსებოდა. ივლის-აგვისტო უმჯობესია გაატაროთ საფრანგეთის სამხრეთით, იტალიის ჩრდილო-დასავლეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩრილოეთ ხორვატიაში, სექტემბერში კი შეგიძლიათ გაემგზავროთ, საითაც გენებოთ - უკვე აღარ ცხელა, ზღვა კი კვლავინდებურად თბილია. უმჯობესია, დაისვენოთ ხმელთაშუა ზღვის ისეთ სანაპიროებზე, სადაც მრავლად არის წიწვოვანი ტყეები. ნახევრად სტეპურ რაიონებში (როგორიც არის, მაგალითად, თურქეთის ანტალია) დასვენება, სადაც გამწვანება მხოლოდ სასტუმროს ტერიტორიაზეა, გამაჯანსაღებელი თვალსაზრისით უეფექტოა.

წყალი

ხმელთაშუა ზღვის წყალს მეორე ადგილი უკავია მარილებით გაჯერების მხრივ. გაითვალისწინეთ: დასვენება ზაფხულში ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე კარგია იმუნიტეტისთვის, მაგრამ არცთუ ისე უხდება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების დაავადებებს. აქ საკმაოდ ცხელა, მზის ულტრაიისფერი გამოსხივებაც ძლიერია, ამიტომ ხშირია სხეულის გადახურება და ძლიერი დამწვრობა. ამის გამო ევროპიდან ჩამოსული ტურისტებისთვის ძალზე აქტუალურია გარუჯვის წესების დაცვა.


ატლანტის ოკეანე

კლიმატი

ატლანტის ოკეანის აუზში კურორტები მრავლად არის. ჯანმრთელობისთვის სარგოთა რეიტინგში ლიდერობს კანარის კუნძულები, სადაც სეზონის პიკზე - ივლისიდან ოქტომბრამდე - კლიმატი მშრალია და საკმაოდ ცხელა. პორტუგალიაში, სადაც სიცხე ნაკლებია (დაახლოებით 25 გრადუსი), ხოლო ჰაერი - უფრო მშრალი, თავს კარგად გრძნობენ სუსტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მქონე ადამიანები. მწვანე კონცხის კუნძულებზე ტემპერატურა ზაფხულობით მინიმუმ 25 გრადუსია, მაგრამ თბილი ტანსაცმლის წაღება მაინც არ მოგიწევთ - ეს ადგილი ცნობილია ქარებითა და ნისლით. მაროკოში ზაფხულობით ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდეა, მაგრამ ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე, კასაბლანკის სამხრეთით, ხშირია ნისლი. ქარები იცის, სამაგიეროდ, ისე არ ცხელა ტუნისში. ბარბადოსზე ივლისი ყველაზე ცხელი და ნესტიანი თვეა. საკმაო ხანი სჭირდება აკლიმატიზაციას კუბის სანაპიროზე.

წყალი

წყლის საშუალო ტემპერატურა კურორტების უმეტესობაზე 20 გრადუსზე მეტია, მაგრამ, აი, პორტუგალიის სანაპიროზე ოკეანის ცივი დინებების გამო ზოგჯერ 18 გრადუსამდეც კი ჩამოდის. ასე რომ, მასში ბანაობა შესაძლოა არცთუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდეს, თუმცა წყალი მდიდარია მაგნიუმით, კალიუმითა და სხვა მარილებით - ყოველი ლიტრი დაახლოებით 34 გრამს შეიცავს.

მზე

მზიანი დღეების რაოდენობით პორტუგალია ევროპის რეკორდსმენია - დაახლოებით 325 დღე. მზეზე რომ დაიწვათ, საკმარისია, პლაჟზე მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე 15 წუთი დაჰყოთ. მაროკოში კი ამისთვის 10 წუთიც გეყოფათ.

ქვიშა თუ კენჭები?

ქვებზე ყოველდღე 20 წუთის განმავლობაში ფეხშიშველი სეირნობა ასტიმულირებს წერტილებს, რომლებიც ყველა შინაგან ორგანოს უკავშირდება. უმჯობესია ისეირნოთ ზიგზაგისებურად: წყალი-ხმელეთი, - რადგან ტემპერატურული კონტრასტი ძალიან სასარგებლოა. შეგიძლიათ ჩაიტაროთ სტოუნთერაპიის სეანსი: ჩრდილში ჯდომისას მონაცვლეობით მიიდოთ მტკივან ადგილებზე ჯერ ცხელი, შემდეგ გრილი სველი გლუვი ქვები. ეს ძალიან უხდება მტკივან ზურგსა და სახსრებს. ქვიშიან პლაჟზე შეგიძლიათ 15-20 წუთით ჩაეფლოთ მშრალ ცხელ ქვიშაში, რომელიც ზღვის მარილით არის გაჯერებული.

მუცელზე ქვიშის შრე 1-2 სმ-ზე მეტი სიმაღლისა არ უნდა იყოს, გულმკერდი კი ღია დაიტოვეთ. ქვიშის აბაზანის შემდეგ გადაივლეთ თბილი წყალი და ნახევარი საათით დაჯექით ჩრდილში. ქვიშით მკურნალობას შესანიშნავი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, სასარგებლოა ოსტეოქონდროზის, კუნთების გაჭიმვის, დაჟეჟილობის, სახსართა დაავადებების, პროსტატიტისა და გინეკოლოგიური დაავადებების დროს.

ინდოეთის ოკეანე

კლიმატი

მალდივის კუნძულებზე (მარჯნის კუნძულები) ივლის-ოქტომბერში მუსონებს ხანმოკლე წვიმები, მაღალი ტენიანობა და ტალღები მოაქვს. ჰაერის საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია. ტენიანი და თბილი კლიმატი უხდება ყველას, ვინაც აქვს მშრალი ან ვაზომოტორული რინიტი და ფარინგიტი. სეიშელის კუნძულებზე ამ დროს ჰაერი მშრალია, ქრის სუსტი მუსონები, ტემპერატურა 25 გრადუსამდეა. მაგრამ იქ უმჯობესია გაემგზავროთ შემოდგომის დამდეგს, იდეალურ შემთხვევაში - ოქტომბერში. ოქტომბრის ბოლოს იწყება სეზონი ინდოეთის კურორტ გოაზეც. შუა ზაფხული იქ წვიმიანია.

წყალი

ინდოეთის ოკეანის წყალი ყველაზე მარილიანია - ერთი ლიტრი დაახლოებით 33 გრამ მარილს შეიცავს. წყალი ძალიან თბილია (ზედაპირზე ტემპერატურამ შესაძლოა 29 გრადუსსაც კი მიაღწიოს) და ლაჟვარდისფერი, სავსეა მარჯნის რიფებითა და ეგზოტიკური ცხოველებით.

მზე

აქ მზე ძალიან აგრესიულია, ტყუილად კი არ აცვიათ აქაურებს მსუბუქი ტანსაცმელი, რომელიც მთლიანად უფარავთ სხეულს. არ შეიძლება, მიუჩვეველი ადამიანი მზეზე 5 წუთზე მეტხანს დარჩეს. დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც. გამოცდილი ტურისტები პირველ დღეებში წყალში ჩაცმულები ცურავენ.


შავი ზღვა

კლიმატი

შავი ზღვა სხვადასხვა კლიმატურ ზონას მოიცავს. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თბილი და ტენიანი კლიმატია. შავ ზღვაში წყალი არასოდეს იყინება, რადგან იგი ზღვებს შორის ყველაზე თბილია. მისი წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 6 თვის განმავლობაში 16 გრადუსზე მაღალია, ზამთარში 6-8 გრადუსს უტოლდება, ზაფხულში კი 25-ს აჭარბებს.

ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე კლიმატი ჩრდილოეთ ხმელთაშუა ზღვის კლიმატის მსგავსია. თვეში 15-20 კომფორტული და სამიოდე ჩახუთული და ტენიანი დღეა.

რუსეთის შავიზღვისპირეთში ჰაერის ტენიანობა უფრო მაღალია - 60-70%, ამიტომ როგორც კი ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს, ელოდეთ ჩახუთულ დღეს. სოჭში, ტუაფსესა და ანაპაში ტენიანობამ შესაძლოა 100%-საც კი მიაღწიოს. ზაფხულში ასეთი დღეები ბევრია თურქეთის შავიზღვისპირა რაიონებშიც. ბულგარეთსა და რუმინეთში კი ზაფხული ძალიან კომფორტულია. საუკეთესო დრო შავ ზღვაზე სექტემბერია: არ ცხელა, წყალი თბილია, ზომიერად ტენიანი ჰაერი შესანიშნავად აღადგენს ძალ-ღონეს ზამთარში გადატანილი გაციების შემდეგ.

წყალი

წყალი შემადგენლობით მსოფლიო ოკეანისას უახლოვდება. შეიცავს ოთხმოცამდე ელემენტს, მათ შორის - ბრომს, იოდს, ქლორს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, სულფატებს, კარბონატებს, მაგრამ მინერალებით ძალიან არ არის გაჯერებული - ლიტრზე სულ 18 გრამი მოდის. ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე წითელ და ხმელთაშუა ზღვაში, მაგრამ საკმარისია ბალნეოთერაპიისთვის. ზაფხულის მიწურულს შავი ზღვა ძალიან ჭუჭყიანია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ჩამდინარე წყლების არასათანადო გაწმენდაა. კიდევ ერთი მინუსი - შავი ზღვის ზაფხული დამანგრეველი ქარიშხლის გარეშე არ ჩაივლის. სამაგიეროდ, აქ შეგიძლიათ გაკაჟდეთ ტალახით. ზღვის მცირე ყურეებში გროვდება ზღვის ტალახი, რომლით ყოველდღიური დაზელაც ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, არბილებს ნაწიბურებს და ამცირებს ანთებას, აჩქარებს ძვლების შეხორცებას მოტეხილობის შემდეგ, აუმჯობესებს სახსრების მოძრაობასა და მოქნილობას, თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობას. სხეულზე ტალახის 1 სმ-იანი ფენა უნდა დაიდოთ და 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანოთ. მაგრამ ფრთხილად იყავით: ამ ძლიერმოქმედ პროცედურას უამრავი უკუჩვენება აქვს, ნეფრიტიდან დაწყებული, ორსულობით დამთავრებული.

მზე

მზის აქტივობა სამხრეთის კურორტებთან შედარებით დაბალია. მაგალითად, იალტაში შეგიძლიათ 20 წუთის განმავლობაში მშვიდად ინებივროთ პლაჟზე. შეუძლია თუ არა ზღვის წყლით სავსე აუზს, ზღვის მაგივრობა გასწიოს? მკვლევრები ირწმუნებიან, რომ ადამიანის სისხლის პლაზმა შემადგენლობით ძალიან ჰგავს ზღვის წყალს. ამიტომაც არის, რომ ადამიანი ზღვაში ასე მყუდროდ გრძნობს თავს. გარდა ამისა, ზღვის წყალი და ჰაერი კანქვეშა ქსოვილებს ამარაგებს უარყოფითად დამუხტული იონებით, რომლებიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

ჯერ სად ხართ!

ზღვის მარილი ძვირფასი მინერალური შემადგენლობის წყალობით აძლიერებს და კვებავს კანსა და კანქვეშა ქსოვილებს, თმასა და ფრჩხილებს. მისი ზემოქმედებით კანქვეშა ქსოვილები ტოქსინებისგან თავისუფლდება. ამის შედეგად იმატებს ტონუსი, უმჯობესდება გუნება-განწყობა, მოხდენილობას იბრუნებს სხეული. ზღვის წყლით სავსე აუზი და აბაზანა კი ზღვის სუსტი იმიტაციაა. საქმე ის გახლავთ, რომ ზღვის წყლის ტრანსპორტირება შეუძლებელია, რადგან ზღვაში მცხოვრები მიკროორგანიზმები მის გარეშე მხოლოდ 48 საათს ცოცხლობენ.

სად დავისვენოთ

შავი ზღვა სასარგებლოა ბრონქ-ფილტვის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, რევმატული და თირკმლის დაავადებების დროს. მის სანაპიროზე კარგად გრძნობენ თავს ფარინგიტის მშრალი ფორმით, ქრონიკული რინიტით და ლარინგიტით დაავადებული

ადამიანები. ყირიმში შეიძლება დაისვენოთ ზაფხულის პიკზეც, ხოლო საქართველოს სანაპიროზე სექტემბერში დასვენება ჯობს.

ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთ სანაპირო კარგია ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღებისთვის, უხდება თირკმელების, ზედა სასუნთქი გზების, ყელის, ცხვირ-ხახის, სახსრებისა და კუნთების, გულ-სისხლძარღვთა და ბრონქ-ფილტვის დაავადებებს საწყის ეტაპზე. ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპირო რეკომენდებულია შედარებით ჯანმრთელი ადამიანებისთვის.

წითელ ზღვაზე დასვენება სასარგებლოა, თუ გაქვთ ბრონქული ასთმა, ობსტრუქციული ბრონქიტი, გადაიტანეთ პნევმონია ან დეპრესია. წითელი ზღვის კლიმატი სასარგებლოა ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ფსორიაზის, ხერხემლისა და სახსრების დაავადებების დროს.

ატლანტის ოკეანის კურორტები კარგია ქრონიკული დაღლილობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ჭარბი წონის დასაძლევად, ორგანიზმის გასაჯანსაღებლად.

როგორ გავირუჯოთ

ბავშვობიდან გვესმის, რომ გარუჯვა ჯანმრთელობაა, მაგრამ ბოლოდროინდელ გამოკვლევათა შედეგებმა ათეული წლების განმავლობაში გაბატონებული ეს შეხედულება ეჭვქვეშ დააყენა. დადგენილია, რომ ჭარბი გარუჯვა ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკს. დღეს ექიმები 25-ზე მეტ დაავადებას ითვლიან, რომლებიც უშუალოდ მზის გამოსხივებით არის გამოწვეული ან მისი გავლენით პროგრესირებს. მზეს ბრალდება კანის ნაადრევი დაბერებაც.

იქნებ ჯობს, სულაც არ გავირუჯოთ?

რა თქმა უნდა, არა. გარუჯვა სარგებლობას მოგიტანთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიცავთ ელემენტარულ წესებს:

  • ნუ გაირუჯებით 11-დან 15 საათამდე. ეს პერიოდი უმჯობესია ჩრდილში გაატაროთ. შუადღისას ულტრაიისფერი გამოსხივება 10-ჯერ ინტენსიურია, ვიდრე სამი საათით ადრე ამ სამი საათით გვიან.
  • განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ თეთრ, ქერა, წითურ ადამიანებს, აგრეთვე ბავშვებს - მათი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა.
  • მზის აბაზანები ჯობს ჩრდილში მიიღოთ. გვერწმუნეთ, ჩრდილში მიღებული ნარუჯი შესანიშნავი ფერისაა.
  • არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემების გამოყენებაც.