ზამთრის საკურორტო ადგილები ადამიანის ორგანიზმში დადებით მეტაბოლურ ძვრებს იწვევენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზამთრის საკურორტო ადგილები ადამიანის ორგანიზმში დადებით მეტაბოლურ ძვრებს იწვევენ

- რა განაპირობებს ზამთრის კურორტების დადებით ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე?

- ზამთრის კურორტები მთის კურორტებია, ჩვენს მთის კურორტებზე დასვენება კი როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში ერთნაირად სასარგებლოა. კურორტი ის ადგილია, სადაც არის მკურნალობის, რეაბილიტაციის, დაავადებათა პროფილაქტიკისა და ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის საჭირო ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები და სათანადოდ აღჭურვილი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები.

კურორტის შესახებ საუბრისას უნდა გამოვყოთ იქ არსებული წამყვანი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი. ამ ნიშნით განასხვავებენ კლიმატურ, ბალნეოლოგიურ, ტალახით სამკურნალო კურორტებს. მთის კურორტები, რომელთაც ზამთრის დასვენებისთვის ვირჩევთ, კლიმატური კურორტებია. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მთავარი სამკურნალო-პროფილაქტიკური ფაქტორი კლიმატია.

კლიმატი ამა თუ იმ ადგილისთვის დამახასიათებელი ამინდის მრავალწლიანი სტატისტიკური რეჟიმია. მარტივად თუ ვიტყვით, კლიმატი არის ამინდის საშუალო მაჩვენებელი ხანგრძლივ პერიოდში, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ადამიანის ორგანიზმზე მის სამკურნალო-პროფილაქტიკურ ზემოქმედებას ბუნებრივ ფაქტორთა მთელი წყება განსაზღვრავს, მათ შორის - კურორტის მდებარეობა ზღვის დონიდან განსაზღვრულ სიმაღლეზე, ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა, ჰაერის ცირკულაცია და ტენიანობა, ნალექების რაოდენობა, მზის რადიაციის ინტენსივობა.

საკურორტო ადგილებზე ამ ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებას სამკურნალო ეფექტი აქვს. ისინი ადამიანის ორგანიზმში დადებით მეტაბოლურ ძვრებს იწვევენ. მთის კლიმატი გამოირჩევა დაბალი ატმოსფერული წნევით, მზის უფრო ინტენსიური რადიაციით, მაღალი იონიზაციით, ჰაერის დაბალი ტემპერატურით. ზამთარში თოვლიან ამინდში მზის რადიაციის ინტენსივობა იზრდება, ვინაიდან ის დამოკიდებულია არა მარტო მზის სხივების უშუალო ზემოქმედებაზე, არამედ თოვლიდან მის არეკვლაზეც. ამასთანავე, თოვლიანი ჰავის პირობებში ტენიანობა მაღალი არ არის.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის მთის კურორტებზე ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად არის წიწვოვანი ტყე, რომელიც უარყოფითი აეროიონების მაღალ კონცენტრაციას ქმნის, ოზონით ამდიდრებს ჰაერს. ჩამოთვლილი კლიმატური და მეტეოროლოგიური ფაქტორების სამკურნალო და პროფილაქტიკური ზემოქმედება ორგანიზმზე გახლავთ სწორედ კლიმატოთერაპია.

ზამთარში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კლიმატოთერაპიის ისეთი მეთოდები, როგორიც არის აეროთერაპია – ჰაერის აბაზანები და სუფთა ჰაერის ზემოქმედება, ჰელიოთერაპია – მზის სხივების ზემოქმედება, აეროიონოთერაპია – უარყოფითი იონების სამკურნალო ზემოქმედება.

კლიმატური პროცედურები უზრუნველყოფენ ორგანიზმზე კლიმატური ფაქტორების მაქსიმალურ ზემოქმედებას, ხელს უწყობენ ბუნებრივი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისა და აეროიონების დეფიციტის შევსებას, ორგანიზმის თერმორეგულაციის, რეაქტიულობისა და ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას.

ამ ყოველივეს ერთვის ისიც, რომ ჩვენი მთის კურორტების დიდი ნაწილი სამკურნალო მინერალური წყლებითაც არის ცნობილი ანუ კლიმატურთან ერთად ბალნეოლოგიურ კურორტსაც წარმოადგენს.

წაიკითხეთ სრულად