/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიტნესი და სპორტი

რატომ არის სირბილი სასარგებლო

რატომ არის სირბილი სასარგებლო
XX საუკუნის 70-იან წლებში ამერიკელმა ექიმებმა გამოაქვეყნეს იმ ვარჯიშების სია, რომლებიც ყველაზე სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე:

  • აუმჯობესებს გუნება-განწყობასა და თვითშეგრძნებას,

  • ზრდის ორგანიზმის გამძლეობას, რაც განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მდგომარეობაზე აისახება,

  • აბალანსებს სხეულის წონას,

  • ამცირებს ჰიპოკინეზიის (უმოძრაობის) დონეს,

  • ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციის განმტკიცებასა და ნორმალიზებას.

  • სასარგებლო ვარჯიშთა სია

  • პირველი სირბილი,

  • მეორე - ველოსიპედით სეირნობ,

  • მესამე - ცურვ.

  • სირბილი

სირბილს მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის. სირბილის დროს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემა აქტიურდება. დატვირთვის უდიდესი წილი მოდის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რომელიც ქსოვილებს ინტენსიურად ამარაგებს ჟანგბადით,

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სირბილი მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, როცა მისი ხანგრძლივობა და ინტენსივობა არ აღემატება ორგანიზმის შესაძლებლობებს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ასეთ შემთხვევაში დატვირთვა ადეკვატურია.

ადეკვატური დატვირთვის დროს:

  • გულის კუნთი (მიოკარდიუმი) ძლიერდება,
  • უმჯობესდება სისხლძარღვთა მდგომარეობა,
  • უმჯობესდება სისხლის შემადგენლობა,
  • ქსოვილები უკეთ მარაგდება სისხლით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი ფუნქციური მდგომარეობაც უმჯობესდება,
  • აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები,
  • ჭარბი ცხიმები იშლება,
  • მავნე პროდუქტთა ორგანიზმიდან გამოდევნა ძლიერდება,
  • ნორმალიზდება სისტემების ფუნქცია,
  • ნორმალიზდება ნერვული სისტემების ფუნქცია,
  • უმჯობესდება მათი ცხოველმყოფელობა, მკვრივდება კუნთები.
  • დაბოლოს, რიტმული ვიბრაციისა და ძვრადობის შედეგად შინაგანი ორგანოები ერთგვარ მასაჟს განიცდის, რაც მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.

  • "სირბილი პროფესიის მწვერვალებისკენ"

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სირბილს ის უპირატესობა აქვს, რომ მინიმალური მატერიალური დანახარჯით შეგიძლიათ, მაქსიმალურ ფიზიოლოგიურ ეფექტს მიაღწიოთ. ცნობილი ახალზელანდიელი მწვრთნელი არტურ ლიდიარდი, რომელიც დღეს უკვე მეტად პოპულარული გამაჯანსაღებელი რბენის ფუძემდებლად არის აღიარებული, ამბობდა, რომ შუა ხნის ადამიანს, რომელიც რეგულარულად დარბის, ცხოვრების ინტერესი ხელახლა უჩნდება. ლიდიარდმა სირბილის მნიშვნელობას წიგნიც კი მიუძღვნა, რომელსაც შთამბეჭდავი სახელი უწოდა: "სირბილი პროფესიის მწვერვალებისკენ". ამ საინტერესო თხზულებაში ავტორი ასაბუთებს, რომ 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს, რომელსაც ჯანმრთელი გული აქვს, სულ ადვილად შეუძლია დაიბრუნოს განვლილი წლები. ამისთვის საკმარისია, დილაობით ნახევარი საათით ადრე ადგეს, უახლოესი პარკისა თუ მოედნისკენ გაეშუროს და 10-15 წუთი ირბინოს. თუ ამას რეგულარულად გააკეთებს და თან გამაკაჟებელ შხაპსაც მიიღებს, მთლიანად აინაზღაურებს იმ დროს, რაც უქმად კოტრიალში დაუკარგავს. სირბილი მართლაც ძალზე აკაჟებს და აჯანსაღებს ორგანიზმს.

ასე რომ არ იყოს, ვარჯიშის ამ სახეობაზე ამდენს როდი დაწერდნენ. მაგალითად, ცნობილი ქირურგი, აკადემიკოსი ნიკოლაი ამოსოვი, თავის ნაშრომებში დისტანციაზე რბენის ათვისების რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს. სირბილს რაღა სწავლა უნდაო? - გაიკვირვებს, ალბათ, ბევრი თქვენგანი. მართლაც, რბენის ტექნიკა იმდენად მარტივია, რომ ცურვის, ველოსიპედის მართვის, ციგურებით სრიალისა და სპორტის მრავალი სხვა სახეობისგან განსხვავებით, საგანგებო სწავლა არ სჭირდება, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება აუცილებელია. ეს დეტალები გახლავთ ტორსის (სხეულის) სწორად დაჭერა, ცხვირით (და არა პირით) სუნთქვა და ა. შ.

  • ყველასთვის შეიძლება თუ არა სირბილი?

ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: სირბილი თითქმის ყველასთვის არის რეკომენდებული. ვის გულისხმობს ეს "თითქმის"? როგორც მედიკოსები ამტკიცებენ, სირბილი არასასურველია მხოლოდ მათთვის, ვისაც მოსვენების დროსაც კი აწუხებს ქოშინი, ესე იგი, ვის ჯანმრთელობასაც სერიოზული პრობლემები აქვს და გარკვეული საფრთხეც ემუქრება.

უფრო კონკრეტულად, სირბილი ეკრძალებათ მათ, ვისაც აქვს:

ასევე დაგაინტერესებთ
ზაფხულში უსაფრთხოდ სირბილის 5 წესი
როგორ შევარჩიოთ სპორტული ფეხსაცმელი სირბილისთვის

სირბილი არ შეიძლება ამა თუ იმ დაავადების გამწვავების პერიოდში (ცხადია, იგულისხმება ქრონიკული პათოლოგიები).

დაბოლოს, მცდარია შეხედულება, თითქოს ჰიპერტონიული დაავადების მქონეთათვის სირბილი, საზოგადოდ, მავნებელია. სინამდვილეში ეს მეტად ინდივიდუალური გახლავთ და ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობებსა და თავისებურებებზეა დამოკიდებული. სირბილის ნებას ექიმები ზოგჯერ ჰიპერტონიული დაავადების მეორე სტადიის დროსაც კი რთავენ.

ასე რომ, თუ რამე გაწუხებთ, ჯერ თქვენს მკურნალს გაესაუბრეთ და მერეღა შეუდექით სირბილს, ხოლო თუ არაფერს უჩივით, ნუ იზარმაცებთ, მოიკრიბეთ ნებისყოფა, მიიღეთ გადაწყვეტილება და სირბილს ხვალიდანვე შეუდექით. მის სასიკეთო ზემოქმედებაში, იმედია, ეჭვი აღარ გეპარებათ!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ არის სირბილი სასარგებლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები