"უბრალო" სურდო - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

"უბრალო" სურდო

"უბრალო" სურდო

გარემოს ტემპერატურის დაქვეითებას გაციების გახშირება მოჰყვება. მისი პირველი ნიშნებია ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, უგუნებობა, უმადობა. ბევრს გაციება დაავადებად არ მიაჩნია. სინამდვილეში იგი ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციური დაავადებაა. ცხვირის ღრუ სასუნთქი გზების კარიბჭეა, რომლის გავლითაც ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ ჰაერს. გარდა ამისა, ნერვული დაბოლოებებით მდიდარი ეს ზონა სხვადასხვა ორგანოსა და სისტემას უკავშირდება, ამიტომ ბავშვის ორგანიზმი ცხვირის ფიზიოლოგიური ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევაზეც კი ნეგატიურად რეაგირებს. რამდენად საშიშია სურდო ბავშვისთვის და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მშობლების უყურადღებობას? გვესაუბრება პედიატრი ნინო ყურაშვილი.- როდის ვითარდება

სურდო?

- სურდო შეიძლება იყოს როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური ბუნებისაც, მაგალითად, განვითარდეს ცხვირის ღრუში მტვრის, კვამლის, უცხო სხეულის მოხვედრის შედეგად, მაგრამ მის წარმომშობ ფაქტორებს შორის ინფექციური ფაქტორი დომინირებს. ყველაზე ხშირად სურდოს ვირუსი იწვევს. სახელდობრ, ეს სიმპტომი დამახასიათებელია მწვავე რესპი

რატორული ვირუსული ინფექციისთვის, გრიპისთვის,  ადენოვირუსული და რინოვირუსული ინფექციებისთვის.


- რა ხდება ცხვირის ღრუში ვირუსის მოხვედრის შემდეგ?
- ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ცხვირის ღრუში მოხვედრილი ვირუსი ბუსუსების ზედაპირულ უჯრედებზე მოიკალათებს, სადაც 1-3 დღის განმავლობაში რჩება. ნორმაში ბუსუსები მოძრაობს და ცხვირის ღრუს უცხო აგენტებისგან ასუფთავებს, მაგრამ ვირუსი არღვევს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების მთლიანობას, რაც მათ განვლადობას ზრდის. ხელსაყრელი პირობები იქმნება ბაქტერიების შესაჭრელადაც, ეს კი სურდოს გართულების მიზეზად იქცევა. ცხვირის ლორწოვან გარსთან ერთად ზიანდება დანამატი წიაღები, შუა ყური. სურდოთი ავადობა უმეტესად გარემოს ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის პერიოდში შეინიშნება. ამის მიზეზია ორგანიზმის გადაცივება, იმუნიტეტის დაქვეითება და თვით მიკრობის ვირულენტობის (ორგანიზმის დასნებოვნების უნარის) ცვალებადობა. განსაკუთრებით შესამჩნევია დამოკიდებულება ბავშვის ფეხების გაცივებასა და ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის რეაქციას შორის - როგორც კი პატარას ფეხები გაუცივდება, სურდო ეწყება. ეს ტერფებსა და ცხვირს შორის რეფლექტორული კავშირის არსებობით აიხსნება.


- როგორც თავადაც ბრძანეთ, სურდო სასუნთქი სისტემის ვირუსული დაავადების ერთ-ერთი ნიშანია, მაგრამ ის, ამასთანავე, გვხვდება როგორც თავისთავადი დაავადება, რომელიც ცნობილია რინოვირუსული ინფექციის სახელწოდებით. რა ნიშნებით ვლინდება ეს ინფექცია?
- რინოვირუსული ინფექციის საწყისი პერიოდისთვის დამახასიათებელია:

  • ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე;
  • ცემინება;
  • სიმშრალის (ფხაჭნის) შეგრძნება ყელში.

ასევე მოსალოდნელია ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნებიც: ტკივილი, სისუსტე, მოთენთილობა, უმადობა. 1-2 დღის შემდეგ ჩნდება უხვი გამონადენი, თავდაპირველად - გამჭვირვალე, წყლისებრი, შემდეგ - სქელი, მოყვითალო-მომწვანო. სხეულის ტემპერატურა სუბფებრილურ ციფრებამდე - 37,2-37,5 გრადუსამდე - იმატებს; ცხვირის ლორწოვანი გარსი შეშუპებულია, ცხვირით სუნთქვა - გაძნელებული; ქრება ყნოსვის, გემოვნების შეგრძნება (ამითაც აიხსნება უმადობა). ზოგჯერ ამას ერთვის ცრემლდენა, ყურების დაგუბება ან ხმაური. დაავადების პირველი - რეფლექტორული სტადია სწრაფად ვითარდება. ის რამდენიმე საათს გრძელდება. ამ დროს სისხლძარღვების შევიწროების გამო ლორწოვანი გარსი ფერს კარგავს. შეინიშნება ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე, მრავალჯერადი ცემინება. მეორე - კატარული სტადია 2-3 დღე გრძელდება. იწყება სისხლძარღვების გაფართოება, რის გამოც ლორწოვანი გარსი წითლდება (ჰიპერემიული ხდება) და შუპდება, ცხვირით სუნთქვა ჭირს. ჩნდება უხვი გამჭვირვალე, წყლისებური გამონადენი ცხვირიდან, იწყება ცრემლდენა, ყნოსვა დაქვეითებულია, ყურები - დაგუბებული, ხმა - შეცვლილი (მოგუდული). მესამე სტადიის დასაწყისი უკავშირდება ანთებით პროცესში ბაქტერიული ფლორის ჩართვას - გამონადენი სქელდება, იღებს მოყვითალო ან მომწვანო ფერს. ცხვირით სუნთქვა და ყნოსვა აღდგება. დაავადების სრული ციკლი 7-10 დღეს გასტანს. თუ ბავშვს ძლიერი იმუნური სისტემა აღმოაჩნდა, შესაძლოა 2-3 დღეში გამოჯანმრთელდეს, დამცველობითი ძალების სისუსტის დროს კი, არ არის გამორიცხული, დაავადება 3-4 კვირას გაგრძელდეს, ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს ან გართულდეს.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ახალშობილების სუნთქვას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული ხმები.
ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე.
როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლებს ზოგჯერ უჭირთ იმის განსაზღვრა,
ახალშობილობის პერიოდში აღინიშნება გამოხატული მიდრეკილება აციდოზისადმი, რაც ჩვილებში ბიოენერგეტიკული პროცესების მაღალი ინტენსივობით,
დიფტერია მწვავე ინფექციური დაავადებაა და ხშირად სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად