ტკივილი ხველის დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

ტკივილი ხველის დროს

ტკივილი ხველის დროს

ყველას გაგვიგონია მოარული ფრაზა - ბავშვი ისე არ გაიზრდება, ერთხელ მაინც რომ არ გაცივდესო. ცხვირცემინება, სურდო და ხველა გაციების ნიშნებია, მაგრამ თუ ხველა გახანგრძლივდა, თანაც ბავშვი ხველის დროს ფერდს ან მკერდს იტკივებს, მდგომარეობა ერთიორად საყურადღებოა. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და როგორ მოვიქცეთ? ამაზე პედიატრი ინგა იოსავა გვესაუბრება.

- მშრალი მტკივნეული ხველა, ფერდის ტკივილი პლევრიტის ერთ-ერთი ნიშანია. პლევრიტი ანუ პლევრის მწვავე ანთებითი დაზიანება ბავშვებში არცთუ იშვიათია. იმის მიხედვით, წარმოიქმნება თუ არა ამ დროს ექსუდატი - ანთებითი სითხე, განასხვავებენ მშრალ (ფიბრინულ) და

ექსუდაციურ პლევრიტს. თვით ექსუდატის ხასიათის მიხედვით - სეროზულს, სეროზულ-ფიბრინულს, ჩირქოვანსა და შერეულს, გამომწვევის გათვალისწინებით კი მის ინფექციურ (სპეციფიკურ და არასპეციფიკურ), ალერგიულ, ტრავმულ და სიმსივნურ ფორმებს.

- როგორ ვლინდება მშრალი პლევრიტი?
- მშრალ პლევრიტს თითქმის არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა. ეს არის პლევრის რეაქციული ცვლილება იმ პროცესების საპასუხოდ,

რომლებიც ფილტვში ან პლევრის მეზობელ ორგანოებში (პერიკარდიუმში, ღვიძლში, ელენთაში, აორტაში) ლოკალიზდება. მშრალი პლევრიტი მეტწილად ტუბერკულოზური წარმოშობისაა. მშრალი პლევრიტი ვლინდება ფერდის ტკივილით, მშრალი მტკივნეული ხველით და პლევრის ხახუნით. ტკივილი მკვეთრია, ძლიერდება ხველისა და ღრმა ჩასუნთქვის დროს. ტკივილის გამო ავადმყოფს ან ხელით უჭირავს დაზიანებული ფერდი, რომ შეამციროს ფილტვის ექსკურსია (მოძრაობა), ან დაზიანებულ გვერდზე წევს. ყურადღებას იპყრობს დაზიანებული მხარის სუნთქვაში ჩამორჩენა.


- რა ნიშნები ახასიათებს ექსუდაციურ პლევრიტს?
- ექსუდაციური პლევრიტი უმეტესად მწვავედ იწყება. ექსუდატი პირველივე დღეებიდან სწრაფად გროვდება. არც ნელი, თანდათანობითი დასაწყისია გამორიცხული. ექსუდაციური პლევრიტი შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივად მიმდინარე მშრალი პლევრიტის ფონზეც. კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. კლასიკურ შემთხვევაში დაავადების დასაწყისი, როგორც გითხარით, მწვავეა. ტემპერატურა სწრაფად იწევს, ზოგჯერ - 41 გრადუსამდეც კი. პირველივე დღეებიდან იპყრობს ყურადღებას საერთო სისუსტე, უმადობა და ქოშინი. ეს უკანასკნელი, ხველასა და ტკივილთან ერთად, პლევრიტის სადიაგნოზო ნიშნადაც კი მიიჩნევა. ტკივილი თავდაპირველად მძაფრია, ძლიერდება სუნთქვისა და ხველის დროს. ზოგჯერ გადაეცემა მხარს ან ეპიგასტრიუმის (კუჭის არეს), რაც ანთებით პროცესში დიაფრაგმის მონაწილეობაზე მიუთითებს. ტკივილი თანდათანობით სუსტდება და ბოლოს საერთოდ ქრება, რაც პლევრის ფურცლებს შორის ექსუდატის დაგროვებას უკავშირდება. ხველა, მშრალი პლევრიტისგან განსხვავებით, შემაწუხებელი არ არის, უფრო იშვიათია და ძირითადად ფილტვის დაავადებით არის გამოწვეული. ქოშინი სასუნთქი ცენტრის რეფლექსური აგზნებითა და ფილტვის სასუნთქი ზედაპირის შემცირებით არის გამოწვეული. ბავშვი იძულებით პოზას იღებს, წევს უმეტესად დაზიანებულ მხარეს, მასიური ექსუდატის შემთხვევაში კი ზურგზე. ყურადღებას იპყრობს ავადმყოფის გარეგნობა:

. გულმკერდის ასიმეტრია - გამოდრეკა დაზიანების მხარს;
. მხარის აწევა;
. შეინიშნება სკოლიოზი დაზიანებულ მხარეზე გამოდრეკით;
. განსაკუთრებით საყურადღებოა დაზიანებული მხრის სუნთქვაში ჩამორჩენა.
. პათოლოგიური პროცესის მხარეს კანი კრიალაა, დაჭიმული, შეშუპებული (ლიმფის მიმოქცევის შეფერხების გამო); ნეკნთაშუა არეები - გაფართოებული, გადასწორებული, ზოგჯერ გამოდრეკილი. რიგ შემთხვევაში შეინიშნება გულის საძგერის ცდომა საღ მხარეს.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ახალშობილების სუნთქვას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული ხმები.
ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე.
როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლებს ზოგჯერ უჭირთ იმის განსაზღვრა,
ახალშობილობის პერიოდში აღინიშნება გამოხატული მიდრეკილება აციდოზისადმი, რაც ჩვილებში ბიოენერგეტიკული პროცესების მაღალი ინტენსივობით,
დიფტერია მწვავე ინფექციური დაავადებაა და ხშირად სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად