ბავშვებში დიარეის გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვებში დიარეის გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

რა არის ბავშვებში დიარეის გამომწვევი მიზეზები?

- ტერმინით დიარეა აღწერენ ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას, რასაც შეიძლება თან ახლდეს მუცლის ტკივილი და გამოყოფილი განავლოვანი მასის გაზრდილი მოცულობა. არსებობს მწვავე და ქრონიკული დიარეა.

მწვავე დიარეა, როგორც წესი, რამდენიმე დღე გრძელდება და გამოწვეულია ბაქტერიული, ვირუსული ან პარაზიტული ინფექციით. ამას გარდა, მწვავე დიარეა შეიძლება გამოიწვიოს:

მაგნიუმის შემცველი ანტაციდური პრეპარატების მიღებამ;

  • ანტიბიოტიკების მიღებამ;

  • ჰიპოტენზიურმა საშუალებებმა;

  • ციტომეგალოვირუსულმა ინფექციამ;

  • ნაწლავის ჩხირით გამოწვეულმა ინფექციამ;

  • ზოგიერთმა საკვებმა პროდუქტმა;

  • ფრუქტოზის ან ლაქტოზის აუტანლობამ;

  • ლამბლიოზმა, სალმონელოზმა, როტავირუსულმა ან სტაფილოკოკურმა ინფექციამ;

  • კვებითმა მოწამვლამ და სხვა.

ქრონიკული დიარეა უფრო გახანგრძლივებულია, შეიძლება გაგრძელდეს 2-3 კვირა და მეტი. ის შეიძლება იყოს იერსინიოზის, ნაწლავის ჩხირის, მუკოვისციდოზის, ნაწლავთა ანთებითი დაავადებების, იმუნოდეფიციტის, ენდოკრინული დარღვევების ნიშანი.

- როგორია პროფილაქტიკა?

- პროფილაქტიკა უმთავრესად გულისხმობს:

  • პირადი ჰიგიენის გულდასმით დაცვას;

  • ინფექციური დაავადების მქონე პირთან კონტაქტის დროებით შეწყვეტას;

  • ხილისა და ბოსტნეულის ხარისხიან გარეცხვას;

  • მხოლოდ თერმულად დამუშავებული საკვების მიღებას;

  • უცხო ქვეყანაში ყოფნისას აუდუღარი წყლის, ასევე ნახევრად უმი თევზის ან ხორცის პროდუქტის მიღებისგან თავის შეკავებას;

  • ოჯახში რამდენიმე ბავშვის არსებობის შემთხვევაში, პერსონალური ჭურჭლით სარგებლობას.

- როგორ ვუმკურნალოთ დიარეას?

- ზოგადი რეკომენდაციით, აუცილებელია დიეტოთერაპია, ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვისგან თავის შეკავება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება, ხოლო მძიმე პაციენტებისთვის - ინტრავენური ინფუზიები, ტკივილგამაყუჩებლები, ნაწლავის მოტორიკის მარეგულირებელი პრეპარატები, სორბენტები და სხვა.

საზოგადოდ კი, გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა დიარეა საკმაოდ სერიოზული დაავადების სიმპტომი აღმოჩნდეს, ამიტომ ექიმთან ვიზიტის დაყოვნება დაუშვებელია.

წაიკითხეთ სრულად