ვუნდერკინდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვუნდერკინდები

ნიჭს აღმოჩენა და სწორად მართვა სჭირდება. გვესაუბრება ფსიქოლოგი მარიამ ჩიქავა.

- ვინ არიან ვუნდერკინდები?

- სიტყვა “ვუნდერკინდი” გერმანულად “არაჩვეულებრივ ბავშვს” ნიშნავს. ვუნდერკინდები ინტელექტუალური განვითარებით საგრძნობლად აჭარბებენ თავიანთ ასაკს.

ასეთი ბავშვები პატარაობიდანვე გამოირჩევიან თანატოლებისგან მათემატიკური თუ მუსიკალური ნიჭით, ენციკლოპედიური ცოდნით; მათ შეუძლიათ, ჩააბარონ ინსტიტუტში, დაამთავრონ იგი, დაიცვან ხარისხი მაშინ, როცა მათი თანატოლები ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ. მუსიკაში გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ბავშვები წერენ ოპერებს, ჭადრაკში გამორჩეულნი ხდებიან ჩემპიონები უფროს ასაკობრივ კატეგორიებში.

- როგორ ხდება განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვების შეფასება?

- XX საუკუნეში ასეთი ბავშვების შესაძლებლობათა კლასიფიცირება ინტელექტუალური კოეფიციენტის სპეციალური ტესტების მეშვეობით ხდებოდა. ამჟამად მიდგომა შეიცვალა. სტანდარტული საგანმანათლებლო სისტემა ასეთ ბავშვებს რეალიზების საშუალებას არ აძლევს, ამიტომ ამერიკასა და ევროპის მრავალ ქვეყანაში სპეციალური საგანმანთლებლო პროგრამები შეიმუშავეს. ინტელექტუალური კოეფიციენტის ტესტების მიხედვით ნიჭიერების დონე ასე განისაზღვრება:

  • მკაფიოდ გამოხატული “ნიჭიერება” - კოეფიციენტია 115 და მეტი; ბავშვი გამორჩეულია 6 თანატოლს შორის. ასეთია ბავშვების 17%.
  • ზომიერად “ნიჭიერი” - კოეფიციანტია 130 და მეტი; ასეთია 50 ბავშვიდან 1 ან 2%.
  • მაღალი ნიჭიერება - კოეფიციენტია 145 და მეტი; ასეთია 1000 ბავშვიდან 1 ანუ 0,1%.
  • გამორჩეულად ნიჭიერი - კოეფიციენტია 160 და მეტი; ასეთია 30 ათასი ბავშვიდან 1 ანუ 0,003%.
  • უჩვეულოდ ნიჭიერი - კოეფიციენტია 175 და მეტი; ასეთია 3 მილიონიდან 1 ანუ 0,0003%.

- როგორ აიხსნება ასეთი ნიჭიერება?

- ფსიქოლოგიაში დღემდე არ არსებობს საერთო აზრი ფენომენის შესახებ. მეტ-ნაკლებად იზიარებენ ორ ძირითად თეორიას:

1. ყოველი ადამიანი თავისთავად ნიჭიერია, ამიტომ ნიჭიერი ბავშვების გამოვლენა არალოგიკურია.

ზრდის კვალდაკვალ ისინი ჩვეულებრივები ხდებიან. ეს იმით აიხსნება, რომ თანატოლებთან ურთიერთობისთვის მათ ჩვეულებრივ თემებზე უხდებათ საუბარი და ვერ ვითარდებიან.

2. ნიჭიერება ზებუნებრივი რამაა, რომლითაც მხოლოდ რჩეულები არიან დაჯილდოებულნი, მისი შემდგომი განვითარება კი აუცილებელია და ამაზეა დამოკიდბული კაცობრიობის წინსვლა.

აუცილებელია ნიჭიერი ბავშვების გამოვლენა და შემდგომი განვითარება, ამ მიზნით ეფექტური მეთოდებისა და პროგრამების დანერგვა.

- რა ბედი ეწევათ ვუნდერკინდებს, როცა გაიზრდებიან?

- ყველა ვუნდერკინდი როდი იზრდება გენიოსად. ყოველ ადამიანს დაბადებიდანვე აქვს ორი ძირითადი მოთხოვნილება: შემეცნებისა და ურთიერთობის. ვუნდერკინდებთან შემეცნების მოთხოვნილება ჭარბობს. ასეთ ბავშვებს უჭირთ სხვებთან ურთიერთობა, არ იციან, რაზე ესაუბრონ მათ, ამიტომ, ჯანმოს კლასიფიკაციით, ისინი შედიან ქცევითი რისკის მქონე ბავშვების ჯგუფში. სკოლაში შესაძლოა არც კი გამოირჩეოდნენ დანარჩენებისგან. მათთვის მოსაწყენია სკოლის პროგრამები, მასწავლებლებიც ხშირად ვერ ხვდებიან, როგორი ნიჭიერების ბავშვთან აქვთ საქმე, არ იციან, როგორ განავითარონ, როგორ მისცენ მათ სწორი გეზი, ამიტომ, სამწუხაროდ, ასეთი ბავშვები ჩრდილში რჩებიან, მათი გონებრივი შესაძლებლობების სწორად მართვა ვერ ხერხდება.