როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საწოვარას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საწოვარას

თვენახევრამდე და წლინახევრის შემდეგ საწოვარას წოვა არ არის რეკომენდებული: მეტისმეტად მცირე ასაკში ეს ხელს უშლის ძუძუს წოვის ჩვევის ჩამოყალიბებას, ხოლო კბილების ამოჭრის შემდეგ სწორი თანკბილვის განვითარებას აფერხებს.

ნებისმიერი დედა დაგვემოწმება, რომ პატარები ძალიან ძნელად ემშვიდობებიან საწოვარას. სტატისტიკის თანახმად, ბავშვების 90% მატყუარას ერთი წლის შემდეგაც წოვს. დიდები სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, რათა პატარა დროულად და უმტკივნეულოდ გადააჩვიონ მატყუარას. ზოგიერთ პატარაზე საწოვარას მეზობლის ლეკვისთვის "ჩუქება" ჭრის, ზოგი, როცა დაინახავს, რომ საწოვარა გახეულია, იჯერებს, რომ ის "გაცვდა" (რა თქმა უნდა, ამას წინასწარ მალულად აწყობს დედა). შეგვიძლია, ბავშვს შევთავაზოთ, ძველი საწოვარა ახალ სათამაშოზე გაცვალოს - ცდუნება მართლაც დიდია! თუ არც ერთმა ხერხმა არ გაჭრა, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:

• საწოვარა ბავშვს მხოლოდ მაშინ მიეცით, როცა არ შია, მაგრამ მოუსვენარია და ყველაფერს პირში იდებს.

• ეცადეთ, ძილის წინ საწოვარა მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცეთ პატარას, როცა მის გარეშე ვერ იძინებს. ბავშვი, რომელიც საწოვარათი ჩაძინებას ეჩვევა, ძნელად ამბობს უარს ამ ჩვევაზე.

შეეცადეთ, პატარა 5-7 თვის ასაკიდან გადააჩვიოთ საწოვარას. ამ პერიოდისთვის წოვის რეფლექსი სუსტდება და ზოგი ბავშვი ვერც კი ამჩნევს, რომ საწოვარა სადღაც გაქრა.

გაიგეთ აგრეთვე როგორ შევარჩიოთ "საწოვარა"