/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ვის სჭირდება წესრიგი

ვის სჭირდება წესრიგი
ხშირად თამაშის დროს ზღაპრულ სამყაროს ვქმნით, დღის ბოლოს კი პატარა ბავშვს ვაიძულებთ, ეს ყველაფერი აალაგოს და შეინახოს.

რატომ ვიქცევით ასე? დედა შვილებს სთხოვს, სათამაშოები თავის ადგილზე დაალაგონ. “რატომ?” - კითხულობენ გიო და ლაშა. “იატაკია მოსაწმენდი, თანაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო არეული სახლის ყურება”, - ისმის დედის პასუხი.

ბავშვებს არგუმენტი აღარ აქვთ და დედის თხოვნის შესასრულებლად მიდიან. ცოტა ხნის შემდეგ დედა ოთახში შედის და ხედავს, რომ იატაკზე ისევ სათამაშოებია მიმობნეული, ხოლო ბიჭები იქვე სხედან და წყნარად აწყობენ პაზლს. დედა არაფერს იმჩნევს. გადის ნახევარი საათი და ლაშა დედასთან მიდის სამზარეულოში. “მე ვერ ავალაგებ სათამაშოებს”, - წყნარად ამბობს ბიჭი. დედა მოთმინებას არ კარგავს, შედის ოთახში და კიდევ ერთხელ მოათვალიერებს იქ გამეფებულ უწესრიგობას. ბავშვი უაზროდ უცქერის ოთახს და მისი გამომეტყველებიდან აშკარაა, რომ არ იცის, რა უნდა უყოს მიმოფანტულ ნივთებს. მერე დაბნეული შეჰყურებს დედას და გულწრფელად ეკითხება: “საერთოდ, რა საჭიროა წესრიგი, რატომ უნდა დავალაგოთ?”

დედების უმრავლესობა ამ დროს ალბათ მოთმინებას კარგავს და უხეშად უხსნის შვილს, რა საჭიროა სახლის დალაგება, რატომ უნდა ჰქონდეს ყველაფერს თავისი ადგილი. იდეალურ შემთხვევაში კი დედა არაფერს ამბობს და თუ შვილის კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა, ფიქრს იწყებს.

  • თუ გულწრფელნი ვიქნებით, სათამაშოების უმეტესობა არა ბავშვებისთვის, არამედ მათი მშობლებისა და ახლობლებისთვისაა. თამაშიც მათი მოგონილია. ერთი შეხედვით, უცნაურია, არა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვეცდებით ავხსნათ, რატომ გვგონია ასე - სწორედ მშობლები თამაშობენ მანქანებით, თოჯინებით, კონსტრუქტორებით. უფროსების თამაშია “დედაშვილობანა”, პატარების მაღაზიაში წაყვანა, კატალოგის თვალიერება, სათამაშოს არჩევა. სინამდვილეში ჩვენ ვაგულიანებთ პატარებს, ამა თუ იმ სათამაშოთი ითამაშონ. ბავშვებს კი ეს ყველაფერი სულაც არ სჭირდებათ.

  • ბავშვები დიდი სიამოვნებით ითამაშებენ ქვებით, ჯოხებით, ქვაბების თავსახურით, ნაჭრებით, ღილებით, ყუთებით და ჩვენი, უფროსების, ყოველდღიური ნივთებით. მათ სწორედ რეალური ცხოვრება იზიდავს. სათამაშოების შეძენა კი უფროსების ინიციატივაა, რომელსაც თანდათან პატარებიც აჰყვებიან.

ჩვენ ვეკითხებით ბავშვებს, რას ისურვებდნენ საჩუქრად და მათაც, ჩვენ მიერ წაქეზებულებს, უჩნდებათ სურვილი, ესა თუ ის სათამაშო ჰქონდეთ. ასე ემატება წლიდან წლამდე ბავშვის ოთახს თოჯინები, მანქანები, რობოტები, ჯარისკაცები... ყოველ დაბადების დღეზე ოთახი ახალი სათამაშოებით ივსება. დღესასწაული მთავრდება, გრძელდება ყოველდღიური ცხოვრება და პატარები დაბნეული შეჰყურებენ სათამაშოებს. რა უყონ მათ?

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმდბიᲗ.მყავს 18 Თვის ბავᲨვი.მყარად ისევ ვერ დგება და ვერ დადის Თავად დაყრდნობის გარეᲨე Თუმცა რიცა რამეს ეხება დადის მაგრამ უმეტესად ხოხავს Თან სწრაფად.ამის გამი მუხლები დაუწიᲗლდა და დაულურჯდა..რა წავუსვაᲗ რომელი კრემი? დაბეᲟილიბამ რომ გაუაროს?</p>

რა და ოთახში მიმოფანტონ! უცებ შემოდის დედა და ამბობს უაზრო სიტყვას: “დაალაგეთ!” რა თქმა უნდა, ბავშვები სათამაშოებით თამაშობენ, სასახლეებს აშენებენ, მანქანებს დააქროლებენ. ამ დროს ისინი თავისებურ წესრიგს ქმნიან, რასაც ჩვენ არეულობას ვეძახით, ამიტომ ჩვენი მოთხოვნა, ოთახი დაალაგონ, პატარებისთვის მათ მიერ შექმნილი სამყაროს ნგრევას ნიშნავს. მოდი, ვცადოთ, გავუგოთ პატარებს. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი, როცა რაღაცას კერავთ, ამზადებთ, აკეთებთ. თქვენ სიამოვნებას გგვრით მუშაობის პროცესიც და შედეგიც. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მოვიდა ვიღაც და გიცხადებთ: “აბა, გეყოფა, დაშალე დალამბული პერანგი, დაახვიე ძაფები, ჩააბრუნე პარკში, ხვალ ხელახლა გააკეთებ!” იოლი წარმოსადგენია, რა გრძნობა დაგეუფლებათ. პატარა ბავშვებს კი ასეთი ტექსტი ყოველდღე ესმით. გასაოცარია, როგორ ითმენენ!

კუბებისგან აგებული კოშკი, დივანის ბალიშებისგან აშენებული ქოხი, რკინიგზის ლიანდაგები ბავშვის ხელით შექმნილი საოცრებაა, მისი ფანტაზიის ნაყოფი. ჩვენ მიერ ნათქვამი “დაალაგე” კი ამ ყველაფრის გაუფასურება და დამცირებაა. მაშ, როგორ მოვიქცეთ?

ასევე დაგაინტერესებთ
წესრიგის გაკვეთილები

გასაგებია, რომ ოჯახში წესრიგი აუცილებელია და არ შეიძლება, ყველგან სათამაშოები იყოს მიმოფანტული. ბოლოს და ბოლოს, თავისუფალი სივრცე ბავშვს მოზრდილზე არანაკლებ სჭირდება. ამიტომ ჯობს, ამ საკითხის გადაწყვეტისას სიტუაციას რეალისტურად შევხედოთ. ყველაფერი, რაც საბოლოო ჯამში უწესრიგობის მიზეზია, ჩვენია. ჩვენია სათამაშოებიც, ბავშვის ტანსაცმელიც. ეს ყველაფერი ჩვენ ვიყიდეთ, ამიტომ წესრიგიც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ. რატომ? იმიტომ, რომ როცა ბავშვი ნამდვილი ნივთებით თამაშობს - ფოთლებისგან გვირგვინს წნავს, ბალახებისა და ქვიშისგან “სადილს” აკეთებს, თოვლის კაცს დგამს ან ქვიშის კოშკს აგებს, სულაც არ ექმნება დალაგების პრობლემა. ჩვენ კი შევეცადეთ, ბავშვისადმი ჩვენი სიყვარული სათამაშოების სიმრავლით გამოგვეხატა, ყუარდღების დეფიციტი ნაირ-ნაირი ტანსაცმლით შეგვევსო. შესაბამისად, ამ ყველაფრის დალაგებაც ჩვენ მოგვიწევს. თუმცა ამის გამო ნერვიულობა ალბათ არ ღირს - დალაგების პროცესში ხომ შეიძლება, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ცხოვრებასა და ჩვენს ფასეულობებზე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ვის სჭირდება წესრიგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები