დაუმორჩილებელი ფრჩხილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაუმორჩილებელი ფრჩხილი

ნუ ჩააცმევთ ბავშვს დაპატარავებულ ფეხსაცმელს. ბავშვებს ძალიან სწრაფად ეზრდებათ ფეხი. ხშირად გაზაფხულზე შეძენილი ფეხსაცმელი შემოდგომაზე უკვე პატარაა, მშობელი კი მაინც აცმევს და იწყება წვალება - ბავშვი უარს ამბობს ბაღში წასვლაზე, გამუდმებით ჭირვეულობს, მშობელი კი მიზეზს ვერ ხვდება. 5-6 წლის ასაკში ბავშვებს ეწყებათ პირველი აჭიმვის ფიზიოლოგიური პერიოდი და ფეხი სწრაფად ეზრდებათ. არ გამოგეპაროთ ის მომენტი, როცა უფრო დიდი ზომის ფეხსაცმელზე გადასვლა გახდება საჭირო. როცა ბავშვს ფეხსაცმელი უჭერს, უპირველესად ცერა თითის ფრჩხილი ზიანდება. თანაც ბავშვის ფრჩხილი უფრო თხელია, ვიდრე ზრდასრულისა, ამიტომ ზეწოლის შედეგად უფრო იოლად დეფორმირდება.

სწორად დააჭერით ფრჩხილები

ფრჩხილის ჩაზრდას შესაძლოა სხვა მიზეზიც ჰქონდეს. მაგალითად, ფრჩხილის დეფორმაცია ვიტამინების, კალციუმის, რკინისა და სხვა მინერალური ნივთიერებების ნაკლებობის გამო, ანდა არასწორი დაჭრა - ზოგი ფრჩხილებს იშვიათად აჭრის, ისინიც მეტისმეტად იზრდება და თავისით ტყდება, ანდა კი არ მოამრგვალებს, არამედ წვეტიან კიდეებს უტოვებს. ასეთ დროს მოხერხებული ფეხსაცმელიც სახიფათოა - თუ პატარა წაბორძიკდა ან წაიქცა, ფეხის წვერის ფეხსაცმლის ცხვირთან შეხებისას ფრჩხილის წაწვეტებული კიდეები კანს დაუზიანებს. ფრჩხილების დასაჭრელად უნდა გქონდეთ პირმომრგვალებული პატარა, თხელი მაკრატელი. დაჭრისას ბავშვი მშვიდად უნდა იჯდეს, რათა უნებლიეთ არაფერი დაუშავოთ. მარცხენა ხელით დაუკავეთ კიდური, შუა თითი მსუბუქად დააჭირეთ თითის ბალიშზე, რომ მოსაჭრელი ფრჩხილის კიდე უკეთ გამოუჩნდეს. უმჯობესია, ფრჩხილები დააჭრათ ბანაობის შემდეგ, როდესაც კარგადაა დარბილებული. მეტისმეტად ძირში ნუ დააჭრით, თორემ გამორიცხული არ არის, კანი დაუზიანოთ. თუ მიკროტრავმას ვერ გადაურჩით და პატარას სისხლიც წამოუვიდა, დაადეთ ჭრილობაზე ფურაცილინის ხსნარში დასველებული ბამბა და 1-2 წუთით დააჭირეთ თითი. სისხლდენა სწრაფად შეჩერდება.

თანდაყოლილი დეფექტი

ზოგჯერ ფრჩხილის ჩაზრდის მიზეზი ფირფიტის თანდაყოლი დეფექტია. როგორ განვასხვაოთ, თანდაყოლილია თუ შეძენილი ფრჩხილის დეფექტი? თანდაყოლილი დეფექტის დროს ფრჩხილი ორივე მხრიდან ჩაიზრდება, შეძენილის შემთხვევაში კი მხოლოდ ზეწოლის მხარეს. შეძენილი დეფექტის შემთხვევაში მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ფრჩხილის ჩაზრდა აღარ გამეორდება. თანდაყოლილის დროს კი საჭიროა ოპერაციული ჩარევა ნაკლის გამოსასწორებლად.

პირველი დახმარება

თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვის ფრჩხილის კიდე ეხება შეწითლებულ კანს, შეგიძლიათ გაუკეთოთ გვირილის ნაყენის 15-20-წუთიანი თბილი აბაზანა. შემდეგ გაწითლებული ადგილები იოდით დაამუშავეთ და მაკრატლით ფრთხილად მოაჭერით კიდეები. ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდით პროცესს. თუ სიწითლე არ გაქრა, დაამუშავეთ ბრილიანტის მწვანით.

რეალობასთან შეჯახება

ყველა დედამ იცის, რომ ბავშვს კარგი, ხარისხიანი და ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა ჩააცვას, მაგრამ რეალობა თავის წესებს გვკარნახობს. ბევრი ბავშვი უფროსი და-ძმის გამონაცვალი ფეხსაცმელებით იზრდება. ოჯახის ბიუჯეტი ვერ სწვდება მისი გარდერობის განახლებას. ხშირად მეგობრების შვილების გამონაცვალი ფეხსაცმელიც წამოგვეშველება... უხარისხო ფეხსაცმელი მხოლოდ ფრჩხილის ჩაზრდას კი არა, ფეხის ოფლიანობას და ტერფის სოკოსაც იწვევს. დიახ, სოკო მხოლოდ მოზრდილთა ხვედრი როდია... თუ ბავშვს ფეხები უოფლიანდება, შინ მოსვლისთანავე გამოუცვალეთ წინდები, ჩააცვით მშრალი ფეხსაცმელი, ძილის წინ კი აუცილებლად გაუკეთეთ ფეხის აბაზანა. მიაჩვიეთ კონტრასტული წყლის აბაზანებს. თუ შეამჩნიეთ, რომ ფეხის ფრჩხილებმა ფერი ან ფორმა იცვალა, გამუქდა, გაუხეშდა და გასქელდა, დროულად მიუყვანეთ ბავშვი დერმატოლოგს.