პატარასაც აქვს გემოვნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარასაც აქვს გემოვნება

არჩევანის საფუძველი

უპირველეს ყოვლისა, გაარკვიეთ, რა მასალისგან არის დამზადებული ფეხსაცმელი. ეს შეიძლება იყოს ნატურალური ან ხელოვნური ტყავი, ნატურალური ან ხელოვნური (სინთეტიკური) ქსოვილი. ყველა მასალამ თავისი ფიზიკური თუ ქიმიური თვისებებით უნდა დააკმაყოფილოს სპეციალისტების მიერ წაყენებული მოთხოვნები, გაუძლოს გარკვეულ დატვირთვას, ცვეთას, არ დასკდეს და არ გახუნდეს, არ ატარებდეს წყალს. ყველაზე ჯანმრთელი და გამძლეა, რა თქმა უნდა, ნატურალური ტყავი (გალაქული, ნუბუკი, ნატი), ის წელვადია, პლასტიკური, უზრუნველყოფს ჰაერის მიკროცირკულაციას და აქრობს ნესტს. მას იყენებენ სხვა მასალებთან კომბინაციაშიც, განსაკუთრებით - ისეთი ფეხსაცმლის დასამზადებლად, რომლის დიზაინში არის სპორტული ელემენტები. სინთეტიკური მასალა, რომლისგანაც მზადდება უმთავრესად სპორტული ფეხსაცმელი, არც ისე კარგია ბავშვისთვის: ცუდად ატარებს ჰაერს, აჩენს არასასიამოვნო სუნს, სოკოს. გარდა ამისა, ის საკმაოდ უხეშია და ცუდად იღებს ტერფის ფორმას, რაც ამ ასაკში განსაკუთრებით არასასურველია - ბავშვს ხომ ახლაღა უყალიბდება ტერფი. ყოველდღიური ხმარებისთვის ასეთი ფეხსაცმლის შეძენას არ გირჩევთ, მხოლოდ ვარჯიშის დროს ჩააცვით, ყოველი ხმარების შემდეგ გაწმინდეთ სველი ჩვრით და კარგად გააშრეთ.

ფეხის ფორმა

მაღაზიებში ხშირად შეხვდებით ფეხსაცმელს, რომლის ლანჩასაც ტერფის ფორმა აქვს. ასეთი ლანჩა პოლიმერებისგან მზადდება. ეს სინთეტიკური მასალაა - გამძლე, მტკიცე და ნაკლებად ცვეთადი. ლანჩები ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგი უფრო ხისტია, ზოგიც - დრეკადი. ყიდვისას ყურადღებით შეამოწმეთ, მოღუნვისას ხელში იოლად მოგყვებათ თუ არა.

არაბავშვური ფასი

წესით, საბავშვო ფეხსაცმელი გაცილებით იაფი უნდა იყოს, ვიდრე დიდისა, მაგრამ ასე არ არის. რატომ? საქმე ის არის, რომ სხვადასხვა ზომის ფეხსაცმლის დამზადებისას იცვლება მხოლოდ მასალის რაოდენობა. შრომითი დანახარჯი - მექანიკური, ენერგეტიკული თუ ადამიანური - ერთნაირია. ამასთან, ბავშვის საზამთრო ფეხსაცმლის დამზადება ურიცხვი დეტალის გამო ხშირად გაცილებით რთულია, ამიტომ ხარისხიანი საბავშვო ფეხსაცმელი ფასით ოდნავ თუ განსხვავდება მოზრდილი ადამიანის ფეხსაცმლისგან. მეტიც - თუ ნაწარმი მეტისმეტად იაფია, ესე იგი ის საეჭვო ხარისხისაა. კარგ საზამთრო თუ საზაფხულო ფეხსაცმელს ჩასაფენსა და ლანჩას შორის ყოველთვის უნდა ჰქონდეს სპეციალური ჩასაგები, რომელსაც განსაკუთრებული, შრეობრივი სტრუქტურა აქვს, ახდენს ნაბიჯის ამორტიზაციას და იცავს ბავშვის ნაზ ტერფებს.

იდეალური ვარიანტი

ბავშვის საზაფხულო ღია ფეხსაცმლის (სანდლებს რომ ვეძახით) ლანჩა უნდა იყოს საკმაოდ გამძლე და იმავდროულად არცთუ ხისტი, რათა სწორად დაიკავოს ფეხი, მაგრამ პატარა მოუსვენარს მოძრაობაში ხელი არ შეუშალოს. საქუსარი ფეხსაცმელს მაგარი უნდა ჰქონდეს, ნაპირთან დაყოლებული რბილი ზოლით, რომ პატარას სათუთი კანი არ გადაუყვლიფოს. ბავშვისთვის ყველაზე მოხერხებულია მწებარეშესაკრავიანი ფეხსაცმელი - პატარა მას ადვილად გაიხსნის და შეიკრავს და მეტი ხალისით ისწავლის ფეხსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმას.