როგორ მოვერიოთ ხვრინვას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვერიოთ ხვრინვას

რა ხდება აპნოეს დროს

ბავშვი ხვრინავს და უცბად მკვეთრად წყვეტს სუნთქვას. ეს შეიძლება რამდენიმე წამიდან 2-3 წუთამდე გაგრძელდეს. მოზრდილ ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა ამდენი ხნით სუნთქვის შეკავება, თუნდაც ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ. ამ დროს ორგანიზმი, განსაკუთრებით კი ტვინი, ვერ იღებს სრულფასოვანი ფუნქციობისთვის საკმარისი რაოდენობის ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს. გულის შეკუმშვათა სიხშირე მცირდება და წარმოიშობა მკვეთრი ბრადიკარდია - პულსაციის შენელება, რომლის შედეგად ყველა ორგანო განიცდის ჟანგბადის დეფიციტს, შიმშილს. ჟანგბადით გაღარიბებული ტვინი ორგანიზმს გამოფხიზლებას "უბრძანებს"; პატარა იღვიძებს და ღრმად ჩაისუნთქავს (ჩასუნთქვა ხშირად ხმაურიანია, ხმამაღალი), რათა ჟანგბადის უკმარისობა აინაზღაუროს, მერე კი ჩვეულებრივ განაგრძობს სუნთქვას. სავსებით შესაძლებელია, ღამის განმავლობაში აპნოე - სუნთქვის შეჩერება - 400-ჯერაც კი გამეორდეს. ამის გამო ბავშვი მუდამ გამოუძინებელია, ჭირვეულობს, ხშირად ავადმყოფობს, უქვეითდება მეხსიერება, ცუდად სწავლობს, აწუხებს კოშმარები... თუ აპნოეს დროს სუნთქვის აღდგენა ვერ მოხერხდა, ვითარდება უეცარი სიკვდილის სინდრომი - პატარებს ისე ღრმად სძინავთ, რომ შესაძლოა, ჟანგბადით გაღარიბებულმა ტვინმა "ვეღარ გაიღვიძოს". ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად საკმარისია, პატარა გამოვაფხიზლოთ. არსებობს ფაქტორებიც, რომლებიც ხელს უწყობს უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარებას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის პასიური მწეველობა - როცა ოჯახის წევრები ეწევიან, პატარა უნებლიეთ ჩაისუნთქავს თამბაქოს კვამლს, რომელიც ცხვირისა და ხორხის რეცეპტორებს აღიზიანებს; რეფლექსურად ვითარდება სპაზმი - სასუნთქი გზების შევიწროება. ეს ერთგვარი თავდაცვითი რეფლექსია, რათა დაბინძურებული ჰაერი ორგანიზმში არ მოხვდეს. სპაზმი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცივმა ჰაერმა, მტვერმა, სუნამოს სუნმა. ამიტომ ბავშვის ოთახში მკვეთრი გამღიზიანებლები არ უნდა იყოს. მეორე: არ დატოვოთ მძინარე პატარა დიდი ხნით უმეთვალყურეოდ, განსაკუთრებით - თუ პირქვე წევს. მესამე ფაქტორი: უეცარი სიკვდილის სინდრომით გარდაცვლილი პატარების 40-70%-მა გარდაცვალებამდე სასუნთქი გზების ინფექცია გადაიტანა.

ვარჯიში ცხვირისთვის

ხვრინვისა და აპნოეს მკურნალობა ბავშვებში შესაძლებელია, თუმცა რთული. წესისამებრ, საჭიროა ინივიდუალური მიდგომა, მაგრამ ერთი რამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს: ძილის მოსაწესრიგებლად ბავშვისთვის საძილე საშუალებების მიცემა სახიფათოა. საჭიროა იმუნიტეტის მოძლიერება, რათა ბავშვი ხშირად აღარ ცივდებოდეს, ადენოიდების ამოკვეთა. გარდა ამისა, გირჩევთ:

  • ბავშვს თავქვეშ ამოუდეთ პატარა ბალიში, რათა თავი წამოწეული ჰქონდეს.
  • ხშირად ანიავეთ მისი საძინებელი ოთახი.
  • ავარჯიშებინეთ ნესტოები, რათა ცხვირში ჰაერმა უკეთ გაიაროს. ასუნთქეთ ჯერ მარჯვენა ნესტოთი და მარცხენა თითით დაუხშეთ, მერე კი პირიქით.
  • ძილის წინ მოარიდეთ ბავშვი აღმგზნებ, აქტიურ თამაშებს, ხმაურიან გარემოს, გამორთეთ ან დაუწიეთ ხმა ტელევიზორს.
  • წაუკითხეთ ან მოუყევით ძილის წინ ზღაპარს, უმღერეთ, რათა სასიამოვნო განწყობით და ღიმილით ჩაეძინოს.
  • ბავშვს უნდა ეძინოს მისთვის განკუთვნილ საწოლში, რომელიც გამათბობლისგან მოშორებით უნდა იდგეს; ლეიბს უნდა ჰქონდეს სწორი ზედაპირი, იყოს ნატურალური მასალისა.
  • ნუ ჩააცმევთ ბავშვს მეტისმეტად თბილად და ნუ დაახურავთ სქელ საბანს, რათა არ გაოფლიანდეს, არ ჩახურდეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ საბანი თავზე არ გადაიფაროს.
  • ძილის წინ გაუსუფთავეთ ცხვირის ნესტოები, სასუნთქი გზები, განსაკუთრებით - თუ გაციებულია. ამ შემთხვევაში გამოგადგებათ ფიზიოლოგიური ხსნარი - ნესტოები გამოუმშრალეთ და ჩააწვეთეთ.