როგორ აზიანებს ძილის აპნოე ჯანმრთელობას
მას ასევე შეუძლია გაზარდოს გულის დაავადებების, განწყობის დარღვევების რისკი.
ძილის ობსტრუქციული აპნოე არის ძილის დარღვევა, რომლის დროსაც ხახის უკანა კუნთები ძილის დროს ვერ ახერხებენ სასუნთქი გზების გახსნას, რაც იწვევს სუნთქვის განმეორებით შეჩერებას, რომელიც გრძელდება მინიმუმ 10 წამი. ძილის შეწყვეტის განმეორებითი ეპიზოდები ზღუდავენ მშვიდი და ხარისხიანი ძილის უნარს.
გულის, ფილტვის და სისხლის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, ძილის აპნოე დაკავშირებულია ჯანმრთელობის უამრავ პრობლემასთან, მათ შორის მაღალი არტერიული წნევის, გულის შეტევის, ინსულტის, სიმსუქნის, დიაბეტის და გლაუკომის გაზრდილ რისკებთან.
რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე ძილის აპნოე:
ძილის აპნოემ შეიძლება ზიანი მიაყენოს გულის ჯანმრთელობას
ძილის აპნოე დაკავშირებულია გულის დაავადებებთან, როგორიცაა არარეგულარული გულისცემა, გულის უკმარისობა. თუ გაქვთ ძილის აპნოე, ძილის დროს წყვეტთ სუნთქვას, რაც იწვევს გულისცემის დაქვეითებას. ძილის ფონდის თანახმად, როდესაც სხეული გაღვიძებთ, რომ კვლავ ამოისუნთქოთ, გულისცემა ჩქარდება და მატულობს არტერიულ წნევას.
ამცირებს ჟანგბადის დონეს სისხლში, ზღუდავს მის მიწოდებას ორგანოებამდე
გულს, ისევე როგორც სხვა ორგანოებს, სჭირდება ჟანგბადი სწორად ფუნქციონირებისთვის. შემცირებული ჟანგბადი ასევე ზრდის სისხლში ანთების გამომწვევი ქიმიური ნივთიერებების დონეს, რამაც შეიძლება დააზიანოს გული და სისხლძარღვები.
ძილის აპნოემ შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება
ძილის ფონდის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ყველას, ვისაც ჭარბი წონა აქვს, არ აქვს ძილის აპნოე, სიმსუქნის ადამიანებს უფრო ხშირად დაუსვამენ ამ აშლილობის დიაგნოზს. და თუ თქვენ გაქვთ ძილის აპნოე, თქვენ ასევე ხართ წონის მომატების რისკის ქვეშ. როდესაც წონაში იმატებთ, ცხიმი შეიძლება დაგროვდეს კისრის მიდამოში და ხელი შეუშალოს თქვენს სუნთქვას, რამაც გამოიწვიოს ძილის აპნოე.
გარდა ამისა, როდესაც არ გძინავთ საკმარისად, თქვენი სხეული არ გამოიმუშავებს საკმარისად მადის მარეგულირებელ ჰორმონს ლეპტინს, რომელიც ხელს უწყობს შიმშილის გრძნობის შემცირებას. რაც უფრო დაბალია ლეპტინის დონე, მით უფრო რთულია მადის კონტროლი და წონის დაკლება. ძილის აპნოემ ასევე შეიძლება გაზარდოს გადაჭარბებული დღის ძილიანობის რისკი, რამაც შეიძლება შეამციროს ფიზიკური აქტივობის დონე და გამოიწვიოს წონის მატება.
ზრდის მაღალი არტერიული წნევის რისკს
როდესაც სუნთქვას წყვეტთ და ჟანგბადის დონე ეცემა, ტვინი აგზავნის შეტყობინებას ორგანიზმში ადრენალინის გაზრდის შესახებ, რაც იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას. ეს ცვლილებები ხდება გულსა და ტვინში არსებული ჟანგბადის რაოდენობის გაზრდის მიზნით, მაგრამ ეს პროცესი ასევე იწვევს არტერიული წნევის მატებას პერიოდულად. ამ ცვლილებებმა შეიძლება გაზარდოს ჰიპერტენზიის რისკი და მნიშვნელოვანი სტრესი მოახდინოს თქვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. თუ გაქვთ ძილის აპნოე და მაღალი წნევა, მნიშვნელოვანია ესაუბროთ ექიმს. ძილის აპნოეს მკურნალობა ჰიპერტენზიის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ზრდის ტიპის 2 დიაბეტის რისკს
ძილის ფონდის თანახმად, ძილის აპნოე ხელს უშლის სხეულის უნარს დაარეგულიროს გლუკოზის დონე, რაც ზრდის ინსულინრეზისტენტობას და ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს. ძილის აპნოე ზღუდავს ღრმა ძილში გატარებულ დროს,ხოლო ღრმა ძილის ფაზა მნიშვნელოვანია ორგანიზმში გლუკოზის რეგულირებისთვის.
ზრდის მეტაბოლური სინდრომის რისკს.
ძილის აპნოე მოქმედებს ტვინზე
ძილის აპნოე უარყოფითად მოქმედებს კოგნიტურ ფუნქციაზეც. ძილის აპნოე ასოცირდება კოგნიტურ დარღვევებთან, როგორიცაა კონცენტრაციის, ყურადღების დაქვეითება და ცუდი მეხსიერებაც. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ძილის აპნოე ზღუდავს ჟანგბადის მიწოდებას ორგანოებამდე, ძილის აპნოეს მქონე ადამიანებში შესაძლოა აღინიშნებოდეს თავის ტკივილი გაღვიძებისას.
ძილის აპნოე დაკავშირებულია დეპრესიასთან და შფოთვასთან
ძილის ფონდის თანახმად, ძილის ობსტრუქციული აპნოე ასოცირდება დეპრესიასთან. კვლევაში, რომელმაც შეაფასა ძილის აპნოეს მქონე 284 ადამიანი, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 15,5 პროცენტს ჰქონდა მუდმივი, მსუბუქი დეპრესია, ხოლო 6 პროცენტს დიდი დეპრესია. მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ სიმსუქნე, დღისით ძილიანობა, დაბალი ფიზიკური აქტივობა, უძილობა, ცხოვრების დაბალი ხარისხი და ძილის წამლების გამოყენება დაკავშირებულია დეპრესიასთან.
ძილის აპნოეს მკურნალობა შეიძლება დაეხმაროს დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქებას. ამ თემაზე ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების თითქმის 73 პროცენტს, რომლებსაც ძილის აპნოე ჰქონდათ, მკურნალობის სამი თვის შემდეგ ეს რიცხვი 4 პროცენტამდე დაეცა.
ძილის აპნოეს დროს გლაუკომის რისკი მაღალია
ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ძილის აპნოე, უფრო მეტად უვითარდებათ გლაუკომა.
ჯერ კიდევ ბოლომდე დადგენილი არ არის თუ როგორ შეიძლება გამოიწვიოს ძილის აპნოემგლაუკომა, მაგრამ როგორც ძილის აპნოასთან დაკავშირებული სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ გლაუკომ აშეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში ჟანგბადის დაქვეითებული დონისგან.