ბავშვის კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის კვება

  • ძალდატანება. ეს საშიშია არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქიკური თვალსაზრისითაც. ცნობილია, რომ როცა ადამიანი სიამოვნებით და დადებითი ემოციით მიირთმევს, მის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ფერმენტები და წვენები ინტენსიურად გამომუშავდება. ძალითა და ზიზღის გრძნობით ჭამისას კი ტვინი ორგანიზმს "არასასურველი  საკვების" მოცილებას უბრძანებს. ამ დროს მონელებაც ცუდია. იმავე დროს, როცა დედა კოვზს ძალით ატენის ბავშვს პირში,  ბავშვზე დამთრგუნველად მოქმედებს შიში, უმწეობის შეგრძნება, არჩევანის არარსებობა.
  • შანტაჟი. გაიხსენეთ, რა დაპირებები გაისმის, როცა დედას ხელში ფაფით თუ წვნიანით სავსე თეფში უჭირავს. შესაძლოა, ბავშვისთვის ამ მეთოდს უშუალოდ კვების დროს არ მოჰქონდეს ზიანი, მაგრამ პატარა ეჩვევა, რომ რაღაც რაღაცის სანაცვლოდ უნდა აკეთოს. ეს ყოველივე თავს იჩენს შემდგომ, ყველაზე მწვავედ კი გარდატეხის ასაკში.
  • ნორმის დაცვა. დღეს სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ბავშვი ჭამს იმდენს, რამდენიც სჭირდება. მადაც იცვლება ბავშვის განწყობის, ენერგიის ხარჯვის, ამინდისა და მრავალი სხვა ფაქტორის მიხედვით.
  • ბოლომდე ჭამის მოთხოვნა. ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება ჭამოს იმდენი, რამდენიც სურს. სხვათა შორის, საკვების ულუფაც ადამიანის მასის პროპორციული უნდა იყოს. შეუძლებელია, პატარა ბავშვმა ისეთივე თეფშიდან მიირთვას, როგორიდანაც მისი მშობლები შეექცევიან - ასეთი ულუფის ბოლომდე შეჭმა უბრალოდ შეუძლებელია.
  • საკვებით თამაშის აკრძალვა. სამ წლამდე ბავშვს ნება უნდა დავრთოთ, საკვებით ითამაშოს. ეს უბრალოდ აუცილებელია - ასე ეცნობა პატარა სხვადასხვა სუბსტანციას. უფროსებმა კი მშვიდად უნდა უყურონ მაგიდაზე დაღვრილ პიურეს, გადმობრუნებულ თეფშსა და წვნიანში ჩაყოფილ თითებს. ეს სავსებით ნორმალურია. ბავშვი სამყაროს ტაქტილური შეგრძნებების მეშვეობით სწავლობს. ის შეისწავლის საკვებს, ამ დროს გამომუშავდება დადებითი განწყობა მისდამი, ერთვება ტაქტილური რეცეპტორები. საკვების ასეთი "გასინჯვის" სურვილი დროთა განმავლობაში თავისთავად გაქრება. გაივლის დრო და ბავშვი კოვზსაც მოიმარჯვებს, ჩანგალსაც და დანასაც სათანადოდ, მოხდენილად გამოიყენებს. ჯერ კი სულ სხვა რამ არის მთავარი - საკვების თვისებების შესწავლა.
  • დედის დიეტები. თუ დედა არ ეკარება განსაზღვრულ საკვებს, ის შვილსაც გადასცემს უარყოფით დამოკიდებულებას ამ საკვების მიმართ, განწყობას, თითქოს ეს პროდუქტი მავნეა. სწორედ დედის ასეთი დამოკიდებულებაა ბავშვის ჭირვეულობის, უმადობისა და საკვების დაწუნების მიზეზი. რატომ უნდა შეჭამოს ბავშვმა მთელი თეფში ფაფა, როცა დედა ნახევარ ჭიქა მაწონს მიირთმევს?!
  • განცხადება, რომ ბავშვი არაფერს ჭამს. ეს დაუჯერებელია. დაუჯერებელია იმიტომ, რომ ამ ფრაზას, როგორც წესი, აქვს გაგრძელება: "გარდა კანფეტებისა, ნამცხვრებისა, ჩიფსებისა" და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ასეთი სასუსნავით დანაყრებული ბავშვი წვნიანს აღარ შეჭამს. ნებისყოფა უნდა მოიკრიბოთ და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ჭამიდან ჭამამდე წახემსების უფლება. მიეცით ბავშვს საშუალება, იმოძრაოს, მეტი დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე, არ ისუსნაოს და თუ მაინც არაფერი შეჭამა, მერეღა ინერვიულეთ.

დიეტოლოგის რჩევები

  • არასოდეს დაივიწყოთ, რომ სწრაფი კვების პროდუქტები - ფასთფუდი - და ნახევარფაბრიკატები ნორმალური საკვები არ არის. ისინი ხშირად შეიცავენ დანამატებს და გემოს გამაუმჯობესებლებს, რომლებიც პატარას მათი ჭამის მუდმივ მოთხოვნილებას უყალიბებს. არ არის გამორიცხული, ბავშვი ითხოვდეს "მაკდონალდსის" შემწვარ კარტოფილს, მაგრამ შინ მომზადებულ იმავე კერძზე უარს ამბობდეს.
  • გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს იმ კერძის ჭამის ჩვევა უყალიბდებათ, რომელსაც მშობლები მიირთმევენ. თუ გსურთ, თქვენმა შვილმა ნორმალურად ჭამოს, გადაავლეთ თვალი საკუთარ მენიუს და დაფიქრდით, იცავთ თუ არა ჯანსაღი კვების პრინციპებს.
  • ეცადეთ, ოჯახში თვალსაჩინო ადგილზე მარილიანი ჩხირები და ჩიფსები კი არ იდოს, არამედ სასარგებლო პროდუქტები - ხილი, ჩირი, ბოსტნეული. "ჩვენს დროში ეს შეუძლებელია!" - შესძახებენ სკეპტოკოსები. არა, შეუძლებელი არაფერია, მით უმეტეს - თუ ჯანსაღ კვებაზე თქვენი შვილის ჯანმრთელი მომავალია დამოკიდებული.