ის, რაც საგაზაფხულო აფთიაქში ყველა დედას უნდა ჰქონდეს
მათ შორის - ალერგია, ვირუსების გავრცელების მეორე ტალღა და მწერები. ზემოხსენებული ფაქტორები შეიძლება უსიამოვნო სიურპრიზებად გექცეთ.
რა უნდა ჰქონდეს დედას საგაზაფხულო აფთიაქში, ამ სეზონურ პრობლემებს ადვილად რომ გაუმკლავდეს?
1. ანტივირუსული პრეპარატები
მარტი და აპრილი „მატყუარა“ თვეებია. სიცივეს სითბო ცვლის და პირიქით. ასეთმა გარემომ ბავშვს შეიძლება იმუნური სისტემა დაუსუსტოს. ვირუსების სეზონი კი ჯერ არ დამთავრებულა.
2. მწერების საწინააღმდეგო საშუალებები
რწყილებს, ტკიპებს და სხვა მწერებს ბავშვისთვის ბევრი უსიამოვნების მოტანა შეუძლია. ფრთხილად იყავით და დაიცავით პატარა. აფთიაქებში მწერების საწინააღმდეგო საშუალებების დიდი არჩევანია.
3. ანტიალერგიული პრეპარატები
გაზაფხული ყვავილობის პერიოდია. ამიტომ ალერგიული პროცესების გაჩენას და გამწვავებას უწყობს ხელს. ვინაიდან ალერგიული ფონი საკმაოდ სწრაფად და მოულოდნელად იჩენს თავს, ამიტომ აფთიაქი ანტიალერგიული საშუალებებით დროულად შეავსეთ.
4. ანტისეპტიკური საშუალებები
გაზაფხულის მზიან დღეებში ბავშვის სხეული აღარ არის ტანსაცმელში ისე საიმედოდ შეფუთული, როგორც ზამთარში. თანაც გარეთ მეტ დროს ატარებს, შესაბამისად, პატარ-პატარა ტრავმების სეზონიც მოდის. ამის გარეშე ბავშვის გაზრდა შეუძლებელია, ამიტომ მოიმარაგეთ ანტისეპტიკური საშუალებები.
5. ადსორბენტები
გაზაფხულის ამინდებში გარეთ მოსეირნე ბავშვი რას აღარ წააწყდება: ნაგავს, უცნაურ ყვავილებს... ადსორბენტი, მაგალითად, ნახშირი, აფთიაქში აუცილებელია.