რევმატული პრობლემები ბავშვებში - რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რევმატული პრობლემები ბავშვებში - რჩევები მშობლებს

- რა სახის რევმატული ართრიტები გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში?

- სახსრების ანთებითი დაავადებები (ართრიტები) თანამედროვე პედიატრიული რევმატოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. რევმატულ დაავადებათა განვითარების ალბათობა დაბადებიდანვე არსებობს, ბავშვის ზრდისა და განვითარების კვალდაკვალ კი იმატებს.ბავშვთა ასაკში ართრიტით მიმდინარე 40-მდე რევმატული დაავადება გვხვდება.

მათ შორის სიმძიმით გამოირჩევა იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, რომლის დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და არასწორი მართვის შემთხვევაში ინვალიდობის მაჩვენებელი მაღალია - დაავადებულ ბავშვთა ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში მესამე-მეოთხე ჯგუფის ინვალიდი ხდება.

- როგორ ხდება რეაბილიტაცია? შეიძლება თუ არა, ბავშვი სპორტით დავტვირთოთ?

- აღნიშნული პათოლოგიების დროს ფიზიკური რეაბილიტაცია ექიმისგან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. დაავადების გამწვავება თავიდან რომ ავიცილოთ, დატვირთვა ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. დაავადების განსაზღვრულ ეტაპზე ინიშნება ვარჯიშების სპეციალური კომპლექსი, ცურვა, მასაჟი, ბალნეოთერაპია.

- რომელ კურორტზე ურჩევთ დასვენებას პატარა პაციენტებს?

- ზღვა და მაღალმთიანი კურორტები რეკომენდებული არ არის. უმჯობესია ბავშვი ზომიერი კ

ლიმატური ჰავის კურორტებზე დაასვენოთ.

- რას გვეტყვით კვების შესახებ, იზღუდება თუ არა რომელიმე პროდუქტი?

- რაციონი უნდა იყოს სრულფასოვანი, მდიდარი ცილებით, ვიტამინებით და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა საკვები ნივთიერებებით. ართრიტით დაავადებული ბავშვები ზრდაში ჩამორჩებიან. ამდენად, სწორად შერჩეულ რაციონს დიდი მნიშვნელობა აქვს. იზღუდება მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელი ბავშვისთვისაც არ არის რეკომენდებული: მწარე, ცხარე, მჟავე, მლაშე, შებოლილი, დაკონსერვებული. პატარაობიდანვე შეაჩვიეთ ბავშვი ჯანსაღ, ბიოლოგიურად სუფთა საკვებს კონსერვანტებისა და სხვა დანამატების გარეშე, არ გირჩევთ სწრაფი კვების, ნახევარფაბრიკატულ პროდუქტებს.

- რას ურჩევთ მშობლებს?

- ნუ შეშფოთდებიან, თუ მათ შვილს ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს. დროული და ადეკვატური მკურნალობა, მართებული რეაბილიტაცია, მუდმივი ყურადღება და თბილი გარემო, მჭიდრო კავშირი ექიმსა და პაციენტს, ასევე მის მშობლებს შორის თავიდან აგაცილებთ ყველა შესაძლო გართულებას, რაც დაავადების პროგრესირების შემთხვევაშიც კი ბავშვის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ადაპტაციამდე მიგვიყვანს.

წაიკითხეთ სრულად