რა აფერხებს ბავშვის სიმაღლეში ზრდას - ორგანოთა ქრონიკული უკმარისობა, საკვების მონელების დარღვევა და სხვა მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა აფერხებს ბავშვის სიმაღლეში ზრდას - ორგანოთა ქრონიკული უკმარისობა, საკვების მონელების დარღვევა და სხვა მიზეზები

გვესაუბრება მაია რეხვიაშვილი.

- ქალბატონო მაია, რამ შეიძლება გამოიწვიოს მოზარდის სიმაღლეში ზრდის შეფერხება?

- სიმაღლეში ზრდა ბავშვთა და მოზარდთა ნორმალური ფიზიკური განვითარების ინდიკატორია. ბავშვთა ფიზიკური ზრდა-განვითარების შეფერხება საკმაოდ ხშირად გვხვდება ენდოკრინოლოგიურ პრაქტიკაში. ზრდაში ჩამორჩენა ასევე სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ასეთებია:

  • საკვების მონელება-შეწოვის დარღვევებით მიმდინარე დაავადებები;
  • გენეტიკური დარღვევები;
  • სხვადასხვა ორგანოთა სისტემის ქრონიკული უკმარისობა და სხვა.

ამრიგად, ზრდის შეფერხება იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმი იმყოფებოდა ან იმყოფება არახელსაყრელ პირობებში ინდივიდუალური გავითარების რომელიღაც ეტაპზე დაწყებული ჯერ კიდევ საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდიდან. ეს პირობებია:

  • დედის ქრონიკული დაავადებები;
  • დედის არასრულფასოვანი კვება;
  • დედის მიერ ალკოჰოლის ან ნიკოტინის მოხმარება ორსულობის დროს;
  • ნაყოფის ტრავმული დაზიანებები სამშობიარო გზების გავლისას და ა.შ.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფსიქოსოციალური პრობლემებით გამოწვეულ ზრდაში ჩამორჩენას. აქედან გამომდინარე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჯანსაღი იყოს ის გარემო და ურთიერთობები, რომელთა წიაღშიც ბავშვი იზრდება - დედისა და შვილის, ბავშვისა და ოჯახის და ა.შ.

- რა ასაკის ბავშვები მოჰყავთ თქვენთან უმეტესად ზრდაში ჩამორჩენით?

- თითქმის ყველა ასაკის, მაგრამ გამოვარჩევდი რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფს:

  • 3-4 წლის ბავშვები, რომელებიც ახალშობილობის პერიოდიდანვე ჩამორჩებოდნენ თანატოლებს (დაბადების მასა - 2500 გ-ზე ნაკლები);
  • 6 წლის ბავშვები. მათი ჩამორჩენა თვალში საცემია სკოლაში შესვლისას;
  • სქესობრივი გარდატეხის პერიოდი, როდესაც იგვიანებს მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება. ეს არის 12-დან 14 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი.

წაიკითხეთ სრულად