როგორ შეიძლება დავეხმაროთ პატარებს, რომ სწავლა გაუადვილდეთ? - მხედველობითი და სმენითი მეხსიერების სავარჯიშოები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

როგორ შეიძლება დავეხმაროთ პატარებს, რომ სწავლა გაუადვილდეთ? - მხედველობითი და სმენითი მეხსიერების სავარჯიშოები

როგორ შეიძლება დავეხმაროთ პატარებს, რომ სწავლა გაუადვილდეთ? - მხედველობითი და სმენითი მეხსიერების სავარჯიშოები
ინფორმაციის დამახსოვრებისა და შემდგომ მისი გახსენების უნარი სწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 5-6 წლის ბავშვი ფაქტებს თავისდაუნებურად იმახსოვრებს, განსაკუთრებით იმას, რაც საინტერესო ეჩვენება და მასში ძლიერ (დადებით თუ უარყოფით) ემოციას იწვევს, მაგრამ სკოლაში სწავლისთვის მნიშვნელოვანია, პატარას თავისი მეხსიერების მართვა შეეძლოს.

მან უნდა დაისახოს გაცნობიერებული მიზანი, დაიმახსოვროს, და ამას ძალა და ნებისყოფა მოახმაროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვს განვითარებული უნდა ჰქონდეს ნებელობითი დამახსოვრების უნარი.



ბავშვის მეხსიერება ბევრად არის დამოკიდებული იმაზეც, რამდენად ესმის პატარას დამახსოვრებული ინფორმაციის მნიშვნელობა. გააზრებული დამახსოვრება ხელს უწყობს მასალის ღრმადათვისებას, ცნობიერებაში
წარმოქმნის მკვეთრ ხატებს, წარმოდგენებს, ასოციაციებს, რათა საჭირო ინფორმაცია უფრო საიმედოდ გამყარდეს ხანგრძლივ მეხსიერებაში.

სწორედ ამიტომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი წარმოსახვის გამოყენება, ასოციაციების პოვნა, ისტორიების შეთხზვა. სპეციალისტები გვირჩევენ, ხშირად ვავარჯიშოთ პატარა ლიტერატურული ნაწარმოებების მოყოლასა და ზეპირად დასწავლაში.

როცა ზღაპარს წაიკითხავთ, დაეხმარეთ ბავშვს, აითვისოს დამახსოვრებისძირითადი ხერხები -
ტექსტი გაყოს ნაწილებად და გამოყოს თითოეული ნაწილის აზრი (მიმანიშნებელი შეკითხვების მეშვეობით), შემდეგ ყოველივე ეს გაიმეოროს. სთხოვეთ, დახატოს ილუსტრაციები და შემდეგ მათ მიხედვით მოჰყვეს მოსმენილ ისტორიას. ლექსის სწავლის დროს ყოველ სტრიქონს მარტივი ნახატი-სიმბოლო მიუსადაგეთ.

ასეთი "შპარგალკის" მეშვეობით ბავშვი უფრო იოლად დაიმახსოვრებს ლექსს. სხვადასხვა სახის ხანგრძლივი და ხანმოკლე მეხსიერების განვითარებისთვის შემუშავებულია სპეციალური სავარჯიშოები. რაც უფრო ხშირად შეასრულებს მათ ბავშვი, მით უფრო გაუადვილდება სწავლა.

მხედველობითი მეხსიერება

ათი ნახატი. შესთავაზეთ პატარას, დაათვალიეროს ათი ნახატი, რომლებზეც მისთვის ნაცნობი სურათი იქნება გამოსახული. 30 წამის შემდეგ ბავშვს სთხოვეთ, დაასახელოს ყველა საგანი, რომელიც დაიმახსოვრა. ასე შევამოწმებთ ხანმოკლე მეხსიერებას. თუ 6-7 წლის ბავშვმა 6-7 საგანი დაასახელა, ეს კარგი შედეგია. 10 წუთისა და 1 საათის შემდეგ ბავშვს სთხოვეთ, კვლავ გაიხსენოს საგნები. ჩვეულებრივ, პატარა 10-დან 7-8 საგანს ასახელებს, რაც ხანგრძლივი მეხსიერების კარგი მაჩვენებელია.

დაიმახსოვრე და დახატე. შესთავაზეთ ბავშვს, ერთი წუთის განმავლობაში უყუროს სურათს, რომელზეც გამოსახულია მარტივი ორნამენტები, გეომეტრიული ფიგურები, ციფრები ან ასოები და შემდეგ სთხოვეთ, დახატოს ყველაფერი, რაც დაიმახსოვრა.

"მე ფოტოაპარატი ვარ!" პატარას შესთავაზეთ წარმოიდგინოს, რომ ფოტოაპარტია და ნებისმიერი საგნის, სიუჟეტისა თუ ადამიანის დაფიქსირება შეუძლია. ამის შემდეგ სთხოვეთ, მაგიდაზე დაწყობილ საგნებს რამდენიმე წამის განმავლობაში ყურადღებით უყუროს, თვალები დახუჭოს და ჩამოთვალოს ყველაფერი, რაც მის მიერ "გადაღებულ სურათზე" აისახა.

დაიმახსოვრე ნახატები. ბავშვთან ერთად 40 წამის განმავლობაში ათვალიერეთ 10 სურათი. შემდეგ სურათები შეინახეთ და რიგრიგობით დაასახელეთ ის საგნები, რომლებიც დაიმახსოვრეთ.

გამარჯვებული ის იქნება, ვინც საგანს ბოლო გაიხსენებს. რა შეიცვალა? მაგიდაზე დადეთ 5-8 ფიგურა. პატარა მათ ყურადღებით ათვალიერებს, შემდეგ შებრუნდება. ამ დროს ერთი ან ორი სათამაშო ახლით შეცვალეთ ან სათამაშოებს ადგილი შეუცვალეთ. ბავშვს სთხოვეთ, ცვლილება იპოვოს.

სურათების თვალიერება. ქუჩაში სეირნობისას ბავშვს ყურადღება მიაქცევინეთ საგზაო ნიშნებისთვის, სარეკლამო ფარებისთვის, აბრებისთვის, შინ დაბრუნებისას კი სთხოვეთ დახატოს, რაც დაიმახსოვრა.

"მხატვარი". პატარა ვითომ მხატვარია, ყურადღებით უყურებს მას, ვისი სურათიც უნდა "დახატოს". შემდეგ შებრუნდება და მის სიტყვიერ პორტრეტს ქმნის.


სმენითი მეხსიერება


10 სიტყვა. ბავშვს ათი სიტყვა წაუკითხეთ, შემდეგ სთხოვეთ, დამახსოვრებული სიტყვები წარმოთქვას. სკოლამდელი ასაკის ბავშვი, ჩვეულებრივ, 5-6 სიტყვას იმახსოვრებს. ეს კარგი ხანმოკლე მეხსიერების მაჩვენებელია.

ბავშვს შეახსენეთ ის სიტყვები, რომლებიც დაავიწყდა. ერთი საათის შემდეგ ამ თამაშს დაუბრუნდით და სთხოვეთ ბავშვს, სიტყვები ისევ დაასახელოს. თუ პატარამ 7-8 სიტყვა გაიხსენა, ესე იგი მას კარგი ხანგრძლივი მეხსიერება აქვს.

მისმინე და გაიმეორე. მაგიდაზე ფანქრით რამდენჯერმე დააკაკუნეთ და ბავშვს სთხოვეთ, იგივე რიტმი გაიმეოროს.

"მე ტომარაში ჩავდე..." ეს თამაში ხანგრძლივი მგზავრობისას გაგართობთ. თავდაპირველად თქვით: "მე ტომარაში ჩავდე ვაშლი", პატარას სთხოვეთ, იგივე გაიმეოროს და "თავისი ხილიც" დაამატოს.

შემდეგ თქვენ იმეორებთ მთელ ფრაზას და კიდევ რაიმეს "ამატებთ" და ასე შემდეგ. ეს თამაში ზრდის მეხსიერების მოცულობას.

წაიკითხეთ სრულად
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
რომელი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენია ყველაზე მეტად სასარგებლო მოზარდი ორგანიზმისთვის. ამის შესახებ პედიატრი ინგა იოსავა გვესაუბრება.
რა აჩენს რძიანას და როგორ მოვუაროთ პატარას პირის ღრუს? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ლალი ქორიძე გვიპასუხებს.
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, თუ ბავშვს მუდმივად უბრაზდებიან, უყვირიან, ცემენ, მოზარდობის ასაკში
ბავშვის ტანსაცმელი მშობლებისათვის განსაკუთრებული პრობლემა და ხარჯია. მხოლოდ სწორად შერჩეული საბავშვო გარდერობი დაზოგავს სახსრებს, ყიდვის პროცესიც სასიამოვნო იქნება და ბავშვიც მოდურად ჩაცმული.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად