ქალაშიდა წნევის მომატებამ თავის ტვინის ატროფირება რომ არ გამოიწვიოს
ორგანიზმი ლიქვორს განუწყვეტლივ წარმოქმნის. ის დღე-ღამეში რამდენიმეჯერ განახლდება.
ქალაშიდა წნევა დამოკიდებულია ლიქვორის რაოდენობაზე, მისი ცირკულაციის სიჩქარესა და ვენურ სისხლძარღვებში შეწოვის ხარისხზე. ლიქვორის რაოდენობის მომატებისას ქალაშიდა წნევაც იმატებს, შემცირებისას კი იკლებს. ისევე, როგორც არტერიული, არც ქალაშიდა წნევაა სტაბილური - შესაძლოა, დღის განმავლობაში რამდენჯერმე აიწ-დაიწიოს ფიზიკური თუ ფსიქიკური დატვირთვის გამო, მაგრამ თუ დიდხანს დარჩა მომატებული, თავს იჩენს პრობლემები.
ქალაშიდა წნევის მომატება სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ლიქვორის ზეწოლის შედეგად თავის ტვინს უჭირს ნორმალურად მუშაობა და თანდათანობით ატროფირდება (განილევა), რაც გამოვლინდება ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითებით, შინაგანი ორგანოების მუშაობის რეგულაციის დარღვევით (ჰორმონული დარღვევები, არტერიული ჰიპერტენზია და სხვა). მკურნალობა მიმართულია ძირითადი მიზეზის წინააღმდეგ. რა შეიძლება იყოს ქალაშიდა წნევის მომატების მიზეზი და რა ზომებს მივმართოთ, იხილეთ სტატია "იდუმალი ქალაშიდა წნევა"