ლაღად ირბინე, პატარავ! - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ლაღად ირბინე, პატარავ!

ლაღად ირბინე, პატარავ!
ერთ-ერთი პირველი, ვინც სამშობიარო სახლში ახალშობილს სინჯავს, ორთოპედია. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარების დარღვევა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, მისი დროული აღმოჩენა კი მკურნალობის დროული დაწყებისა და საუკეთესო შედეგის წინაპირობაა. გვესაუბრება ორთოპედი თამაზ გაბუნია.

- როდის იწყება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩამოყალიბება?


- ჯერ ისევ მუცლად ყოფნის პერიოდში, მე-4-5 კვირიდან. ეს პროცესი შესაძლოა ადრეულ სტადიაშივე დაირღვეს. ხშირად ამის მიზეზი გენეტიკური დეფექტია, რომელსაც პატარა დედისგან ან მამისგან იღებს. სისტემის განვითარება დაბადების შემდეგაც გრძელდება. ეს ხანგრძლივი გზაა, რომელიც 18 წლამდე გასტანს. მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩამოყალიბება მისი ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც
3 წლისთვის სრულდება.

- როდის უნდა შეუმოწმოს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი ბავშვს ორთოპედმა?
- არსებობს გასინჯვის რეკომენდებული გრაფიკი, რომელიც მკაცრად უნდა დავიცვათ. პირველად ახალშობილი სამშობიარო სახლშივე უნდა გასინჯოს ორთოპედმა. მომდევნო გასინჯვები პოლიკლინიკაში ტარდება 1 თვის, 3 თვის, 6 თვის და 12 თვის ასაკში, მერე კი საჭიროებისამებრ.

-
გავრცელებული დიაგნოზია მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია. რა იწვევს მას?
- ახალშობილის მენჯ-ბარძაყის სახსარი, ჯანმრთელისაც კი, ჯერ კიდევ მოუმწიფებელია, სასახსრე ფოსო ვერტიკალურად მდებარეობს, კუნთმყესოვანი აპარატი სუსტია. დისპლაზიის დროს სახსრის ფოსო ბრტყელია და მეტისმეტად ელასტიკური მყესები ვერ აკავებს ბარძაყის ძვლის თავს. ხდება მისი წანაცვლება ზევით და გარეთ. ამ დროს სვამენ ქვეამოვარდნილობის დიაგნოზს, ბარძაყის ძვლის თავის სრული გამოსვლის შემთხვევაში კი ამოვარდნილობისას, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის მძიმე ფორმაა. ჩვეულებრივ, ასე ხდება ფეხის კუნთების ჰიპერტონუსისა და ზედმეტი დატვირთვის დროს. ამიტომაც არ შეიძლება, ჩვილი ძალდატანებით დავაყენოთ ფეხზე, როცა ის საამისოდ მზად არ არის ან ნორმაზე მეტს იწონის. გარდა ამისა, როდესაც ჩვილი მეტისმეტად ადრე დგება ფეხზე, ბარძაყის თავი დაშლას იწყებს და დისპლაზია უფრო გვიან გამოვლინდება. გირჩევთ, ნება მისცეთ ბავშვს, იხოხოს, რამდენიც სურს. ეს ძალზე სასარგებლოა - ვერტიკალური დატვირთვა ამ დროს ნაკლებია, ძლიერდება მყესები, რომ­ლებიც ბარძაყის თავს აკავებს.

- როგორ შევამოწმოთ, როდისაა ბავშვის მყესოვანი აპარატი მზად ვერტიკალური მდგომარეობის მისაღებად?
- კუნთმყესოვანი აპარატის მზაობის შესამოწებლად დასვით ჩვილი და დააკვირდით მის ზურგს. თუ ის გამართული კი არა, მოხრილია, ესე იგი კუნთები ჯერ კიდევ სუსტია. შესაბამისად, ფეხზე დასადგომად ბავშვი ჯერ მზად არ არის.

- რამ შეიძლება აეჭვებინოს მშობელს პათოლოგია?
- მენჯ-ბარძაყის წინამდებარობით დაბადებულ ბავშვებთან უფრო ხშირია თანდაყოლილი ამოვარდნილობა, ვიდრე თავით წინამდებარეობით დაბადებულებთან. თუ დიაგნოზი სიცოცხლის პირველივე დღეებში დაისვა და მკურნალობა დაიწყო, 1,5 წლისთვის ათიდან 9 ბავშვი გამოჯანმრთელდება. თუ დისპლაზია 6 თვის შემდეგ გამოვლინდა, მკურნალობა 5 წელი და მეტიც კი გასტანს. შესაძლოა, ოპერაციული ჩარევაც გახდეს საჭირო. თუ დისპლაზია ბავშვის ფეხის ადგმის შემდეგ აღმოაჩინეს, სრული გამოჯანმრთელება სათუოა. ამიტომ მშობელმა უნდა იცოდეს, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ პათოლოგია არ გამოეპაროს. ცალმხრივი ქვეამოვარდილობის ნიშნები:

  • ცალი ფეხი მეორეზე მოკლეა;
  • ბარძაყზე ზედმეტი ნაოჭია;
  • ნაოჭები ასიმეტრიულია;
  • ფეხების მოხრისას ისმის ტკა­ცუნი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში (ეს სიმპტომები აქტუალურია მხოლოდ 1 თვემდე ასაკის ახალშობილებთან);
  • ფეხების განზე გადაწევისას ცალი ფეხი სახსარში ბოლომდე არ გადადის. დააწვინეთ ბავშვი ზურგზე, ცალი ფეხი მუხლში მოახრევინეთ და განზე გადაუწიეთ. ის თავისუფლად უნდა გადადიოდეს 90 გრადუსით, ანუ მუხლით ეხებოდეს საფენის ზედაპირს. შემდეგ შეამოწმეთ მეორე ფეხი. მანიპულაცია უნდა ჩაატაროთ ძალდაუტანებლად. თუ ბავშვი ტირის და წინააღმდეგობას გიწევთ, შემოწმება სხვა დროისთვის გადადეთ.

თუ ბავშვს ეს ნიშნები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ორთოპედს, რომელიც კვლევისა და დიაგნოსტირების მეთოდების გამოყენებით ზუსტ დიაგნოზს დასვამს.

- კვლევის რა მეთოდებს იყენებენ დიაგნოზის დასაზუსტებლად?
- ჩვილებისთვის დისპლაზიის დიაგნოსტიკის საუკეთესო მეთოდია მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერითი გამოკვლევა. იგი დავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენის საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით ეფქტურია ორმხრივი ქვე- ან სრული ამოვარდნილობის დროს. თუ ექოსკოპიის ჩატარების საშუალება არ არის, ინფორმაციული იქნება მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენოლოგიური გამოკვლევაც. სურათი ავლენს პათოლოგიას, მის ხარისხსა და მკურნალობის შედეგს.

- ზოგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ საყრდენ-მამოძრავებელი აპ­ა­­რატის უმწიფრობის გამო დისპლაზია ნორმადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. მთავრია, საქმე ქვეამოვარდილობამდე არ მივიდეს. როგორ უნდა მოიქცეს ამისთვის მშობელი?
- მენჯ-ბარძაყის სახსრის სწორი ფორმირებისთვის:

  • ნუ დააყენებთ ბავშვს ფეხზე და ნურც დადგომის ნებას დართავთ, ვიდრე მისი მყესკუნთოვანი აპარატი ამისთვის მზად არ იქნება.
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ ფეხები მუდამ ზომიერად ჰქონდეს განზიდული. ამისთვის გამოიყენეთ რამდენიმე პამპერსი. ბუნებრივად ჩვილს ფეხები მუხლებში აქვს მოხრილი და განზე გაზიდული. ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად ფეხებს შორის დაუდეთ პატარა ბალიში.
  • ხელში ჭერის დროს თეძოზე შემოისვით - მენჯ-ბარძაყის სახსრის განვითარებისთვის ეს მდგომარეობაც სასარგებლოა.


გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 19-01-2016
ჩემი პატარა 6 თვისაა და როცა დავსვამ წელში ვერ იმართება ხან წინ გადაიხრება ხან გვერდით. როცა ხელში ვიჭერ ფეხზე უნდა დადგომა ნება რომ მივცე მთელი ძალით დადგება.ეგ არაა ნორმალური ხო? თან ბარძაყები არ ეშლებაო და მასაჟები დაგვინიშნეს
ჩემი პატარა 6 თვისაა და როცა დავსვამ წელში ვერ იმართება ხან წინ გადაიხრება ხან გვერდით. როცა ხელში ვიჭერ ფეხზე უნდა დადგომა ნება რომ მივცე მთელი ძალით დადგება.ეგ არაა ნორმალური ხო? თან ბარძაყები არ ეშლებაო და მასაჟები დაგვინიშნეს
რეკომენდებული პროდუქტები
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად-30აბი
ფასი: 43.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
რეკონვალესცენციის პერიოდში-14აბი
ფასი: 38.6
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა.
ამბობენ, რომ ყურადღება თავისთავად ვითარდება, როგორც სპორტსმენის კუნთები ვარჯიშიდან ვარჯიშამდე. მივიღოთ თუ არა მონაწილეობა ამ ვარჯიშში?
დედას უფრო მეტი შანსი აქვს შთამომავლობას გადასცეს გონებრივ შესაძლებლობებზე პასუხისმგებელი გენები.
ფეხის თითებზე სიარული ბავშვების უმეტესობაში უბრალოდ ჩვევაა, ზოგ შემთხვევაში კი ეს გამოწვეულია სხვა მდგომარეობით.
“უცნობი გენეზის ჰიპერსომნია” - ასეთი დიაგნოზი დაუსვეს მედიკოსებმა ურალში მცხოვრებ წლინახევრის ანა მეტელკინას.
ორთოპედების რეკომენდაციით, ბავშვის სპეციალურად დასმა არ არის საჭირო, მას თავად ექნება დაჯდომის მცდელობა. ჩვეულებრივ ეს 6 თვის შემდეგ ხდება.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად