ბავშვებში გავრცელებული ინფექციური დაავადებები და სიმპტომები
გავრცელებული ინფექციური დაავადებებია:
წითელა
წითელა არის ბავშვთა ინფექცია, რომელსაც ვირუსი იწვევს.
წითელას ნიშნები და სიმპტომები ვლინდება ვირუსის ზემოქმედებიდან დაახლოებით 10-14 დღის შემდეგ. სიმპტომებია: ცხელება, მშრალი ხველა, სურდო, ყელის ტკივილი,კონიუნქტივიტი, პატარ თეთრი ლაქები მოლურჯო- თეთრი ცენტრებით, რომლებიც გვხვდება პირის შიგნით, ლოყის შიდა გარსზე, კანის გამონაყარი, რომელიც შედგება დიდი ლაქებისგან.
წითურა
წითურა არის ვირუსული ინფექცია, რომელსაც წითელი გამონაყარი ახასიათებს.
წითურას ნიშნები და სიმპტომები ხშირად ძნელი შესამჩნევია, განსაკუთრებით ბავშვებში. ისინი ჩვეულებრივ ვლინდება ვირუსის ზემოქმედებიდან ორიდან სამ კვირამდე. ხოლო დაავადება მიმდინარეობს 1-დან 5 დღემდე და შეიძლება მოიცავდეს: მსუბუქ ცხელებას, თავის ტკივილს, სახსრების ტკივილს, გაჭედილ ცხვირს ან გამონადენს, გაფართოებულ ლიმფურ კვანძებს თავის ქალის ძირში, კისრის უკანა მხარეს დაყურების უკან, წვრილ და ვარდისფერ გამონაყარს, რომელიც იწყება სახეზე და სწრაფად ვრცელდება ტანზე, შემდეგ კი ხელებსა და ფეხებზე.
ყბაყურა
ყბაყურა ყველაზე ცნობილია წითელი ლოყებითა და შეშუპებული ყბით. ყურის ქვეშ სანერწყვე ჯირკვლები შუპდება ერთ ან ორივე მხარეს.
სიმპტომები შეიძლება დაიწყოს რამდენიმე დღით ადრე: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, დაღლილობა, მადის დაკარგვა.
სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება ინფიცირებიდან 16-18 დღის შემდეგ, ხანდახან 12-25 დღის შემდეგ.
იშვიათ შემთხვევებში ყბაყურა ვლინდება ძალიან მსუბუქი სიმპტომებით, როგორიცაა გაციება ან ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ქუნთრუშა
ქუნთრუშისთვის დამახასიათებელი გამონაყარი არის მოვარდისფრო-წითელი და მას იწვევს A ჯგუფის სტრეპტოკოკები, რომლებიც გვხვდება კანსა და ყელში.
ქუნთრუშას სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება ინფიცირებიდან 2-5 დღის შემდეგ. თუმცა, ინკუბაციური პერიოდი შეიძლება იყოს ხანმოკლე 1-7 დღე.
ქუნთრუშას სიმპტომებია: მოვარდისფრო, უხეში გამონაყარი, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი ,მაღალი ტემპერატურა, გაწითლებული ლოყები შეშუპებული ენა.
ჩუტყვავილა
ბუშტუკოვანი გამონაყარი ჩნდება ვირუსის ზემოქმედებიდან 10-21 დღის შემდეგ და ჩვეულებრივ გრძელდება დაახლოებით 5-დან 10 დღემდე. სხვა ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც შეიძლება, გაჩნდეს გამონაყარამდე ერთი-ორი დღით ადრე, არის: ცხელება, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი დაღლილობა და სისუსტე.
ჯანმრთელ ბავშვებში დაავადება ძირითადად მსუბუქია. მძიმე შემთხვევებში, გამონაყარმა შეიძლება დაფაროს მთელი სხეული.
ყივანახველა
ბავშვებში ის ვლინდება ძლიერი ხველებით, რასაც მოჰყვება მაღალი ტემპერატურა. ყივანახველის ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე სჭირდება, თუმცა, ზოგჯერ ამას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს. ისინი, როგორც წესი, თავიდან მსუბუქია. სიმპტომებია: სურდო, ცხვირის შეშუპება, წითელი, წყლიანი თვალები, ცხელება, ხველა.
ერთი-ორი კვირის შემდეგ ნიშნები და სიმპტომები უარესდება. სქელი ლორწო გროვდება სასუნთქ გზებში, რაც იწვევს ძლიერ ხველას.