ხორცის დაგემოვნების დროა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხორცის დაგემოვნების დროა

მზარდ ორგანიზმს სჭირდება ჟანგბადით მომმარაგებელი სისხლი, ჟანგბადის უჯრედებამდე მიმტანი ჰემოგლობინის მშენებლობისთვის კი რკინაა საჭირო. რკინის მარაგი, რომელსაც დედის ორგანიზმიდან იღებს ბავშვი, თანდათანობით ილევა, ხოლო დედის რძით მიღებული 7 თვიდან აღარ არის საკმარისი. ეს ნიშნავს, რომ დროა, ხორცის ჭამა დავიწყოთ. ხორცი არის სრულფასოვანი ცილების, რკინის წყარო. გარდა ამისა, იგი შეიცავს თუთიას, მაგნიუმს და B ჯგუფის ვიტამინებს.

- როგორ შევარჩიოთ ბავშვის საკვებად ხორცი?

- ახალ ხორცს აქვს დამახასიათებელი სუნი, ვარდისფერი (და არა წითელი) და მკვრივი, ელასტიკური კონსისტენცია. ხარისხიანი ხორცის თითის დაჭერისას წარმოქმნილი ჩანაჭდევი მაშინვე სწორდება. თეთრ (ქათმის) და წითელ (ძროხის) ხორცს შორის განსხვავება დადგენილი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ რკინას ორგანიზმი უფრო სრულყოფილად წითელი ხორციდან ითვისებს. ბავშვისთვის ხორცის კერძის მოსამზადებლად საუკეთესოა უკანა ფეხის ნაჭერი. ახალგაზრდა ხორცს უფრო ნაზი სტრუქტურა აქვს, ნაკლებად შეიცავს ბოჭკოებს, მისგან უფრო ადვილად მზადდება პიურე და უფრო ადვილი ასათვისებელიც არის. ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ბავშვისთვის უმჯობესია ინდაურის, კურდღლის, ბატკნის ხორცი.

- რა ჯობია - ხორცი წყალში მოვხარშოთ თუ ორთქლში?

- წითელი ხორცი წყალში უნდა მოიხარშოს, ხოლო წიწილის, კურდღლის ან ახალგაზრდა ინდაურის ნაზი ხორცი - ორთქლში. ორთქლის ქვაბში მოთავსებამდე ხორცი დაბეგვეთ - ის დარბილდება და უფრო ნაკლები დრო დასჭირდება მოსახარშად. კარგი იქნება, თუ დაბეგვილ ხორცს მოასხამთ ლიმონის წვენს. წყალში მოსახარშად უმჯობესია პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხორცი კი არ ჩაყაროთ, არამედ მოზრდილი ნაჭერი მთლიანად ჩადოთ - ასე უფრო შეინარჩუნებს გემოს და ბიოლოგიურად ღირებულ თვისებებს. დამუშავებული და გარეცხილი ხორცი მოათავსეთ ქვაბში, წყლით დაფარეთ და თავდახურული ხარშეთ ნელ ცეცხლზე. ასე მოხარშული ხორცი გემრიელია, წვნიანი, მდიდარია ექსტრაქტული და მინერალური ნივთიერებებით. ბულიონი შეგიძლიათ გამოიყენოთ ოჯახის მოზრდილი წევრებისთვის წვნიანის მოსამზადებლად. კარგად მოხარშული ხორცი გაატარეთ მანქანაში ან დაკეპეთ და ათქვიფეთ ბლენდერში, დაამატეთ ცოტაოდენი ბულიონი სასურველი სისქის მისაღებად. თუ პიურეს პირველად აძლევთ, ის უფრო თხელი უნდა იყოს, მერე და მერე შეგიძლიათ გაასქელოთ. როცა ბულიონით სასურველ სისქემდე მიიყვანთ, ცეცხლზე შემოდგით და წამოადუღეთ. უფრო გემრიელი გამოვა, თუ დაუმატებთ ცოტა მარილს, კოვზის წვერით ნაღების კარაქს.

- როდის გავასინჯოთ ბავშვს კატლეტი?

- ათი თვიდან, როცა ჩვილს რამდენიმე კიჭი ამოეჭრება, მისთვის კატლეტის მიცემა უკვე შეიძლება. 10-11 თვის ბავშვს ახალამოწვერილი კბილებით უკვე შეუძლია მყარი საკვების დაღეჭვა. კბილებთან ერთად ის ამისთვის იყენებს ღრძილებს, ენას, სასას. საბავშვო კატლეტი ადვილი მოსამზადებელია. ამისთვის საჭიროა:

  • ახალგაზრდა საქონლის რბილი, მჭლე ხორცი - 100 გ;
  • რძე  - 15 მლ;
  • ნახევარი კვერცხი.

ხორცი ორჯერ გაატარეთ მანქანაში, დაამატეთ რძე და ათქვეფილი კვერცხი, ცოტა მარილი, კარგად აურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და ჩაყარეთ ადუღებულ წყალში, რომელშიც წინასწარ ჩაუშვებთ ერთად შეკრულ მწვანე ხახვისა და კამის რამდენიმე ღერს. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 8-10 წუთი. შეგიძლიათ, კატლეტს გარნირად მოაყოლოთ ბოსტნეულის პიურე - სტაფილოსი, ყვავილოვანი კომბოსტოსი, ყაბაყისა, ჭარხლის ფოთლებისა, კარტოფილისა. პიურე შეგიძლიათ შეკაზმოთ ნახევარი ჩაის კოვზი მცენარეული ზეთით, ცოტა მარილით და მოასხუროთ ლიმონის წვენი. ამგვარად ბავშვი ცოცხლად მიიღებს ჩ ვიტამინსაც, რომელიც ხელს უწყობს რკინის ათვისებას. დესერტად მიართვით ხილის ან ასკილის ოდნავ დამტკბარი ნაყენი. ჩაის მიცემას არ გირჩევთ, ვინაიდან ტანინი რკინის ათვისებას ხელს უშლის.

- ხშირად ჩვილს არ მოსწონს ახალი გემო. რას ურჩევთ მშობელს, როგორ მოიქცეს ასეთ დროს?

- პატარას უნდა მოეწონოს საკვების არა მხოლოდ გემო, არამედ შესახედაობაც. დაუდეთ ხორცი მწვანე სალათის ფურცელზე და გარშემო შემოუწყვეთ ვარსკვლავებად დაჭრილი მოხარშული სტაფილო, ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა... წარმოიდგინეთ, რა ლამაზი იქნება, თვალს როცა უხარია - მადაც იღვიძებს.  გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:

  • ხორცის კერძის პირველ მიცემამდე 7-10 დღით ადრე პატარას კვებამდე ჩააყლაპეთ კამით შეკაზმული 1 ჩაის კოვზი ხორცის ბულიონი - იგი შეეჩვევა ხორციანი კერძის გემოს და ამის შემდეგ ხორცს აღარ იუცხოებს.
  • შემდეგ ბოსტნეულის მისთვის უკვე ნაცნობ პიურეს შეურიეთ 1-2 კოვზი ხორცის ნახარში. 2-3 დღე ასეთი პიურე მიეცით, მერე კი უკვე ხორცის პიურე შესთავაზეთ.
  • დაიწყეთ ერთი ჩაის კოვზით. თუ კარგად მოინელა, 3 დღის შემდეგ ულუფა 30 გრამამდე გაზარდეთ.
  • 7 თვის ჩვილს იმდენად ხორცში შემავალი საკვები ნივთიერებები არ სჭირდება, რამდენადაც მისი გემოს, სუნისა და კონსისტენციის მიჩვევა. საამისოდ საკმაო ხანია საჭირო, მით უმეტეს - თუ ბავშვი ძუძუს წოვს. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილს გაცილებით ადრე ვაძლევთ ხორცს, ვიდრე ბუნებრივ კვებაზე მყოფს.

- რა აზრზე ხართ მზა ხორცის პიურეზე?

- მზა ხორცის პიურე, რომელსაც ბავშვის საკვების მწარმოებელი კომპანიები გვთავაზობენ, ასევე არ არის ურიგო. მისი გამოყენება უმჯობესია მგზავრობის დროს, როცა თავად ვერ მოამზადებთ. მზა ხორცის პიურე ქილიანად უნდა ჩადგათ ცხელ წყალში და ასე გაათბოთ და არა ქილის შიგთავსის უშუალოდ ცეცხლზე შემოდგმით. შეძენისას კარგად დააკვირდით ვადას, შენახვის პირობებს, სახურავის მოხსნისას უნდა გაიგონოთ ტკაცუნი. ხორცი ძვირფასი პროდუქტია, რომლის მოხმარების მიხედვითაც მსჯელობენ ქვეყნის მოსახლეობის კვების ხარისხსა და მის კეთილდღეობაზე.