რა უნდა ჭამოს დედამ, რძე რომ სრულფასოვანი იყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ჭამოს დედამ, რძე რომ სრულფასოვანი იყოს

რით აიხსნება ეს?

ორსულისა თუ მეძუძური დედის პრობლემა უმეტესად ქრონიკული შეკრულობაა. ამ პათოლოგიური მდგომარეობის პროფილაქტიკასა თუ მკურნალობაში სწორედ საკვები ბოჭკო ასრულებს მთავარ როლს. გარდა ამისა, იგი აუცილებელია ბუნებრივი სილამაზის შესანარჩუნებლად. ვიტამინებიც კი ვერაფერს შველის სახესა თუ ტანზე გაჩენილ გამონაყარს, სახის უსიამო ფერსა თუ საერთო სისუსტეს. ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტები შეკრულობის დროს დიდხანს რჩება ნაწლავებში, მავნე ნივთიერებები სისხლში გადადის და მიმდინარეობს ორგანიზმის ერთგვარი თვითმოწამვლა. ეს განსაკუთრებით საშიშია ორსულობისას, ვინაიდან დედის სისხლიდან მავნე ნივთიერებები ნაყოფის ორგანიზმშიც გადადის. ასეთ დროს დედის ორგანიზმს არასასურველი ნივთიერებებისგან უფრო ინტენსიური გაწმენდა სჭირდება. აღმოჩნდა, რომ საკვები ბოჭკო ანუ უჯრედისი ღრუბელივით იწოვს და ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსიკური ნივთიერებები, ნაღვლის მჟავები და მათთან დაკავშირებული ქოლესტერინი. გარდა ამისა, უჯრედისს უნარი შესწევს, გაწმინდოს ორგანიზმი როგორც გარედან შეჭრილი, ისე თვით მასშივე წარმოქმნილი კარცენოგენული ნივთიერებებისგან. ფიზიოლოგიური აქტიურობით გამოირჩევა ჭარხლის უჯრედისი. გარდა ამისა, ეს ბოსტნეული მდიდარია პექტინური ნივთიერებებით, რომლებიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე და კარგადაც წმენდს ორგანიზმს. პექტინი საუკეთესო საკვები ნიადაგია ნაწლავის სასარგებლო მიკროორგანიზმებისთვის, ამიტომ დისბაქტერიოზის დროს რაციონში უხვად უნდა ჩავრთოთ პექტინის შემცველი პროდუქტები: მოშუშული ვაშლი და მსხალი, მოხარშული ჭარხალი, წიწიბურას ფაფა, შავი მოცხარი და გარგარი, ხილის ჯემი.

სეზონური დეფიციტი

ხილის, ბოსტნეულის, კენკრის სეზონური დეფიციტის დროს რაციონში შეგვიძლია ჩავრთოთ ცეხვილი ხორბლის პური, დაღერღილი და საღი ბურღული. ეს პროდუქტი აუმჯობესებს ნაწლავთა მუშაობას და შეკრულობის საუკეთესო წამლად მიიჩნევა. გარდა ამისა, ხელს უწყობს ნაწლავებში B ჯგუფის ვიტამინების წარმოქმნას. მაგრამ ბოჭკოთი ყოველგვარი ბურღული როდია მდიდარი. მაგალითად, 100 გრამ ბრინჯში მხოლოდ 0,5გ უჯრედისია. შედარებისთვის: 100 გ შვრიის ბურღული (ჰერკულესი) 7 გ საკვებ ბოჭკოს შეიცავს. თუმცა ბრინჯს აქვს სხვა ღირსება - მისი ხარშვის დროს გამოიყოფა დიდი ოდენობით ლორწოვანი მასა, რომელიც უებარია ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს. ბევრია უჯრედისი სოკოში, კაკალში, მზესუმზირასა და გოგრის თესლში. ხილ-ბოსტნეულის სეზონური დეფიციტის დროს უპირატესობა ენიჭება ბურღულის ფაფებს, სუპებს, ხმელ ხილს. თეთრთავა კომბოსტო და ქერი შეიცავს ძნელად გადასამუშავებელ პოლისაქარიდებს, რომლებიც აღიზიანებენ მსხვილ ნაწლავს, იწვევენ მუცლის შებერვას. საჭმლის მომნელებელი სისტემის ნებისმიერი პათოლოგიის დროს ეს პროდუქტები სრულიად უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან. ნახევარფაბრიკატები, საკონდიტრო ნაწარმი, სწრაფი კვების პროდუქტები მომავალი დედებისთვის არასასურველია.

რას ვჭამთ?

რომელი პროდუქტი რამდენ უჯრედისს შეიცავს, ალბათ ბევრმა არ იცის. არადა, ამის ცოდნა ნამდვილად საჭიროა. გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლის გათვალისწინებითაც შეგიძლიათ ოპტიმალური რაციონი შეადგინოთ.

უჯრედისით მდიდარი პროდუქტები

უჯრედისის რაოდენობა 100 გ-ში: ვაშლისა და მსხლის ჩირი 5,0-6,1;  კაკალი 3-4; ფინიკი (ინდის ხურმა) 3,6; გარგარის ჩირი (კურაგა) 3,5; შავი ქლიავი 1,6; ჟოლო 5,1; მარწყვი 4,0; ლეღვი 2,5; ჭარხალი 1,9; სტაფილო 1,2; თეთრთავიანი კომბოსტო 0,7; შვრიის ბურღული 2,8; წიწიბურა 11; ლობიო, მწვანე ბარდა 1,0; პური უმჯობესია - ცეხვილი, უსაფუვრო 2,1 გ.

პექტინით მდიდარი პროდუქტები

პექტინის ოდენობა 100 გ-ში: გარგარი 0,7; შავი მოცხარი 1,1; ატამი 0,7; ქლიავი 0,9; ვაშლი 1,0. გაითვალისწინეთ: უჯრედისით მდიდარი პროდუქტები რაციონში შეიტანეთ არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, თორემ ნაწლავები გაგიღიზიანდებათ; შესაძლოა დაგემართოთ მუცლის შებერილობა და დიარეა (ნაწლავთა აშლილობა).