ბოსტნეული ბავშვის მენიუში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბოსტნეული ბავშვის მენიუში

კაროტინი, რომელსაც სტაფილო და წითელი ბულგარული წიწაკა შეიცავს, სილამაზეს უნარჩუნებს კანსა და თმას, მინიმუმამდე დაჰყავს კიბოს განვითარების რისკი. პომიდორი შეიცავს სელენს. იგი ანტიოქსიდანტია, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას. ნიახური, გარდა იმისა, რომ მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, აწესრიგებს ორგანიზმში ჰორმონულ ფონს. ნიახური სასარგებლოა ბავშვებისთვის - იგი აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას და ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მოქმედებას, აუმჯობესებს მადას. თუ ბავშვს ჯერ არ შეუძლია, ბოსტნეული უმად ჩაახრამუნოს, შეგიძლიათ ასვათ მისი წვენი, უმჯობესია, ახალგამოწურული, - 1-2 ჩაის კოვზი ჭამამდე. ბოსტნეულის სუპ-პიურე კი სასურველია ჩვილისთვის პირველი დამატებითი საკვები იყოს. ვახშმად ნუ აჭმევთ ბავშვს კომბოსტოს ან თალგამს - ეს ბოსტნეული მუცლის შებერვას იწვევს და ძილი მოუსვენარი და მშფოთვარე ექნება. უმჯობესია სალათა პომიდვრის, წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკის, მწვანილისა და 1 ჩაის კოვზი არაჟნისგან მოუმზადოთ. ასეთი ნაზავი მდიდარია ბეტა-კაროტინით, რკინით, კალიუმით, სპილენძით, მაგნიუმითა და სელენით. თუ ბავშვს კანის სიმშრალე აწუხებს, ასეთ სალათას სამკურნალო ეფექტიც კი ექნება. როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ბოსტნეულს პირს არ აკარებს? ბოსტნეულის მიღებაზე უმეტესად ის ბავშვები ამბობენ უარს, რომლებმაც დამატებითი საკვების მიღება ხილის ტკბილი პიურეთი დაიწყეს ან ნაადრევად გაუგეს გემო ტკბილ საკონდიტრო ნაწარმსა თუ ნაყინს. "შეიძლება თუ არა, 10 თვის ბავშვს ნაყინი ავალოკვინოთ?" - ხშირად გვეკითხებიან მშობლები. არ გირჩევთ და აი, რატომ: პატარა ნაყინს მეორედაც მოითხოვს, თუ მშობელს სუსტი ნერვები აქვს, უარს ვერ ეტყვის ბავშვს, ისიც მიეჩვევა ტკბილის გემოს და პირს აღარ დააკარებს სასარგებლო საკვებს - ბუნებრივ პროდუქტებს, განსაკუთრებით კი ბოსტნეულს. ასე რომ, წუთიერი სიამოვნებისთვის პატარას გემოვნებას ნუ გაუფუჭებთ, ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიეთ ბოსტნეულის ფაფას და არა შოკოლადს, ბოსტნეულის წვენს და არა ნაყინს, ორთქლზე მომზადებულ კატლეტს და არა ძეხვსა თუ სოსისს. კვებეთ ბავშვები მხოლოდ ნატურალური და ბუნებრივი პროდუქტებით, ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე!

ბოსტნული დაგვეხმარება...

1. ჭარბი წონის დროს

ნუ გაგიკვირდებათ - ჭარბი წონა მხოლოდ მოზრდილებს კი არა, ბავშვებსაც აწუხებთ. ალბათ გინახავთ ზომაზე მეტად გასუქებული, ლოყებჩამოკიდებული, კიდურებზე ნაოჭებჩაკეცილი პატარა, მშობლები ძლივს რომ დაატარებენ... ბოსტნეული მათაც დაეხმარებათ. ბოსტნეული, გარდა იმისა, რომ მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, მიკროელემენტებითა და უჯრედისით, ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს კალორიებს.

2. შაქრიანი დიაბეტის დროს

ასეთ დროს ბოსტნეულისთვის ყველა გზა ხსნილია. მიირთვით კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, სოკო - სალათა, წვნიანი, გარნირი.

3. შეკრულობისადმი მიდრეკილების დროს

ამ შემთხვევაში ბოსტნეული შეიძლება წამლადაც გვექცეს. განსაკუთრებით აძლიერებს ნაწლავთა მუშაობას ჭარხალი, გოგრა და კიტრი. თუ ბავშვი მოზრდილია, შეიძლება მივცეთ ბადრიჯანიც, მაგალითად, ხორცით დაჩურთული. ასე რომ, დაამშვენეთ საშემოდგომო სუფრა ბოსტნეულით - გემრიელი და სასარგებლო საკვებით.