/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

როგორ შევაყვაროთ პატარას თევზი

როგორ შევაყვაროთ პატარას თევზი
გაგაცნობთ „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილს, რომელიც ეხება ბავშვის კვების რაციონში თევზის შეტანის აუცილებლობას. შევეცდებით ვუპასუხოთ და გარკვეული

რჩევებიც მივცეთ ყველას, ვისაც ეს საკითხი აწუხებს.

  • "მყავს 1 წლისა და 6 თვის ბავშვი. ვერაფრით შევაჩვიე თევზის ჭამას, არადა ვიცი, რომ ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ხომ არ შეიძლება მის მაგივრად სხვა პროდუქტის ან მზა მედიკამენტური კომპლექსის მიცემა?"

თევზს სპეციფიკური გემო აქვს, ამიტომ ბავშვების უმრავლესობას ის არ მოსწონს. ძალდატანებას აზრი არ აქვს. მოდი, ერთად მოვაწონოთ პატარას თევზი.

თევზი სასარგებლო და ყუათიანი პროდუქტია. იგი სრულფასოვანი, ადვილად ასათვისებელი ცილების, ცხიმების, B ჯგუფის, E და PP ვიტამინების წყაროა. ასევე მდიდარია იგი მიკროელემენტებით - სპილენძით, მაგნიუმით, ფოსფორით, თუთიით. თევზის ცხიმში ბევრია ომეგა-3 ჯგუფის უჯერი ცხიმები, რომლებიც ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვს ყოველთვის აკლია. ეს ცხიმები აუცილებელია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წარმოსაქმნელად, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროცესებში მონაწილეობს. განსაკუთრებით მდიდარია ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავებით ზღვის თევზი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ომეგა-3 ნატურალური ანტიოქსიდანტია - ხელს უშლის ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვით პროცესებს და იცავს ქსოვილებს ნაადრევი დაბერებისგან. ზღვის თევზს შეუძლია, შეავსოს ბავშვის რაციონი იოდით, რომელიც ესოდენ საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. თევზში შემავალი თუთია მონაწილეობს მამაკაცის სასქესო ჰორმონის - ტესტოსტერონის გამომუშავებაში, ფოსფორი კი - ტვინის ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.

თევზის დიდი ღირსებაა მისი ნაზი სტრუქტურა. ეს პროდუქტი არ შეიცავს შემაერთებელი ქსოვილის უხეშ ბოჭკოებს, რომლებითაც მდიდარია ძროხის, ღორის, ცხვრისა თუ ფრინველის ხორცი. ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი თევზს უფრო იოლად ინელებს და მთლიანად ითვისებს მის ცილებს.

  • როდის შევიტანოთ თევზი მენიუში

შეკითხვა ექიმს
<p>-ᲨეიᲫლება Თუ არა წლის და 8 Თვის ბავᲨვს დავალევინო ყოველ დᲦე იმუნიტეტის ასამაᲦლებლად Თაფლიანი და ლიმონიანი Თბილი წყალი? Თაფლი ნატურალური რაᲗქმაუნდა</p>

მიუხედავად თევზის სასარგებლო თვისებებისა, რაციონში მის შეტანას ექიმები არ ჩქარობენ. 8-9 თვემდე თევზი რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ის ალერგიული პროდუქტია. სრულიად ჯანმრთელი ბავშვისთვისაც კი, რომელიც არ არის მიდრეკილი ალერგიული რეაქციისკენ, თევზის მიცემა ნებადართულია კვირაში ორჯერ, ისიც - მცირე ულუფებით. წლამდე ასაკის პატარებისთვის ნებადართულია 30-60 გრამი პიურეს სახით, ხოლო შედარებით მოზრდილებისთვის - 85-90 გრამი პიურეს ან კატლეტის სახით, ასევე - მოხარშული ან შემწვარი, ოღონდ აუცილებლად კანგაცლილი.

ალერგიული გამოვლინებების მქონე პატარებს თევზს უნიშნავენ ძალიან ფრთხილად, თავდაპირველად - დაახლოებით ნახევარ ჩაის კოვზს, მერე კი ულუფას თანდათან ზრდიან.

ასევე დაგაინტერესებთ
რომელი თევზია კარგი ჩვენი ორგანიზმისთვის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში
რომელი თევზი შეიცავს მეტ ომეგა-3-ს?

წლამდე ასაკის ბავშვს შეიძლება მივცეთ თეთრი მჭლე თევზი - ქორჭილა, ვირთევზა, სვია. ცხიმიანი თევზის მენიუში შეტანა ერთი წლის შემდეგ შეიძლება.

თუ პატარას თევზი არ მოსწონს, იქნებ ხიზილალა ესიამოვნოს. პირველ ჯერზე წითელი ხიზილალის ერთი ბურთულა მიეცით, შემდეგ თანდათან მოუმატეთ და დღეში ნახევარ ჩაის კოვზამდე ადით. შეგიძლიათ, აჭამოთ კარტოფილის პიურესთან ერთად.

  • როგორ მოვამზადოთ

თევზს ბასრი დანით გულდასმით ამოაცალეთ შიგნეულობა, ფხები და ძვლები, მოაჭერით თავი და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით. ხარშვისას რომ არ ჩაიშალოს, გირჩევთ, ჯერ ქვაბში აადუღოთ იმდენი წყალი, რომ თევზს კარგად (დაახლოებით 4-5 სმ-ით) ფარავდეს, ჩაყაროთ შიგ მარილი, დაფნის ფოთოლი, სტაფილო, ხახვი და მერეღა ჩააგდოთ თევზის ნაჭერი. კარგად მოხარშულ თევზს ჩანგლის ჩხვლეტისას ნაჩხვლეტი ადგილებიდან გამჭვირვალე სითხე არ უნდა გამოუვიდეს. მოიხარშება თუ არა, ქვაბიდან ამოიღეთ და თეფშზე გასაცივებლად ცალ-ცალკე დააწყვეთ. ნახარშს ნუ გადაღვრით - ის თევზზე არანაკლებ სასარგებლოა.

კარგად გაცივებული თევზი ხელით დააქუცმაცეთ, შეამოწმეთ, რომ ფხები არ შეჰყვეს. საზოგადოდ, სასურველია, ბავშვისთვის უფხო თევზი შეარჩიოთ.

  • თევზის კონსერვები

მაღაზიებსა და აფთიაქებში უკვე იყიდება ქილებში სპეციალურად პატარებისთვის დაკონსერვებული მზა თევზი. თევზის საბავშვო კონსერვებს ამატებენ ბოსტნეულსა და ბურღულს, რაც პროდუქციის კვებით ღირებულებას ზრდის.

კონსერვი თევზის ცხიმთან ერთად შეიცავს მზესუმზირას, სიმინდის, ზეითუნის ან სოიის ზეთს. გემოვნებისთვის დამატებული აქვს კამა, ოხრახუში, პომიდვრის ტომატი.

კონსერვის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ პატარას ასაკი. 8-9 თვის ბავშვისთვის რეკომენდებულია პიურეს მსგავსი ნაწარმი, 11-12 თვის ბავშვისთვის - მსხვილად დაკეპილი, ხოლო 12-18 თვიდან დაჭრილის მიცემაც შეიძლება.

თუ პატარა კატეგორიულ უარს ამბობს თევზზე, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეგიძლიათ მისცეთ თევზის ქონის ან ომეგა-3-ის კაფსულები.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ შევაყვაროთ პატარას თევზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები