რატომ არ უნდა აუკრძალოთ ბავშვს მზესუმზირისა და გოგრის თესლის ჭამა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ უნდა აუკრძალოთ ბავშვს მზესუმზირისა და გოგრის თესლის ჭამა

თუ შეიძლება, რამდენის? რა სარგებლობა მოაქვთ მათ ორგანიზმისთვის?

ვის არ უყვარს მზესუმზირა თუ გოგრის მოხალული თესლი, მაგრამ რამდენად სასარგებლოა იგი ბავშვებისთვის?

თესლს სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივი წყარო. მათში ბევრია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება და მცენარეული ცხიმი, ამიტომ მათ მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვთ, თითოეული მათგანი კი განსაკუთრებული თვისებებითაც გამოირჩევა.

გოგრის სიკეთე

გოგრის თესლი მდიდარია ცილით, ცხიმით, ორგანული მჟავებით, A, E ვიტამინებით. მოიპოვება მასში, თუმცა შედარებით ნაკლები, D და K-ც. უხვად არის მიკროელემენტები: თუთია, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ასეთი შემადგენლობის წყალობით გოგრის თესლს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. კერძოდ, მას აქვს შარდმდენი და მსუბუქი გამხსნელი მოქმედება, ამაგრებს გულის კუნთს, აფერხებს კუჭსა და ნაწლავებში აირთა წარმოქმნას, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, ხელს უწყობს თმის ზრდას, გამოაქვს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების მარილები.

ჩვილი ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა გოგრის თესლის ფაფა. თუ პატარას გოგრის ფაფა უკვე გაასინჯეთ, მისი თესლისგანაც მოუმზადეთ ფაფა: გაარჩიეთ და ბლენდერით რძესთან ან წყალთან ერთად ათქვიფეთ, გემოვნებისამებრ დაუმატეთ თაფლი და ხილის წვენი. კარგია როგორც ჭიების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება. მიეცით ბავშვს დილით, უზმოზე, ორ ულუფად, ნახევარსაათიანი შუალედით. იგივე ნაზავი მოზრდილებსაც მოგიგვარებთ ჭიებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს კარგია გოგრის თესლისგან მომზადებული რძე. მის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩაის ჭიქა გარჩეული თესლი, ბლენდერით ათქვიფეთ და თანდათან უმატეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გაწურეთ კარგად, ნალექიანად. მიიღეთ სამ ულუფად მთელი დღის განმავლობაში.

თირკმელებისთვის სასარგებლოა გოგრის თესლის ჩაი: გამომშრალი თესლი დაფქვით ყავის საფქვავში, 1 ჩაის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და მიირთვით.

მზესუმზირა

მზესუმზირას თესლი შეიცავს:

  • უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის ნორმალურ ცვლას;
  • შეუცვლელ ამინომჟავებს, მათ შორის - მეთიონინს;
  • დიდი რაოდენობით მაგნიუმს - 6-ჯერ მეტს, ვიდრე ჭვავის პური (ეს მიკროელემენტი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის);
  • დიდი რაოდენობით ვიტამინებს, რომლებიც კანისა და ლორწოვანი გარსების გამაგრებას, მჟავატუტოვანი წონასწორობის ნორმალიზაციას უწყობენ ხელს.

სამკურნალო ეფექტისთვის საჭიროა დღეში 50 გრამი მზესუმზირას მიღება. მზესუმზირას სამკურნალო თვისებები მოხალვის დროს იკარგება, ამიტომ ჯობს, უმად მიირთვათ. 100-გრამიანი ჭიქა სანახევროდ შეავსეთ გარჩეული თესლით და დღის განმავლობაში სამ ულუფად მიიღეთ.

დიეტოლოგები გვირჩევენ

მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, მზესუმზირასა და გოგრის თესლის ყოველდღიური მიღება ბავშვებისათვის მიზანშეწონილი არ არის. 3 წლიდან შეიძლება ვაჭამოთ კვირაში 1-3-ჯერ არა უმეტეს 50 გრამისა.

შირბახტის თესლი (სეზამი)

შირბახტის თესლი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოც არის. მისი 65% ცხიმია, რომელიც ცხიმოვანი მჟავებისგან შედგება. ეს მჟავები უზურნველყოფს ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის ნორმალურ წარმართვას, გამოდევნის უჯრედიდან მავნე ნაერთებს და ტოვებს სასარგებლოს. ამ სისტემის დარღვევა იმუნიტეტის დარღვევას განაპირობებს. გარდა ამისა, სეზამის თესლი მდიდარია მცენარეული ცილით, A, B, B2 ვიტამინებით, ლეციტინით, რკინით. კალციუმი მასში უფრო მეტია, ვიდრე რძის პროდუქტებში. ასე რომ, შირბახტის თესლი ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვისაც სასარგებლოა.

გარდა ამისა, სეზამი შეიცავს ნივთიერება ლიგნინს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია და ზრდის ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობას, სისხლში ქოლესტერინის დონეს კი ამცირებს. ამიტომაც შირბახტის თესლი ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის საშუალებად მიიჩნევა.

ნუგბარ-ნუგბარი

ვაშლის ბურთები დაგჭირდებათ: 200 გ გოგრის თესლი, მზესუმზირა და შირბახტის თესლი; 3-4 ცალი ტკბილი ვაშლი; 80 გრამი ქიშმიში; 1 ჩაის კოვზი დარიჩინი; გახეხილი ქოქოსის გული. ბლენდერში ერთად მოათავსეთ დარჩეული თესლი და დაჭრილი ვაშლი, დაუმატეთ დარიჩინი, ქიშმიში, ათქვიფეთ, მიღებულ მასას ხის კოვზით მიეცით ბურთების ფორმა, ამოავლეთ ქოქოსის ფხვნილში და შედგით მაცივარში. 30-40 წუთში ნუგბარი მზად არის.

ჩაშუშული ვაშლი

მთლიან ვაშლს ამოაცალეთ გული და ამოავსეთ დაბლენდერებული თესლისა და თაფლის ნარევით. შედგით ღუმელში. 15-20 წუთის შემდეგ ის უკვე მზადაა. თუ თქვენი შვილი ძალიან მოძრავია, ნუ დაუშლით მზესუმზირასა თუ გოგრის თესლის ჭამას - ისინი ორგანიზმისთვის ენერგიის შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს!