/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადების დროს

მცირე ასაკის ბავშვებს ყველაზე ხშირად კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებები ემართებათ, რომლებიც კვებისას დაშვებული შეცდომების შედეგია.

ჩვილ ასაკში უმართებულოდ შერჩეული ხელოვნური თუ შერეული კვება, ამა თუ იმ საკვების ნაადრევად დანიშვნა, უფრო მოზრდილებში კი საკვების ჭარბი მიღება საჭმლის მონელების პროცესების დარღვევას იწვევს. ამას ერთვის ნაწლავური ინფექციებიც.

სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსში მთავარი ფაქტორი კვების მართებული რეჟიმი და რაციონია. ამასთანავე, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ პათოლოგიური პროცესის თავისებურება, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა და ასაკი.

დაავადების მსუბუქი ფორმის დროს უმჯობესია საკვები მივცეთ საათობრივად, ნორმირებული ოდენობით. მწვავე გასტრიტის დროს რეკომენდებულია საკვების მიცემა დღე-ღამეში 5-6-ჯერ. საკვები თერმულად, მექანიკურად, ქიმიურად კარგად დამუშავებული უნდა იყოს, რათა მაქსიმალურად დავზოგოთ კუჭის ლორწოვანი გარსი.

რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საქონლის, ცხვრის, ღორის, ფრინველის (განსაკუთრებით - იხვის, ბატის) ცხიმიანი, შემწვარი და შებოლილი ხორცი, ძეხვეული, ხორცის კონსერვი;

  • ცხიმიანი თევზი, თევზის მსუყე ბულიონი, შემწვარი და შებოლილი თევზი, თევზის კონსერვი;
  • რძის ნაწარმიდან - შებოლილი ყველი, მომჟავო არაჟანი ან მაწონი, ნაყინი, შოკოლადი;
  • წვნიანი კერძებიდან - ხორცის, თევზის, სოკოს, ბოსტნეულის (განსაკუთრებით - კომბოსტოს) ნახარში და მსუყე ბულიონი, ბორშჩი, საწებელი (სოუსი);
  • კვერცხის გული, შემწვარი კვერცხი;
  • შავი პური, თეთრი ახალგამომცხვარი პური, ნაზუქი, ღვეზელი, ბლინი, საკონდიტრო ნაწარმი;
  • უმი ბოსტნეული, ხახვი, ნიორი, ბოლოკი, თალგამი, მჟაუნა, ისპანახი, მწნილეული; ცხარე სანელებლები, ძმარი;
  • ხილიდან - ფორთოხალი, საზამთრო, ყურძენი, ბროწეული, გრეიპფრუტი, შინდი, ლიმონი, ქლიავი;
  • სასმელებიდან - გაზიანი წყალი, კაკაო.

საკვები უნდა მომზადდეს ორთქლზე, გამწვავების პერიოდში ყველაფერი უნდა მოიხარშოს და გაიხეხოს, არ უნდა იყოს მეტისმეტად ცხელი და მეტისმეტად ცივი. ქრონიკული გასტრიტი შეიძლება მიმდინარეობდეს დაქვეითებული, მომატებული ან ნორმალური მჟავიანობით, ხშირი ან იშვიათი გამწვავებით.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 18 Თვის Შვილი.არის Თუ არა მარგებელი საზამᲗრო მისᲗვის? მისმა პედიატრმა გვიᲗხრა არ აᲭამოᲗო არაა სასარგებლოვო</p>

გასტრიტის მწვავე პერიოდში და ქრონიკული ფორმის გამწვავების დროს ინიშნება მკაცრი დიეტა.

1. მომატებული ჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს რაციონი უნდა შეიცავდეს კუჭის სეკრეციის დამთრგუნველ პროდუქტებს. ასეთია:

  • რძე და კარაქი;
  • მაგრად მოხარშული კვერცხი;
  • რძიანი ფაფები;
  • ხორბლის ფქვილის ორცხობილა;
  • ხილისა და ბოსტნეულის ტკბილი წვენები.

გამწვავების დროს რეკომენდებულია წყალში მოხარშული შვრიის ფაფა, კისელი, ტკბილი ხილის კომპოტი და პიურე.

2. დაბალი მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს კი, პირიქით, რაციონი მდიდარი უნდა იყოს კუჭის სეკრეციის გამაძლიერებელი პროდუქტებით:

  • ხორცისა და თევზის, ბოსტნეულის სუპებით;
  • მჭლე ხორცითა და თევზით;
  • მჟავე ხილისა და ბოსტნეულის წვენებითა და პიურეთი;
  • რძემჟავა პროდუქტებით (მაწვნით, იოგურტით, კეფირით, ხაჭოთი).

3. ნორმალური მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს კვების პრინციპი ისეთივეა, როგორიც მჟავიანობის დაქვეითებისას, ოღონდ დიეტა უფრო მსუბუქია.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს კვება უნდა იყოს დამზოგველი, იმავე პრინციპით შედგენილი, როგორითაც მომატებული მჟავიანობისას. კარგია ყოველდღიურ რაციონში რძისა და მისი ნაწარმის: კარაქზე მომზადებული სუპების, თხიერი რძიანი ფაფების, ხაჭოს, ასევე - კისელის, ხილის ჟელეს, მოხარშული კვერცხის, მოხარშული ხორცისა და თევზის ჩართვა. შეზღუდულად უნდა გამოვიყენოთ მარილი.

წყლულოვანი დაავადების გამწვავების დროს ბავშვს ყოველგვარი საკვები ეძლევა თხიერი ან ნახევრად თხიერი სახით. პური ამოღებულია რაციონიდან. საკვების მიცემა სასურველია დღეში 6-8-ჯერ, მცირე ულუფებით.

მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე რაციონი 7-10 დღეში ერთხელ ფართოვდება და მომატებული მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტისას უახლოვდება.

წყლულოვანი დაავადების დროს ბავშვის რაციონიდან დიდი ხნით უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი დამარილებული, შებოლილი, დაკონსერვებული, შემწვარი პროდუქტი, სანელებელი, ხახვი, ნიორი, წიწაკა, მდოგვი. არ შეიძლება ხორცისა და თევზის კონცენტრირებული ბულიონი, გაზიანი სასმელი, ნაყინი, უხეში უჯრედისის შემცველი პროდუქტი - კომბოსტო, კიტრი, შავი პური და სხვა.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს რაციონი უნდა შეიცავდეს ყველა ძირითად საკვებ ნივთიერებას, მაგრამ ადვილად მოსანელებელი ფორმით. ნახშირწყლების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ასაკობრივ ნორმას - მათი სიჭარბე ალერგიულ რეაქციებს და წონის მომატებას იწვევს. უმჯობესია, ნახშირწყლები წარმოდგენილი იყოს ტკბილი ხილისა და ბოსტნეულის სახით (უხეში უჯრედისის გარეშე). ნებადართულია თაფლიც ზომიერი რაოდენობით, თუ ბავშვს მის მიმართ ალერგია არ აქვს. ბურღულეულიდან უმჯობესია შვრია, წიწიბურა. საკვები საკმაო ოდენობით უნდა შეიცავდეს ვიტამინებს, უწინარესად - A-სა და B ჯგუფისას. სასურველია ვიტამინების მიღება დამატებით, პოლივიტამინების სახითაც.

ნაღვლის ბუშტში ნაღვლის შეგუბების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია კვება დღეში 5-ჯერ, ერთსა და იმავე დროს. საკვები ადვილად მოსანელებელი რომ იყოს, კარგად დაამუშავეთ (ბოსტნეული წვრილად დაკეპეთ, ხორცი გაატარეთ) და ორთქლში მოხარშეთ.

ბავშვთა ასაკში ხშირია ქოლეცისტიტი - სანაღვლე გზების ანთებითი დაავადება. ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად ირღვევა საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ფუნქციები, ხდება ორგანიზმის ქრონიკული ინტოქსიკაცია და სხვა. ანთებითმა პროცესმა შესაძლოა მოიცვას ღვიძლიც.

ღვიძლის ანთებითი დაავადებები მიმდინარეობს ხანგრძლივად, ქრონიკულად, ამიტომ მკურნალობის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტოთერაპიას. დაავადების პირველ დღეებში ავადმყოფს სჭირდება უხვად სითხე - ტკბილი ჩაი, ასკილის ნაყენი, ხილისა და ბოსტნეულის წვენები. საკვები ნახევრად თხიერი, ადვილად ასათვისებელი უნდა იყოს. ასეთია რძიანი ფაფები, ბოსტნეულის პიურე, კისელი, კომპოტი. სუპი უმჯობესია ბლენდერში ათქვიფოთ. დიეტა ხელს უწყობს ღვიძლის დარღვეული ფუნქციის აღდგენას, ნაღვლის ნორმალურ გამოყოფას, აფერხებს ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას.

რეკომენდებულია:

  • უცხიმო რძე, ახალი ხაჭო (200-300გ დღეში), მაწონი, კარაქი (10გ დღეში), კეფირი, ნაღები (შეზღუდული რაოდენობით);
  • საქონლის, ხბოს, ქათმის, კურდღლის მოხარშული, მჭლე ხორცი. ორთქლში მოხარშული კატლეტი, გუფთა, ხბოს ძვლის ბულიონი, დიეტური და საექიმო ძეხვი, რძიანი სოსისი, მოხარშული თევზი;
  • კვერცხი - დღეში 1 ცალი (უგულოდ, კერძის შემადგენლობაში), კვერცხის ცილის ომლეტი ან სუფლე.
  • ბოსტნეულის (კარტოფილის, სტაფილოს, ჭარხლის, ყვავილოვანი კომბოსტოს) სუპი, მაწვნის სუპი;
  • ცხიმად - ზეითუნის, სიმინდის, მზესუმზირას, სოიის ზეთი, ისიც შეზღუდული ოდენობით;
  • გამომშრალი პური, ყოველგვარი ფაფა;
  • კარტოფილი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, კიტრი, ბადრიჯანი, ყაბაყი, ვაშლი, მსხალი, ატამი, გარგარი, საზამთრო, ნესვი, ბანანი;
  • ახალგამოწურული წვენები, ასკილის ნახარში, სუსტი რძიანი და ლიმონიანი ჩაი, კომპოტი, კისელი.

დიეტა უნდა დაიცვათ ხანგრძლივად - წელიწადზე მეტხანს, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია, ამიტომ სასურველია, ყოველგვარი ცვლილება პირად პედიატრთან შეათანხმოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები