7 თვის ჩვილს იმდენად ხორცში შემავალი საკვები ნივთიერებები არ სჭირდება, რამდენადაც მისი გემოს, სუნისა და კონსისტენციის მიჩვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

7 თვის ჩვილს იმდენად ხორცში შემავალი საკვები ნივთიერებები არ სჭირდება, რამდენადაც მისი გემოს, სუნისა და კონსისტენციის მიჩვევა

- როდის გავასინჯოთ ბავშვს კატლეტი?

- ათი თვიდან, როცა ჩვილს რამდენიმე კიჭი ამოეჭრება, მისთვის კატლეტის მიცემა უკვე შეიძლება. 10-11 თვის ბავშვს ახალამოწვერილი კბილებით უკვე შეუძლია მყარი საკვების დაღეჭვა. კბილებთან ერთად ის ამისთვის იყენებს ღრძილებს, ენას, სასას. საბავშვო კატლეტი ადვილი მოსამზადებელია. ამისთვის საჭიროა:

  • ახალგაზრდა საქონლის რბილი, მჭლე ხორცი - 100 გ;
  • რძე - 15 მლ;
  • ნახევარი კვერცხი.

ხორცი ორჯერ გაატარეთ მანქანაში, დაამატეთ რძე და ათქვეფილი კვერცხი, ცოტა მარილი, კარგად აურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და ჩაყარეთ ადუღებულ წყალში, რომელშიც წინასწარ ჩაუშვებთ ერთად შეკრულ მწვანე ხახვისა და კამის რამდენიმე ღერს. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 8-10 წუთი. შეგიძლიათ, კატლეტს გარნირად მოაყოლოთ ბოსტნეულის პიურე - სტაფილოსი, ყვავილოვანი კომბოსტოსი, ყაბაყისა, ჭარხლის ფოთლებისა, კარტოფილისა.

პიურე შეგიძლიათ შეკაზმოთ ნახევარი ჩაის კოვზი მცენარეული ზეთით, ცოტა მარილით და მოასხუროთ ლიმონის წვენი. ამგვარად ბავშვი ცოცხლად მიიღებს ჩ ვიტამინსაც, რომელიც ხელს უწყობს რკინის ათვისებას. დესერტად მიართვით ხილის ან ასკილის ოდნავ დამტკბარი ნაყენი. ჩაის მიცემას არ გირჩევთ, ვინაიდან ტანინი რკინის ათვისებას ხელს უშლის.

- ხშირად ჩვილს არ მოსწონს ახალი გემო. რას ურჩევთ მშობელს, როგორ მოიქცეს ასეთ დროს?

- პატარას უნდა მოეწონოს საკვების არა მხოლოდ გემო, არამედ შესახედაობაც. დაუდეთ ხორცი მწვანე სალათის ფურცელზე და გარშემო შემოუწყვეთ ვარსკვლავებად დაჭრილი მოხარშული სტაფილო, ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა... წარმოიდგინეთ, რა ლამაზი იქნება, თვალს როცა უხარია - მადაც იღვიძებს. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:

  • ხორცის კერძის პირველ მიცემამდე 7-10 დღით ადრე პატარას კვებამდე ჩააყლაპეთ კამით შეკაზმული 1 ჩაის კოვზი ხორცის ბულიონი - იგი შეეჩვევა ხორციანი კერძის გემოს და ამის შემდეგ ხორცს აღარ იუცხოებს.
  • შემდეგ ბოსტნეულის მისთვის უკვე ნაცნობ პიურეს შეურიეთ 1-2 კოვზი ხორცის ნახარში. 2-3 დღე ასეთი პიურე მიეცით, მერე კი უკვე ხორცის პიურე შესთავაზეთ.
  • დაიწყეთ ერთი ჩაის კოვზით. თუ კარგად მოინელა, 3 დღის შემდეგ ულუფა 30 გრამამდე გაზარდეთ.
  • 7 თვის ჩვილს იმდენად ხორცში შემავალი საკვები ნივთიერებები არ სჭირდება, რამდენადაც მისი გემოს, სუნისა და კონსისტენციის მიჩვევა. საამისოდ საკმაო ხანია საჭირო, მით უმეტეს - თუ ბავშვი ძუძუს წოვს. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილს გაცილებით ადრე ვაძლევთ ხორცს, ვიდრე ბუნებრივ კვებაზე მყოფს.

წაიკითხეთ სრულად