პატარა რატომელას გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარა რატომელას გვერდი

წყლის დასხმა იოლი გზაა ამ მიზნის მისაღწევად - წყალი ასველებს ზედაპირს, გარს ეკვრის მას, ამცირებს ტემპერატურას. ბენზინის შემთხვევაში კი ეს არ გამოვა, რადგან ბენზინი წყალს არ შეერევა, ის წყალზე მსუბუქია, წყალს ზემოთ მოექცევა და წვას განაგრძობს. გარდა ამისა, ბენზინი წყალთან ერთად იღვრება, ვრცელდება და წვის ფართობს ზრდის. ბენზინის წვის შესაჩერებლად ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტის სხვა მეთოდი უნდა მოვძებნოთ. მაგალითად, აალებულ საწვავს ქვიშა ან მიწა დავაყაროთ. თუ შესაძლებელია, ჯერ ხანძრის გავრცელება უნდა შევზღუდოთ. ამისათვის ქვიშით ჯერ წვის არე უნდა შემოვფარგლოთ, მერე კი ცენტრისაკენ ავიღოთ გეზი. თუ ბენზინი ავზში აალდა, ქვიშის ჩაყრა არ ღირს – ბენზინი გადმოიღვრება და ცეცხლი გავრცელდება. ჯობს, მას მკვრივი ქსოვილის ნაჭერი - ხალიჩა, პალტო ან საბანი დავაფაროთ.

რატომ ცივა მთებში?

თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით უფრო მაღალი უნდა იყოს ტემპერატურაც. ეს ბუნებრივია: ჯერ ერთი, თბილი ჰაერი ზემოთ მიიწევს; მეორე - მზეს ვუახლოვდებით. სინამდვილეში მთებში ჰაერის ტემპერატურა სულ სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ჰაერი სითბოს ძალიან ცუდი გამტარია, ამიტომ მზის სხივები მას ისე გაივლიან, რომ ვერ ათბობენ. დედამიწის ზედაპირთან ჰაერს მზის სხივები კი არ ათბობს, არამედ ნიადაგი და წყალი, რომლებიც შთანთქავენ მზის ენერგიას და მერე უკანვე ასხივებენ. დედამიწის ზედაპირიდან მომავალ სითბურ გამოსხივებას შეუძლია, ჰაერი 15 კილომეტრ სიმაღლემდე გაათბოს. რაც უფრო ვცილდებით დედამიწის ზედაპირს, მით უფრო იკლებს ტემპერატურა. ეს იმიტომ, რომ დედამიწისგან მოშორებით ჰაერი სწრაფად ცივდება, თანაც ატმოსფეროს ზედა შრეებში იშვიათდება, რაც კიდევ უფრო აუარესებს სითბოს გადაცემას. ყოველ 1000 მეტრზე ასვლისას ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 6 გრადუსით იკლებს. დაკვირვებული ბავშვი იკითხავს, მთასაც ხომ შეუძლია მზის სხივების ენერგიის შთანთქმა და მისი გამოსხივებაო? რასაკვირველია, შეუძლია, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ჰაერი მთაში გაიშვიათებულია, ესე იგი, როგორც გავარკვიეთ, ცუდად თბება. გარდა ამისა, მზის სხივები მთას პირდაპირ კი არ ეცემა, არამედ კუთხით. მთებს გათბობაში თოვლიანი “ქუდებიც” უშლის ხელს - თეთრი თოვლი მზის სხივებს ირეკლავს.