პირველი დახმარება ბენზინით მოწამვლისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დახმარება ბენზინით მოწამვლისას

ბენზინი და მისი აირები სწრაფად შეიწოვება ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ორგანიზმიდან მათი გამოყოფა ძირითადად სასუნთქი გზებითა და ნაწილობრივ შარდით ხდება. მოწამვლა (ინტოქსიკაცია) ვითარდება კუჭში, კანზე მოხვედრისას და ინჰალაციისას (შესუნთქვისას). ტეტრაეთილტყვია ახდენს ფსიქოტროპულ და ნეიროტროპულ მოქმედებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ცენტრალური ნერვული სისტემის ძლიერი აგზნება. სამწუხაროდ, ბენზინის მომწამვლელი კომპონენტები თავისა და ზურგის ტვინში გროვდება (დეპონირდება).

რა ხდება ბენზინის აირთა შესუნთქვისას

ბენზინის აირთა შესუნთქვისას ვითარდება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, თრობის შეგრძნება, აგზნება, გულისრევა, ღებინება. მძიმე შემთხვევაში - სუნთქვის დარღვევა, ცნობიერების დაკარგვა, გულყრა, პირის ღრუდან შეინიშნება ბენზინის მკვეთრი სუნი. ყველა ეს სიმპტომი ამარტივებს დიაგნოზის დასმას. ბენზინის გადაყლაპვის შემთხვევაში იწყება მუცლის ტკივილი, ღებინება, ძილის დარღვევა, ჰალუცინაცია, ოფლიანობა, ძლიერდება ნერწყვდენა. მძიმე შემთხვევაში ვლინდება მწვავე ფსიქოზის სიმპტომები, რომლებიც ძლიერ წააგავს თრობის დროს გამოხატულ მდგომარეობას. ბენზინი და მისი აირები ახდენს ძლიერ ტოქსიკურ ზეგავლენას თირკმელებზე, რაც ზოგჯერ თირკმლის უკმარისობის განვითარებით სრულდება. გარდა ამისა, ბენზინი არღვევს სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების წარმოქმნის პროცესს.

პირველი დახმარება ბენზინით მოწამვლის დროს

დაზარალებული დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოთ იმ შენობიდან, რომელიც ბენზინის აირებითაა გაჯერებული. კუჭში ბენზინის მოხვედრისას საჭიროა ორგანოს ამორეცხვა. უმჯობესია ნატრიუმის ჰიდროკარბონატის (საჭმლის სოდა) 2%-იანი ხსნარით. აირთა შესუნთქვის შემთხვევაში მაქსიმალურად უზრუნველყავით სუფთა ჰაერის მიწოდება. სასურველია, მოწამლულს ჟანგბადის ბალიშით ასუნთქოთ. სისხლძარღვოვანი უკმარისობის დროს (კოლაფსი, გულის წასვლა) კანქვეშ უნდა შეუყვანოთ 2 მლ კორდიამინი, 2 მლ 10 %-იანი კოფეინი.

ბენზინით მსუბუქი მოწამვლისას დაზარალებული არ საჭიროებს განსაკუთრებულ სამედიცინო დახმარებას. მძიმე შემთხვევისას კი აუცილებელია მოწამლულის კლინიკაში გადაყვანა. თუ დაზარალებული უგონოდაა ან სუნთქვის დარღვევა აღენიშნება, აუცილებელია მისი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა.

თინათინ გოცაძე