ტოტალური კონტროლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტოტალური კონტროლი

წინათ დედა სახელებით იცნობდა ბიჭუნებს, რომლებთანაც მგობრობდით და რომლებიც მოგწონდათ, ახლა კი არ ესმის, რატომ ინახავთ საიდუმლოდ ყმაწვილებთან თქვენს ურთიერთობას. მას არ მოსწონს თქვენი ახალი მეგობარი და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეუბნებათ: “ახალგაზრდობაში მეც ვხვდებოდი ასეთ ტიპს. კიდევ კარგი, დროზე მოვეგე გონს!” თქვენს მეგობართან მისმა თავშეკავებულმა შეხვედრამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თქვენს მომავალ ურთიერთობაზე - თუ ბიჭი მიხვდა, რომ ის არასასურველი სტუმარია დედათქვენისთვის, შესაძლოა მომავალში თავი არიდოს მასთან შეხვედრას და ამის გამო - თქვენთანაც. თუ გსურთ, დაიცვათ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, ნუ აჰყვებით ემოციებს და ნუ ჩაერთვებით კამათში. თუ შეყვარებულს გამოექომაგებით, ეს შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც დაპირისპირება: “თქვენ ცუდები ხართ, ის კი - კარგი. მე მასთან ვარ და არა თქვენთან”. უმჯობესია ჰკითხოთ დედას, როგორი რეაქცია ექნებოდა, თავად რომ ყოფილიყო თქვენს ადგილას. მშობლების გამოცდილებაზე აპელირებით, რომელსაც ხშირად იშველიებენ ისინი, შეგიძლიათ სასურველ შედეგებს მიაღწიოთ. ბევრი მშობელი შვილებზე მანიპულირების საშუალებად ფულს იყენებს: “არ გინდა ამ უნივერსიტეტში ჩაბარება? სხვაგან მომზადებისა და სწავლის თანხას არ გადავიხდი!” ან “არ მიჯერებ?! - ვერ წახვალ მეგობრებთან ერთად კლუბში ან დასასვენებლად!” ამ შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ ერთია - იპოვოთ სამუშაო და თავად გამოიმუშაოთ თქვენთვის საჭირო თანხა. შესაძლოა, თქვენი ანაზღაურება არც ისე დიდი იყოს; სამაგიეროდ, აღარ მოგიწევთ დედისთვის ფულის თხოვნა გასართობად ან ისეთი წვრილმანებისთვის, რომლებიც დედას უსარგებლოდ მიაჩნია. დედა ალბათ გააპროტესტებს, იტყვის, რომ თუ იმუშავებთ, სწავლაში ხელი შეგეშლებათ ან რომ ექიმისა და ეკონომისტის შვილისთვის შეუფერებელია “მაკდონალდსში” მიმტანად ან დამლაგებლად მუშაობა... ნუ იტყვით, რომ საკუთარი ფულის ქონა გსურთ - მშობლების წარმოსახვაში მაშინვე დაიხატება ღამის კლუბი ან კაზინო. უმჯობესია, უთხრათ, რომ გსურთ, დაეხმაროთ მათ, შეამციროთ თქვენთვის განკუთვნილი ხარჯი და ცხოვრებისეული გამოცდილებაც შეიძინოთ. არსებობენ დედები, რომლებიც გამუდმებით უკირკიტებენ ქალიშვილის ჩაცმის სტილს, ვარცხნილობას, მაკიაჟს. ასეთი გადაჭარბებული ყურადღება იმით არის გამოწვეული, რომ დედა ოჯახის სავიზიტო ბარათად აღგიქვამთ - ჩაცმულობა ხომ გარკვეულწილად ოჯახის სოციალურ სტატუსზე მეტყველებს. ზოგიერთ მშობელს მიაჩნია, რომ “კარგი ოჯახის შვილი” არ გაიკეთებს პირსინგს და ტატუს, არ ჩაიცვამს მოკლე კაბებს, დაბალწელიან ჯინსებს. ნაცნობ-მეგობრების მაგალითად მოყვანა, ახალგაზრდული მოდის ტენდენციებზე საუბარი ამაოა. შეეცადეთ, დაამშვიდოთ დედა იმით, რომ მოდა ცვალებადია და როცა პოდიუმებზე არშიები და ფართოტოტებიანი შარვლები დაბრუნდება, სიამოვნებით შეიძენთ. შეახსენეთ, ცოტა ხნის წინ როგორ განიცდიდა თქვენი ფეხსაცმელების სტილს. ახლა ისინი სადღაც საკუჭნაოში ყრია, თქვენ კი მოდურ შუზებში ხართ გამოპრანჭული...