როგორ განვუვითაროთ ბავშვს ინტელექტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ განვუვითაროთ ბავშვს ინტელექტი

გვესაუბრება ფსიქოლოგი მარიამ ჩიქავა.

"ინტელექტი" ლათინური სიტყვაა და ქართულად გონიერებას, გაგებას, წვდომას ნიშნავს. თავის მხრივ, იგი ლათინური თარგმანია ბერძნული სიტყვისა "გნუს" - გონება. ზოგიერთ ფსიქოლოგიურ კონცეფციაში ინტელექტი გაგებულია როგორც ზოგადი გონიერება, ახალ, რთულ სიტუაციასთან გამკლავების უნარი. გეშტალტფსიქოლოგიის მიხედვით, ინტელექტი ახალ, უჩვეულო სიტუაციაში ეფექტური ორიენტაციის უნარია.

ფრანსის ჰალტონი (XIX საუკუნე) იყო პირველი, ვინც ცდილობდა შეესწავლა ადამიანებს შორის გონებრივი განსხვავებები და გაეზომა მათი გონებრივი უნარები. მისმა წიგნმა "გენიოსობის მემკვიდრეობა" მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტესტირების მეთოდების, თეორიებისა და პრაქტიკის შემდგომ განვითარებაზე. 1905 წელს ბინემ და სიმონმა საფრანგეთში ინტელექტის საცდელი სკალა შექმნეს. ის წარმოადგენდა სირთულის მიხედვით დალაგებულ 30 ტესტს, რომლებიც ყურადღების, მეტყველების, აზროვნების, მეხსიერების უნარის შესაფასებლად იყო გამიზნული.

შეფასება ქულებით ხდებოდა და ინტელექტის კოეფიციენტის შტერნისეულ ცნებას (IQ) ეფუძნებოდა, სადაც IQ წარმოადგენს გონებრივი ასაკის ქრონოლოგიურთან შეფარდებას, გამრავლებულს 100-ზე. მოგვიანებით ბინე-სიმონის IQ სკალა ტერმენმა სრულყო და დღეს იგი სტენფორდ-ბინეს IQ სკალის სახელით არის ცნობილი. გარდა ზემოხსენებული ტესტებისა, არსებობს ვექსლერის IQ სკალა, რავენის პროგრესული მატრიცები, აიზენკის ინტელექტის ტესტი. ინტელექტის ტესტი ზომავს ადამიანის მიღწევებს სხვა ისეთი ადამიანების მიღწევებთან მიმართებით, რომლებიც იმავე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, IQ ტესტში მიღებული ქულა გვიჩვენებს, სად იმყოფება ესა თუ ის ადამიანი მისი ასაკობრივი ჯგუფის სხვა ადამიანებთან შედარებით - საშუალო პოზიციაზე, საშუალოზე მაღლა თუ საშუალოზე დაბლა.

- ინტელექტი ბავშვს მემკვიდრეობით გადაეცემა?

- ადამიანის განვითარება მემკვიდრეობით მიღებული ინდივიდუალური გენეტიკური მახასიათებლების, ესე იგი ბუნების, და აღზრდის ერთობლიობა, მათი ურთიერთკავშირია. თავის ტვინის განვითარება დაბადებამდე, ემბრიონული პერიოდის დადგომისთანავე (ჩასახვიდან 2 კვირის განმავლობაში) იწყება და დროული ახალშობილი ქვეყანას ევლინება მილიარდობით ნეირონისგან ჩამოყალიბებული ნერვული სისტემით, რომელსაც ნორმალური ფუნქციობის უნარი აქვს. ადრეულ ასაკში კარგი აღზრდა, კარგი კვება და მზრუნველი გარემო თავის ტვინის განვითარებას სათანადო საფუძველს უქმნის, რომელიც ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვება. განცდები, სტიმულაცია, მშობლებთან პოზიტიური ურთიერთობა ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია, რადგან ადრეულ ასაკში ბავშვის თავის ტვინი გრძნობათა ორგანოების საშუალებით სტიმულირდება. გრძნობადი სტიმულატორების - შეხების, სმენის, ტკივილის, გემოს, ყნოსვის, ტემპერატურის და სხვა - თავის ტვინის სტრუქტურასა და მის ფუნქციაზე ზემოქმედების ახლებურმა გაგებამ თავის ტვინის განვითარების შესახებაც შეცვალა წარმოდგენა. ყველაზე დიდ როლს შვილის აღზრდაში მშობელი ასრულებს. ბავშვს მემკვიდრეობით გადაეცემა ნიჭი და არა ინტელექტი. ნიჭს კი განვითარება და ხელშეწყობა სჭირდება. რატომ იყო, რომ ბებიები და დედები ოდითგანვე ჯერ კიდევ აკვანშივე უყვებოდნენ ბავშვებს ზღაპრებს, უკითხავდნენ ლექსებს? შვილის განვითარება მის ინტელექტზე ზრუნვაა.

- რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის ინტელექტზე ზრუნვა?

- შეიძლება ითქვას, მუცლად ყოფნის პერიოდიდან. ეს არ არის გაზვიადება; მართლაც შეიძლება, ბავშვს მუცლად ყოფნის პერიოდშივე განვუვითაროთ გემოვნება. მაგალითად, ცნობილია, რომ ერთი პიანისტი მთელი ორსულობის განმავლობაში თავის შვილს კლასიკას ასმენინებდა; ბავშვი რომ დაიბადა, ჯერ სულ რამდენიმე დღისა იყო, როდესაც მუსიკის გაგონებისთანავე ღიღინს იწყებდა და ტკბილად ეძინებოდა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის გონების ზედმეტად დატვირთვა. მას აუცილებლად უნდა დარჩეს დრო სათამაშოდ, სასეირნოდ, თანატოლებთან ურთიერთობისთვის.

- რა როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში საბავშვო ბაღი?

- ბავშვის განვითარებასა და ინტელექტის ჩამოყალიბებას ძალიან უწყობს ხელს საბავშვო ბაღი, სადაც იგი გარე სამყაროსთან ურთიერთობას დამოუკიდებლად სწავლობს. ადრე თუ იგი დედას, ბებიას, ძიძას იყო მიჯაჭვული, ახლა თავად ზრუნავს საკუთარ თავზე, სწავლობს საპირფარეშოში წასვლას, დამოუკიდებლად თამაშს და მშობლებისგან დამოუკიდებლად თანატოლებთან კონტაქტის დამყარებას, გარდა ამისა, ეჩვევა უცხო გარემოს, წინააღმდეგობებს, ახალ მეგობრებს და ხდება უფრო სოციალური, სამყაროს სულ სხვა თვალით აღიქვამს.

- რას ურჩევდით მშობლებს?

- არ არის რეკომენდებული, ბავშვმა წინასწარ, სკოლაში წასვლამდე ისწავლოს წერა-კითხვა და მთელი ის პროგრამა, რასაც სკოლაში მასწავლებელი ისედაც ასწავლის. თუ ბავშვს უკვე ეცოდინება ყველაფერი, რაც დაწყებით კლასში უნდა ასწავლონ, სკოლაში სიარული მისთვის უინტერესო და მოსაწყენი გახდება. ჩვენ კი, პირიქით, იქით უნდა მივისწრაფოდეთ, რომ ბავშვისთვის სკოლაში სიარული საინტერესო და სახალისო გავხადოთ, რადგან ეს მისი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპია - რეჟიმის, მორჩილებისა და პასუხისმგებლობის ეტაპი, რომლის გადალახვაც მას ისედაც უჭირს. თანამედროვე სასკოლო პროგრამები დაწყებით კლასებში შემეცნებაზეა დამყარებული, ეს კი უდავოდ სასკოლო რეფორმების მიღწევად უნდა ჩაითვალოს.