გავანებივროთ თუ არა ბავშვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გავანებივროთ თუ არა ბავშვი

დაე, ყველაფერი ჰქონდეს!

არსებობენ მშობლები, რომლებიც შვილებს შეგნებულად ანებივრებენ და არა იმიტომ, რომ თავს ვერ იკავებენ მორიგი სათამაშოს შეძენისაგან. ჩვეულებრივ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც არც ისე ნათელი ბავშვობა ჰქონდათ: მათ მკაცრად ზრდიდნენ, ანდა ოჯახის მატერიალური შესაძლებლობები იყო შეზღუდული... ერთ სიტყვით, მიზეზთა გამო მათ საკუთარი ბავშვობა ბედნიერად არ მიაჩნიათ და ჯერ კიდევ მოზარდ ასაკში იღებენ გადაწყვეტილებას: “ჩემს შვილს ყველაფრის უფლებას მივცემ”, “ჩემს შვილს ყველაფერი ექნება”. ასეთივე გადაწყვეტილებას იღებენ მშობლებიც, რომლებსაც შვილი გვიან შეეძინათ ან ვისი პატარაც ხშირად და მძიმედ ავადმყოფობდა. ზოგის ქცევას გარემოებები მართავს: პატარას ანებივრებს ერთი მშობელი, რადგან მიაჩნია, რომ მეორე მეტისმეტად მკაცრია; დედა, რომელსაც აქვს დანაშაულის განცდა იმის გამო, რომ დაშორდა ბავშვის მამას; განქორწინებული მშობლები, რომლებიც იბრძვიან ბავშვის გულში პირველობის მოსაპოვებლად. ბევრს სიამოვნებს, როცა სიხარულს ანიჭებს ბავშვს და ასე იქცევა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოაჩენს, რომ ბავშვი უკვე თვითონვე ითხოვს მეტ სათამაშოს, ტკბილეულს, გასართობს და ჭირვეულობს, თუ სურვილი უმალვე არ აუსრულეს.

მკაცრი, მაგრამ სამართლიანი

ასეთ მშობლებს უკავიათ სრულიად საპირისპირო პოზიცია: “არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავანებივროთ”. ისინი ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპით: როგორც არ უნდა წარიმართოს ბავშვის ცხოვრება მომავალში, მას დაბრკოლებათა გადალახვა გაუადვილდება, თუ პატარაობიდანვე შეეჩვია სირთულეთა დაძლევას. ზოგი მშობელი კი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საჩუქარი ბავშვმა უნდა დაიმსახუროს. მაგრამ ნებისმიერი ერთხელ და სამუდამოდ მიღებული გადაწყვეტილება ცუდია იმით, რომ დგება დრო, როცა ცხოვრება მასში კორექტივების შეტანას მოითხოვს. მკაცრი მშობლების შვილი შესაძლოა ისეთი გულქვა ადამიანი დადგეს, რომ ვერ შეძლოს ვერც საკუთარი გრძნობების გამოხატვა და ვერც სხვისი დააფასოს. პატარა თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს მხოლოდ ისეთ ოჯახში, სადაც არა მხოლოდ მისი, არამედ ყველას ინტერესებია დაცული. თუ ბავშვს ანებივრებთ და საკუთარ ინტერესებს უგულებელყოფთ, მას ჩამოუყალიბდება ორმაგი კომპლექსი: საკუთარი განსაკუთრებულობისა და ახლობლების მიმართ დანაშაულისა. პატარა ასეთ მდგომარეობაში ისევე უხერხულად გრძნობს თავს, როგორ ზრდასრული. ბავშვი, რომელსაც მშობლები მყისვე უსრულებენ ყოვლგვარ სურვილს, თავს უბედურად გრძნობს, რადგან მხოლოდ ერთი გზით შეუძლია სიამოვნების მიღება - გამოყენებით (მაგრამ ხომ შესაძლებელია სიამოვნების მიღება იმითაც, რომ ვინმეს გაუყო რამე ან თავად შექმნა). თვით სასიამოვნო საგნებსაც კი, როცა მათ მეტისმეტად ხშირად სჩუქნიან, სიხარული აღარ მოაქვთ. რა თქმა უნდა, არც მკაცრი აღზრდაა მომავალი წარმატების საწინდარი. ასეთი ბავშვები კარგავენ ცხოვრებით ტკბობის უნარს. გამოდის, რომ ბავშვი შეიძლება უბედური გავხადოთ როგორც განებივრებით, ისე მკაცრი აღზრდით. მშობლებისთვის ოქროს შუალედის დაცვა არ არის ადვილი, რადგან “განებივრებაზე” ყველას სხვადასხვაგვარი წარმოდგენა აქვს.

  • თუ ყველაფერი, რის უფლებასაც აძლევთ ბავშვს, არ ბღალავს ოჯახის ზრდასრული წევრების ან უფროსი შვილების ინტერესებს, თუ ოჯახი ცხოვრობს არა მხოლოდ ბავშვის სიამოვნებით და ყველა წევრს აქვს საკუთარი თუ საერთო დღესასწაულები, ბავშვის განებივრება არ გემუქრებათ.
  • თუ თქვენი შემოსავალი საშუალოზე მაღალია და შიშობთ, რომ შეუზღუდავი შესაძლებლობები “გააფუჭებს” ბავშვს, ასწავლეთ მას, აირჩიოს მეგობრები არა მათი მშობლების მატერიალური შესაძლებლობების, არამედ ღირსებებისა და საერთო ინტერესების მიხედვით, გასცეს საჩუქრები მთელი გულით, დაეხმაროს მეგობრებს მძიმე წუთებში.
  • თუ თქვენი შვილი უკვე განებივრებულია სიურპრიზებით, ეცადეთ უყიდოთ მხოლოდ ის, რასაც ის გთხოვთ და არ დააყაროთ საჩუქრები ისე, არაფრის გამო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიურპრიზებზე უარი ვთქვათ, მაგრამ მათი მეტისმეტად ხშირად მოწყობა საჭირო არ არის.
  • ნუ დაუმალავთ შვილს საოჯახო პრობლემებს, ნუ აარიდებთ საზრუნავს. გაითვალისწინეთ - ის მომავალში ოჯახური ცხოვრების სრულუფლებიანი მონაწილე უნდა გახდეს.