როგორ აღვზარდოთ ბავშვში სიკეთე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ აღვზარდოთ ბავშვში სიკეთე

ზნეობრივი აღზრდა საუკუნეების განმავლობაში იყო პედაგოგიური მეცნიერების შესწავლის საგანი. სიკეთე, სამართლიანობა, გულმოწყალება, გულწრფელობა, ადამიანის პატივისცემა, საზოგადოდ, ყველა დროის ფასეულობებია. დღეს კი ზნეობრივმა აღზრდამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. სწორედ ზნეობრიობის დეფიციტია დღეს ჩვენს ცხოვრებაში არსებული მრავალი პრობლემის სათავე. გულგრილობის, აუტანლობის, აგრესიულობის სულ უფრო მზარდი გამოვლენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ბავშვებში მორალური თვისებების აღზრდას. ბავშვის მორალური აღზრდა საკმაოდ რთული პროცესია. ბავშვი იზრდება და თანდათან ითვისებს საზოგადოებაში საყოველთაოდ მიღებულ ქცევისა და ურთიერთდამოკიდებულების ნორმებს, თუმცა ეს საკმაოდ გრძელი, მომქანცველი გზაა, ის ყოველთვის არ არის ეფექტური და არ უზრუნველყოფს მორალური ღირებულებების ათვისებას. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი უფროსის როლი. სკოლამდელ ასაკში სიკეთის, გულმოწყალების, თანაგრძნობის წყარო ახლობლებთან ურთიერთობაა. ბავშვები ადრეულ ასაკში გრძნობენ უფროსების სიკეთეს, სამართლიანობას, მყისვე რეაგირებენ მათ მიმართ ცუდი განწყობის გამოვლენაზე. ძალზე მნიშვნელოვანია, პატარები ჰუმანურ გრძნობებს არა მარტო საკუთარ თავზე განავრცობდნენ, არამედ სხვების მიმართაც შეეძლოთ თანაგანცდის, თანაგრძნობის გამომჟღავნება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა არის სიკეთე, სიმართლე, სამართლიანობა... პატარებს უნდა შეეძლოთ, პასუხი გასცენ კითხვას, რატომ უნდა მოიქცნენ სწორედ ასე და არა სხვანაირად. როცა ბავშვებს ვთხოვთ და ვაჩვევთ, განსაჯონ ესა თუ ის საქციელი, ამით მათი ცნობიერების ჩამოყალიბებას ვუწყობთ ხელს. ამ მიზნით ვცდილობთ, პატარებს ხშირად გავაგონოთ სიტყვები “კეთილი”, “გულისხმიერი”, “ყურადღებიანი”. ამ ცნებათა გაგებაში დიდ დახმარებას გვიწევს მხატვრული ლიტერატურა. ზნეობრივი თვისებების ფორმირებისას მნიშვნელოვანია, ხშირად შევუქმნათ ბავშვს პირობები დამოუკიდებლობის, აქტიურობის გამოსავლენად. უფროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვები არა მარტო განასხვავებენ ცუდ და კარგ საქციელს, არამედ იმაზეც ფიქრობენ, რატომ უნდა მოიქცნენ კარგად, რა არის ამა თუ იმ საქციელის მოტივი. მოტივაციის გაგება ხელს უწყობს სიკეთის, მზრუნველობის, გულმოწყალების შესახებ წარმოდგენათა უკეთ გააზრებას და, შესაბამისად, ამ გრძნობების განვითარებას. სასურველია, ბავშვს ხშირად მივცეთ ზნეობრივი არჩევანის საშუალება ანუ შევქმნათ სიტუაცია, როცა პატარა “გზაჯვარედინზე დგას” და ფიქრობს, საით წავიდეს. მაგალითად, დედა ეუბნება ბავშვს: “შეგიძლია ითამაშო, მაგრამ თუ გინდა, შენს უმცროს ძმას დაეხმარე კუბიკების ალაგებაში”. სპეციალისტების აზრით, მორალური ფასეულობების ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია:

  • გვიყვარდეს ბავშვი;
  • ვიცავდეთ მას;
  • ვაძლევდეთ კარგ მაგალითს;
  • ხშირად ვეთამაშოთ;
  • ვიშრომოთ მასთან ერთად;
  • მივცეთ ბავშვს განცდის საშუალება.

ჰუმანური გრძნობების გამომუშავებისთვის მუდმივი მუშაობის შედეგად ბავშვები ერთმანეთისადმი უფრო კეთილგანწყობილნი ხდებიან, სწავლობენ პატიებას, ბოდიშის მოხდას, სხვისი ინტერესების გათვალისწინებას.