როგორ ვაზიაროთ ბავშვი მშვენიერებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვაზიაროთ ბავშვი მშვენიერებას

რატომ კლასიკა?

ჭეშმარიტი ხელოვნება ყოველთვის სასიამოვნო ემოციას აღძრავს, დადებითად მოქმედებს გუნება-განწყობაზე, გრძნობებზე. აღნიშნული ვექტორი, ავტორის პიროვნების, ბავშვის განვითარების ეტაპის, გონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ნებისმიერ მხარეს მივმართოთ და ამისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ხატავს, მღერის ან ცეკვავს თუ არა ბავშვი. ხელოვნების ნაწარმოებს შეუძლია განწმინდოს ცნობიერება, გამოიწვიოს ნოსტალგია და ძალადობისკენაც კი გვიბიძგოს. დადასტურებულია ზემოქმედება ორგანიზმის ენერგეტიკულ ცენტრებზეც, რაც სხვადასხვა სიხშირის ვიბრაციით არის გამოწვეული. უხეშად თუ ვიტყვით, მდაბალ ცენტრებზე მოქმედი ხელოვნება უხეშ, მატერიალურ ემოციებს აღვიძებს, ხოლო ამაღლებული მუსიკის მოსმენით კეთილშობილური საქციელის სტიმულირებაა შესაძლებელი. ამიტომ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პატარა ადრევე უნდა ვაზიაროთ მაღალ ხელოვნებას. ასე აღზრდილი ბავშვი, როცა გაიზრდება, გემოვნების “საწამლავს” თუკი მიიღებს კიდეც, ეცოდინება ნებადართული დოზა და მის ფარგლებს არასოდეს გასცდება. ყოველთვის ექნება შინაგანი ეტალონი, რომლითაც მიუდგება ლიტერატურას, ხელოვნებას, მუსიკას... და მაინც, რატომ კლასიკა? რატომ უნდა უსმინოს მოსაწყენ კლასიკურ მუსიკას თუნდაც მშობელმა? უნდა ვცდილობდეთ კი იმ მომენტის მოხელთებას, როცა შვილს “ჯოკონდათი” დავაინტერესებთ? ხომ არსებობს კომიქსები ათასგვარ თემაზე, მილიონობით საბავშვო სიმღერა, ფილმი, მულტფილმი... მართალია, ეს ყველაფერი არსებობს და პატარა ბავშვსაც ართობს, მაგრამ არის კიდევ უფრო მაღალი საფეხური, რომელზე ასვლაც ბავშვობისას უფრო ადვილია. ხელოვნების პოპულარული ნაწარმოებების აღსაქმელად სულაც არ არის საჭირო ისეთი სულიერი ძვრა, როგორიც კლასიკისთვის, მაგრამ (ან სწორედ ამიტომ) კლასიკური ხელოვნება საშუალებას გვაძლევს, ავმაღლდეთ საკუთარ თავზე, გავიფართოოთ ჰორიზონტი, დავისახოთ უფრო მაღალი მიზნები და ბოლოს და ბოლოს შევიგრძნოთ ყველაზე მაღალი ვიბრაციები. რასაკვირველია, ყველა ბავშვი მხიარულად იცეკვებს პოპულარული მუსიკის ჰანგზე და უფრო და უფრო ხშირად მოითხოვს მის ჩართვას, მაგრამ წარმოიდგინეთ ოჯახი, სადაც მხოლოდ ასეთი მუსიკა ჟღერს. სულაც რომ არ გვქონდეს ასეთი ჩანაწერი, პატარა მას მაინც გაიგონებს ქუჩაში, სავაჭრო ცენტრში, ტრანსპორტში, რაც საკმარისზე მეტიც კია. ამგვარი გასართობი მუსიკა პატარა ბავშვს შეიძლება ვარჯიშის დროს ჩავურთოთ, თანაც, მოგეხსენებათ, მრავლად მოიპოვება კლასიკური ნაწარმოებიც, რომელიც უგუნებობის დროსაც კი საცეკვაო განწყობაზე დაგაყენებთ. ყველაფერთან ერთად, კლასიკურმა ხელოვნებამ გაუძლო საუკუნეთა გამოცდას. ჩვენამდე მრავალი თაობა აღიზარდა ამ ნაწარმოებებზე, მათ დაუკავშირა საკუთარი განცდები და ემოციები. რასაკვირველია, არ უნდა ველოდეთ, რომ პატარა ბავშვი კლასიკური ხელოვნების ნიმუშებით იმთავითვე აღფრთოვანდება. ასე არ მოხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახს არ აქვს სიმფონიების მოსმენის ან კედლებზე ცნობილი მხატვრების ტილოთა რეპროდუქციების გამოფენის ტრადიცია. მაგრამ ყველაფერი წინ არის, დაგროვების ეფექტი ადრე თუ გვიან იმუშავებს. მთავარია, მოთმინებით დაველოდოთ ამ დროს.


რატომ ახლა?

ადამიანის სული თავისთავადაა მიდრეკილი მშვენიერებისკენ, თუმცა ხელოვნების ენის გასაგებად დროა საჭირო, პატარა ბავშვები კი ყველაზე სწრაფად სწავლობენ. მათი გონება დროის სულ მცირე მონაკვეთშიც კი წარმოუდგენელი რაოდენობის ინფორმაციას ითვისებს. ერთადერთი სირთულეა ზღვრის პოვნა ატმოსფეროს შექმნასა და ფაქტების ათვისებას შორის. ჩვენს ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ საკუთარი ცნობიერების მართვის ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი. ამიტომ, თუ გვსურს, მათ ავისა და კარგის გარჩევა ვასწავლოთ, უდავოდ გონივრული იქნება, დაახლოებით სამი წლიდან გავაცნოთ ბავშვს კლასიკური ხელოვნების ნიმუშები. რასაკვირველია, ეს ნიმუშები უნდა იყოს პოპულარული, კარგად გასაგები, მათთან შეხებამ არ უნდა დაღალოს ბავშვი. მაინც რა გვაძლევს ხელოვნება? ვეცდებით, ჩამოვთვალოთ მისი გავლენა ადამიანის პიროვნებაზე:

  • მუდმივი სულიერი ზრდა;
  • გემოვნების ჩამოყალიბება (მათ შორის - ჩაცმის, დიზაინის, იმიჯის შექმნის კუთხით);
  • შთაგონება ყოველდღიური საქმიანობისთვის;
  • ნეგატიური ემოციების უფრო ადვილად გადალახვა;
  • სწავლა;
  • ერთი და იმავე ფაქტის სხვადასხვა კუთხით ხედვის უნარი;
  • საკუთარი მოწოდების ძიების სურვილი;
  • გონებისა და ფსიქიკის დასვენება;
  • მშვენიერის შექმნის სურვილი;
  • რწმენა იმისა, რომ არსებობს რაღაც, მატერიალურ ცხოვრებაზე მეტი.

(გაგრძელება იქნება)