გაუფრთხილდით ბავშვის ნიჭს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

გაუფრთხილდით ბავშვის ნიჭს

გაუფრთხილდით ბავშვის ნიჭს
ირგვლივ ყველა ამჩნევს, რომ ჩემი შვილი გამორჩეულად ნიჭიერია. მილოცავენ, მეუბნებიან, რომ ვუნდერკინდის დედა ვარ და ჩემს შვილს ჩემგან სათანადო დახმარება და ხელშეწყობა სჭირდება. ეს განსაკუთრებული მისიაა. რა უნდა გავაკეთო, რომ ბავშვმა შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს? მარიამი, 28 წლის


ვუნდერკინდი - ეს არის ბავშვი, რომელიც გონებრივი შესაძლებლობებით უსწრებს თანატოლებს, თავისებური ინტელექტუალური აქსელერანტი. ვუნდერკინდების 85-90% მოზარდ ასაკში კარგავს თავის უნიკალურ ნიჭსა და შესაძლებლობებს და ჩვეულებრივი ადამიანი ხდება. შემდეგ მრავალ მათგანს უჭირს თავისი “საშუალოობისა” და “ჩვეულებრიობის” გაცნობიერება - ცოტა ხნის წინ ხომ ისინი გარშემო
მყოფთა აღფრთოვანებას იწვევდნენ, ახლა კი მათ განსაკუთრებულ ყურადღებას აღარავინ აქცევს, ამიტომ ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, “აღზარდოთ” ვუნდერკინდი. მიმართეთ კონსულტაციისთვის ფსიქოლოგს: ის შეაფასებს ბავშვის ნიჭიერების ხარისხს და გეტყვით, სასარგებლო იქნება თუ არა მისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა. მაგრამ თუ შვილს გენიოსობის ნიშნებს ამჩნევთ, დაეხმარეთ მას! სპეციალისტები ამტკიცებენ,
რომ ტალანტი 50%-ით ნიჭისგან შედგება, ხოლო 50%-ით - შრომისმოყვარეობისაგან.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ სრულყოფილად გახსნათ და გამოავლინოთ თქვენი შვილის ტალანტი?

  • მიეცით საშუალება პატარას, სიცოცხლის პირველივე დღეებიდან რაც შეიძლება მეტი და აქტიურად იმოძრაოს. ეს ხელს შეუწყობს აზროვნების, გრძნობების, წარმოსახვის განვითარებას. ამასთან, პირველი სამი წლის განმავლობაში მოტორიკის განვითარება ყველაზე მეტად ასტიმულირებს ინტელექტს.
  • სხვისი გამოცდილების გაზიარებით, განცდითა და გათავისებით ადამიანი სწრაფად მწიფდება და ყალიბდება როგორც მრავალმხრივი პიროვნება. რაც შეიძლება მეტი უკითხეთ პატარას, დაათვალიერებინეთ მხატვართა ალბომები, უამბეთ სამეცნიერო მიღწევების შესახებ, რომლებიც,  თქვენი აზრით, საინტერესო იქნება მისთვის.
  • ხშირად გქო­ნდეთ კონტაქტი ბავშვთან. ნუ აარიდებთ თავს კითხვებს, რომლებსაც ის დაგისვამთ, უპასუხეთ მათ შეძლებისდაგვარად დაწვრილებით. ნახავთ, პასუხების ძიება თქვენც როგორ გაგიტაცებთ!
  • ნუ მოაბეზრებთ თავს ბავშვს ზედმეტი მზრუნველობითა და მუდმივი ზედამხედველობით - მასაც სჭირდება მარტო დარჩენა, ფიქრი, თამაში, უბრალოდ დივანზე წამოკოტრიალება ან ფი­ლმის ყურება.
  • განუვითარეთ ბავშვს ემოციური ინტელექტი - ასწავლეთ თანაგრძნობა, წაახალისეთ სხვისი დახმარების სურვილი.
  • პატივი ეცით ბავშვის ინტერესებს, მაშინაც კი, როდესაც გეჩვენებათ, რომ ისინი მეტისმეტად გულუბრყვილოა და სულელურიც კი. ნუ ეცდებით მის განვითარებას განსაზღვრული სტანდარტების მიხედვით.
  • წაახალისეთ ბავშვის ფანტაზია - გამომგონებლობა შემოქმედებითი უნარების არსებობას მოწმობს.
  • მიაჩვიეთ პატარა ბეჯითობას, გამოუმუშავეთ შრომისმოყვარეობა. ეს მას სარგებლობას მოუტანს, განურჩევლად იმისა, გახდება თუ არა გენიოსი.

ზომიერი მოთხოვნები
ტალანტი არცთუ მსუბუქი ძღვენია ბავშვისა და მისი მშობლებისთვის. სუპერშესაძლებლობების განვითარებისთვის განსაკუთრებული პირობებია საჭირო, რომლებიც ნამდვილად შეუწყობს ხელს ნიჭის განვითარებას და არ მოახდენს მის ნიველირებას სრულ გაქრობამდე. ფსიქოლოგები, რომლებიც გამორჩეულად ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ მშობლების შეცდომები ტალანტს ღუპავს. რაც უფრო აშკარაა ტალანტი, მით უფრო მეტად უჩნდებათ მშობლებს ამით ტრაბახის ან მოგების ნახვის სურვილი. ნუ გაგიტაცებთ ბავშვის წარმატებებით მანიპულირება - მისი ორგანიზმის შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი. რა ნიჭიერიც არ უნდა იყოს, ბავშვი მაინც ბავშვად რჩება და აუცილებლად უნდა ეთამაშოს თანატოლებს. თუ მას მუდამ “მოზრდილად” ჩავთვლით და მაღალ მოთხოვნებს წავუყენებთ, ძალიან გაუჭირდება სოციუმში ჩაწერა. ბავშვს მუსიკა (სპორტი, პო­ეზია, მათემატიკა) იტაცებს? ნუ შეჩერდებით ამაზე. ეცადეთ, ყოველმხრივ და ჰარმონიულად განავითაროთ მისი ნიჭი. პატარა ბიოლოგმა აუცილებლად უნდა იაროს სპორტულ სექციაში, თეატრალურ წრეზე ან საგუნდო სტუდიაში, სპორტსმენმა შეისწავლოს მე­ცნიერებები, მუსიკოსმა - ენები, ტექნიკა...

როგორ ამოვიცნოთ
ყველა დედას მიაჩნა, რომ მისი შვილი ნიჭიერია, მაგრამ აქვთ თუ არა გენიოსებს “განმასხვავებელი თავისებურებები”? თქვენი შვილი “არაჩვეულებრივია”, თუ:

  • ძალზე ცნობისმოყვარეა: ჩვილ ასაკში ყურადღებით და დიდხანს ათვალიერებდა და სინჯავდა ნივთებს, თითქოს შეისწავლიდა მათ. მოგვიანებით ცდილობდა, ყველაფერი დაწვრილებით გამოეკვლია, ბევრს კითხულობდა იმის შესახებ, რაც აინტერესებდა.
  • მიდრეკილია დამოუკიდებელი აზროვნებისკენ: ხსნის ნებისმიერ ამოცანას, ამჟღავნებს ფანტაზიას, მისი დასკვნები საინტერესოა და ორიგინალური;
  • აქვს თანაგრძნობის უნარი: ვერ იკავებს ცრემლებს, როცა ზღაპრის გმირები განსაცდელში ხვდებიან.
  • კარგად აქვს განვითარებული ინტუიცია - ზოგჯერ ისეთ რამეებს ხვდება, რისი ახსნაც ყველა მოზრდილსაც კი არ შეუძლია.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციისათვის-30აბი
ფასი: 23.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
წარმოდგენილ ვიდეოში განვიხილავთ დამატებით კვების შეტანის სქემას 6-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში,
კანადელი მეცნიერების განცხადებით, რძის მოყვარული ბავშვები თანატოლებთან შედარებით ბევრად მაღლები არიან. გარდა ამისა, მათ უფრო მეტად ჯანსაღი თმა და ფრჩხილები აქვთ.
ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და ჯანსაღად განვითარების მთავარი წინაპირობა კვების სწორად შერჩევაა. ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბაზარი ზედმეტად გაჯერებულია საინტერესო რეკლამებითა და მიმზიდველი შეფუთვების მქონე უამრავი პროდუქციით.
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
სკოლა მთლიანად ჯანსაღი ცხოვრების წესთან უნდა ასოცირდებოდეს, მათ შორის კვების ნაწილშიც – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
კერძის მომზადების ბოლო აკორდი გემრიელი სოუსია. ის განსაკუთრებით პიკანტურს ხდის კერძს. საბავშვო კულინარიაში კი სოუსი დაგეხმარებათ გაალამაზოთ და გაამრავალფეროვნოთ ბავშვის, განსაკუთრებით უჭმელი პატარის მენიუ. რა სახის სოუსების მომზადება შეგვიძლია ბავშვისთვის - ამ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი მარინა აფციაური.

ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად