ტელემანი პატარები ზოგიერთი უნარის ჩამოყალიბებით აშკარად ჩამორჩებიან
ხოლო მეორენი ტელეგადაცემებით იყვნენ გატაცებულნი. შემდეგ პატარებმა დავალება მიიღეს - კაცუნა უნდა დაეხატათ. ბავშვებმა, რომლებიც ტელევიზორთან საათზე ნაკლებს ატარებდნენ, ადამიანი სხვადასხვაგვარად დახატეს. მათი ნახატები უფრო "ცოცხალი" იყო. კარგად ჩანდა დეტალები, სამოსი, ვარცხნილობა, სახის ნაკვთები. ბავშვებმა, რომლებიც სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უყურებდნენ ეკრანს, ადამიანები ხოჭოებს დაამსგავსეს, სახის ნაკვთები თითქმის არ უჩანდათ, თვალების ნაცვლად კი წერტილები ეხატათ. აშკარა გახდა, რომ ტელემანი პატარები ზოგიერთი უნარის ჩამოყალიბებით აშკარად ჩამორჩებოდნენ. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ყველაფერს, რასაც ტელეეკრანზე ხედავენ, პატარა ბავშვები ხშირად რეალობად აღიქვამენ. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ დიდია ბავშვის წარმოსახვით სამყაროში გადასვლის რისკი. რამდენ ხანს უნდა უყურონ ბავშვებმა ტელევიზორს და რით ჩავანაცვლოთ ტელეგართობა: