როგორ აღვზარდოთ ბიჭი და გოგო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ აღვზარდოთ ბიჭი და გოგო

შესაბამისად, ტვინის ფუნქციები ასეთ მცირე ასაკშიც კი მკვეთრად განსხვავებულია. ზოგიერთი ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ ბიჭებს მცირე ასაკიდანვე უფრო ხშირად უბრაზდებიან, იშვიათად აჰყავთ ხელში, მათი მისამართით ხშირად გაისმის მითითებები: წადი, მოიტანე, მომეცი, გააკეთე, გაჩერდი... საპირისპიროდ ამისა, გოგონებს მცირე ასაკიდანვე ხშირად ესმით სიტყვები, რომლებიც გრძნობებს გამოხატავს. იგივე სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბიჭებსა და გოგონებს განსხვავებული აღქმა აქვთ - გოგონები უფრო მგრძნობიარენი არიან ხმაურის მიმართ, უფრო მგრძნობიარე კანი აქვთ, ეს კი ნიშნავს, რომ უფრო მეტად აღიზიანებთ სხეულებრივი დისკომფორტი და უფრო მეტად რეაგირებენ შეხებაზე, მოფერებაზე. გოგონების თამაშები ახლოს ხედვაზეა გათვლილი; ისინი თვალწინ განალაგებენ მთელ თავიანთ ავლადიდებას: თოჯინებს, ტანსაცმელს, - და შემოფარგლულ გარემოში თამაშობენ. მათთვის პატარა კუთხეც საკმარისია. ბიჭების თამაშები შორს ხედვას ემყარება - ისინი მისდევენ ერთმანეთს, ისვრიან მიზანში, ერთი სიტყვით, მთელ სივრცეს იყენებენ. რასაკვირველია, ეს ბავშვის მხედველობის განვითარებაზეც აისახება. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ბიჭებს სრულყოფილი ფსიქიკური განვითარებისთვის უფრო მეტი სივრცე სჭირდებათ, ვიდრე გოგონებს. თუ ჰორიზონტალურ სიბრტყეში არ არის საკმარისი სივრცე, ბიჭუნები ვერტიკალური სივრცის ათვისებას იწყებენ - ძვრებიან ავეჯზე, კიბეზე. სხვადასხვა სქესის ბავშვები სხვადასხვანაირად რეაგირებენ მათი საქმიანობის შეფასებაზეც. ბიჭებისთვის მნიშვნელოვანია, რას აფასებენ უფროსები, ხოლო გოგონებისთვის - ვინ აფასებს მათ და როგორ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბიჭებს აინტერესებთ შეფასების არსი, ხოლო გოგონები დაინტერესებულნი არიან უფროსებთან ემოციური ურთიერთობით, მათთვის პრინციპულია, როგორი შთაბეჭდილება მოახდინეს. როცა ბიჭს ვაფასებთ, ის თავიდან განიცდის აქტიურობის იმ ფრაგმენტებს, რომელთა შეფასებაც ესმის და ტვინის განსაზღვრული უბნები უაქტიურდება. ამიტომ ბიჭისთვის არაფრისმთქმელია ფრაზა: `მე შენით უკმაყოფილო ვარ~. ბიჭუნამ უნდა იცოდეს, სახელდობრ რა არ მოგწონთ და უნდა მიეცეს საშუალება, თავიდან `გადაითამაშოს~ თავისი ქმედებები. გოგონები ემოციურად რეაგირებენ ნებისმიერ შეფასებაზე და ამ დროს მათი ტვინი მთლიანად აქტიურდება. დედებისთვის, ძიძებისთვის, აღმზრდელებისთვის და შემდგომ - მასწავლებლებისთვის ძნელი გასაგებია ბიჭის ცხოვრების ზემოთ აღწერილი მხარე, რადგან თავად ქალები და, მაშასადამე, განსხვავებულები არიან. სწორედ ამის ბრალია შემთხვევები,  როცა დედა (ან მასწავლებელი) დიდხანს საყვედურობს ბიჭს, აფრქვევს ემოციებს და ბრაზობს, რომ ბიჭი თითქოს არც კი უსმენს, ან უსმენს, მაგრამ გულგრილი რჩება მისი სიტყვების მიმართ. სინამდვილეში ბიჭი სულაც არ არის გულგრილი, უბრალოდ, მას უკვე ჰქონდა ემოციური აქტივობის პიკი. მან დედის საყვედური საუბრის პირველ წუთებში განიცადა, მაგრამ, დედისგან განსხვავებით, ემოციურ დაძაბულობას დიდხანს ვერ ინარჩუნებს, მარტივი მიზეზის გამო - არ შეუძლია. ბიჭი უბრალოდ `თიშავს~ სასმენ არხს და ინფორმაციაც მის ცნობიერებამდე ვეღარ აღწევს. არსებობს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ნიჭიერი გოგონების რაოდენობა უფროს სკოლამდელ და უმცროს სასკოლო ასაკში რამდენიმე პროცენტით მეტია, ვიდრე ბიჭებისა. 12-14 წლისთვის ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის თანაფარდობა ბიჭების სასარგებლოდ იცვლება. იმ გოგონათა დიდი ნაწილი, რომლებიც ადრე განვითარებით უსწრებდნენ თანატოლებს, უკანა პლანზე გადაინაცვლებს. რატომ? შესაძლოა, რაღაც გენეტიკური პროგრამა მუშაობს, შესაძლოა, დამნაშავეა გარემო.

სასარგებლო რჩევები

  • გახსოვდეთ, რომ გყავთ არა უბრალოდ შვილი, არამედ ვაჟი ან ქალიშვილი და თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.
  • არასოდეს შეადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა სქესის ბავშვები და არ მოუყვანოთ მათ ერთმანეთი მაგალითად.
  • ნუ გადაამლაშებთ ბავშვის აღზრდისას, მიეცით პატარებს არჩევანის საშუალება, ფიქრის დრო.
  • ბიჭს, როცა დავალებას აძლევთ, ყველაფერს დაწვრილებით ნუ აუხსნით, ხოლო გოგონას საკუთარი მაგალითით უჩვენეთ, რას მოითხოვთ მისგან.
  • თუ ბიჭს რამეს უხსნით, არ დაგავიწყდეთ ჩვენებაც.
  • როცა გოგონას საყვედურობთ, ჯერ აუხსენით, რა დააშავა.
  • ბიჭს თუ საყვედურობთ, მოკლედ და გასაგებად ჩამოაყალიბეთ თქვენი პრეტენზიები, თორემ მალე ის თქვენ აღარც მოგისმენთ.
  • ბიჭები და გოგონები განსხვავებულად იღლებიან - გოგონები იფიტებიან ემოციურად, ხოლო ბიჭები - ინტელექტუალურად, შესაბამისად, ერთნაირი საყვედურები მათზე არ გაჭრის.
  • წარუმატებლობის შემთხვევაში ნუ მისცემთ თავს აღელვების უფლებას. ამით დაიცავთ ბავშვს ზედმეტი განცდებისა და შიშისგან - მას ხომ ყველაფერი გაცილებით სერიოზული ეჩვენება, ვიდრე თქვენ.
  • ეცადეთ, აუხსნათ ბავშვს, რომ ხანდახან შეცდომა ყველას მოსდის.
  • ეცადეთ გააცნობიეროთ, რომ ბავშვიც პიროვნებაა და მისი და თქვენი გარეგნული მსგავსება სულაც არ ნიშნავს თქვენს პიროვნულ ანალოგიას.
  • დაეხმარეთ ბავშვებს, თავად იპოვონ განმუხტვის გზა; ნუ მიართმევთ ყველაფერს ლანგრით დროისა და ენერგიის დასაზოგად. გახსოვდეთ, ბავშვებს ხიბლავთ პროცესი, მათთვის შედეგი მეორე ადგილზეა.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეიძლება გამოვიტანოთ მნიშვნელოვანი დასკვნა: ბიჭი და გოგონა ორი განსხვავებული სამყაროა. ხშირად ჩვენ არასწორად ვრეაგირებთ ბავშვის საქციელზე, რადგან არ გვესმის, რა დგას მის მიღმა. თუ ოჯახში უკვე იზრდება გოგონა და დაიბადა ვაჟი, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ბევრი რამ ნულიდან უნდა დაიწყონ - გოგონას აღზრდისას მიღებული გამოცდილება ვაჟის აღზრდაში ვერ დაეხმარებათ, ხელსაც კი შეუშლით. თუ პირველი ბავშვი ვაჟია და მომდევნო - გოგონა, სიტუაცია შედარებით მარტივია, თუმცა განსხვავება ამ შემთხვევაშიც უნდა გავითვალისწინოთ. ბიჭებსა და გოგონებს განსხვავებული აღზრდა, სწავლა და სიყვარული სჭირდებათ.


ტესტი მშობლებისთვის

ჩამოაყალიბეთ თქვენი შეხედულება ქვემოთ მოყვანილ 20 დებულებაზე, მერე კი შეადარეთ პასუხები სპეციალისტთა მოსაზრებებს. მაშ ასე:

  • გოგონები ბიჭებზე დამჯერები არიან.
  • გოგონები ხშირად იცავენ სუსტებს.
  • ბიჭებს უფრო ანალიზური აზროვნება აქვთ.
  • ბიჭები გოგონებზე ამბიციურები არიან.
  • ბიჭები უფრო ნიჭიერები არიან ზუსტ მეცნიერებებში.
  • გოგონები მტკივნეულად აღიქვამენ აგრესიას.
  • გოგონები უფრო მეტად განდობენ თავიანთ განცდებს.
  • ბიჭებს უკეთ აქვთ განვითარებული მხედველობითი მეხსიერება, ხოლო გოგონებს - სმენითი.
  • ბიჭები გოგონებზე აგრესიულები არიან.
  • ბიჭები უკეთ ახერხებენ გარემოში ორიენტირებას.
  • გოგონები ბიჭებზე პასიურები არიან.
  • გოგონებს უკეთ აქვთ განვითარებული კოლექტივში ადაპტაციის უნარი.
  • გოგონები უფრო მგრძნობიარენი არიან შეხების მიმართ.
  • გოგონები ადვილად ექცევიან გავლენის ქვეშ.
  • ბიჭები უფრო აქტიურები არიან.
  • გოგონები უფრო მშიშრები არიან.
  • გოგონებს უფრო ხშირად აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი.
  • გოგონები უფრო მეტი ხალისით ერთვებიან შეჯიბრებაში, ვიდრე ბიჭები.
  • ბიჭებს უფრო უკეთ აქვთ განვითარებული ხელმძღვანელობისადმი მიდრეკილება.
  • ბიჭები უფრო გამომგონებლები არიან, ხოლო გოგონები უკეთ ასრულებენ მონოტონურ დავალებებს.

ახლა კი სპეციალისტთა შეხედულებებს გავეცნოთ:

1. გოგონები უფროსებს უფრო მეტად მხოლოდ ადრეულ ბავშვობაში უჯერებენ, ბიჭების ჯგუფი კი უფრო დამჯერეა უფროსების მითითებებისადმი.

2. არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც ამას დაადასტურებს.

3. ანალიტიკური აზროვნების უნარი თანაბრად არის განაწილებული სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის.

4. გოგონები უფრო ნათლად წარმოიდგენენ ხოლმე საკუთარ წარმატებებს, ბიჭებს კი ბიძგი სჭირდებათ.

5. მართალია, თუმცა 12-13 წლის ასაკიდან და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანწილად გარემოზეა დამოკიდებული. უფრო ადრეულ ასაკში ეს უნარი იდენტურია.

6. ბიჭები დაბადებიდანვე უფრო მგრძნობიარენი არიან აგრესიის მიმართ.

7. მართალია, მაგრამ 11-12 წლის შემდეგ. უფრო მცირე ასაკში განსხვავება უმნიშვნელოა.

8. სინამდვილეში მხედველობითი და სმენითი აღქმა ორივე სქესის ადამიანებში ერთნაირია.

9. მართალია, ბიჭები აგრესიულნი ხდებიან 2,5 წლიდან.

10. მართალია, ასაკის მატებასთან ერთად ბიჭები უკეთ ერკვევიან გარემოში.

11. მცდარია. ბიჭები აქტიურობას ავლენენ ხმამაღლა და მკვეთრად, ხოლო გოგონები - ჩუმად, მაგრამ უფრო შედეგიანად.

12. სინამდვილეში შესამჩნევი განსხვავება არ არსებობს, ბიჭები, ჩვეულებრივ, დიდ ჯგუფებად ერთიანდებიან, ხოლო გოგონები - 2-3-კაციან ჯგუფებად.

13. არსებითი განსხვავება არ არსებობს.

14. პირიქით, გოგონები ხშირად იქცევიან თავიანთი შეხედულებისამებრ, ხოლო ბიჭები იცავენ მიღებულ წესებს.

15. ადრეულ ბავშვობაში განსხვავება პრაქტიკულად არ არსებობს. სკოლაში, რასაკვირველია, ყველაფერი სხვადასხვაგვარადაა და კლასსა და მასწავლებელზეა დამოკიდებული.

16. გოგონები უფრო ხშირად ამბობენ, რომ ეშინიათ, მაგრამ ეს სულაც არ აისახება მათ ქცევაზე - ის ისეთივეა, როგორიც ბიჭების ქცევა.

17. მართალია ბიჭებს თავი უფრო ძლიერებად მოაქვთ, მაგრამ გოგონები უკეთ ადაპტირდებიან ცხოვრებისეული სიტუაციებისადმი.

18. არ არსებობს ამ თეზისის დამადასტურებელი სამეცნიერო მონაცემები.

19. ბიჭებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნები თავს მოახვიონ თანატოლებსა და უფროსებსაც კი, გოგონები კი იმავე შედეგს რბილად და თანდათანობით აღწევენ.

20. რეალურად ბიჭებსა და გოგონებს აქვთ როგორც დასწავლის, ასევე მოულოდნელი პრობლემების გადაწყვეტის ერთნაირი უნარი.