ბავშვი უცნაურად იქცევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვი უცნაურად იქცევა

პატარა ტირის, დედა ნერვიულობს. ზოგიერთი ცდილობს, ასეთ დროს ბავშვი საერთოდ არ დააძინოს, მაგრამ გამოუძინებელი პატარა დღის მეორე ნახევარში მოთენთილია, ჭირვეულობს...

  • რა შეიძლება ვურჩიოთ დედას?

უპირველეს ყოვლისა, დაფიქრდეს, უნებლიეთ თავად ხომ არ უქმნის პატარას ჭარბ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. მოგეხსენებათ, რთული და დამღლელი დღის შემდეგ მოზრდილ ადამიანსაც კი უჭირს დაძინება, წრიალებს, ვერ ისვენებს... იგივე ხომ არ მოსდის ბავშვსაც?

აუცილებელია, დაძინებამდე ერთი საათით, საათ-ნახევრით ადრე შევწყვიტოთ ხმაურიანი თამაში, სირბილი, ყვირილი, გადავიდეთ წყნარ თამაშზე, დავისვენოთ. ძილის წინ კარგია ბანაობა. მალე ის ბავშვისთვის იქცევა რიტუალად, რომელსაც ძილი მოსდევს. ბანაობა, პიჟამას ჩაცმა, ღამის ნათურის მქრქალი სინათლე პატარას ძილისთვის განაწყობს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვს ძილის წინ დედის ყურადღება სჭირდება. დასაძინებლად მომზადება ნელი, ხანგრძლივი რიტუალი უნდა იყოს, რადგან ამ დროს აუცილებელია ემოციური კონტაქტი, დედის სითბო. ხშირად ბავშვი იმიტომაც არ იძინებს, რომ სურს გაახანგრძლივოს დედასთან ურთიერთობა - დრო, როდესაც ის ზღაპარს უკითხავს, უმღერის, ეფერება... თუ ამ დროს დედიკო გაუბრაზდა, პატარა, ბუნებრივია, შეშფოთდება. შესაძლოა ისიც კი იფიქროს, რომ ძილის უფლებაც არ აქვს - დედა ხომ უგუნებოდაა!

  • ჩვილის მრისხანება

ზოგჯერ მშობლები აღნიშნავენ, რომ 2-3 თვის ბავშვი ძალიან შეიცვალა, იოლად ღიზიანდება, ძუძუს ცუდად წოვს, თუმცა საწოვარას ვერ იცილებს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? სპეციალისტების აზრით, ამ ასაკის ბავშვის გაღიზიანება წარმოუდგენელია. ჩვილი თავის სურვილებს ტირილით გვამცნობს, სურვილები კი ამ ასაკში ძალიან მარტივია - ჭამა, ძილი, სიმშრალის შეგრძნება, დედის გვერდით ყოფნა. ყველაზე დიდია ალბათობა, რომ გაღიზიანებულია არა ბავშვი, არამედ დედა. ჩვილები საოცრად კარგად გრძნობენ მშობლის განწყობას. როცა დედა შფოთავს, პატარა თავს დაუცველად გრძნობს, ეს განცდა კი ბავშვისთვის კატასტროფის ტოლფასია. დედის ამოცანაა, თავი ხელში აიყვანოს და შვილს დაეხმაროს. უნდა დავადგინოთ ბავშვის ტირილის მიზეზი. ეს შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი ნაწლავების სპაზმის გამო, დედის ყურადღების დეფიციტი...

როცა დედა დარწმუნებულია საკუთარ თავში და მშვიდად არის, მისი განწყობა შვილსაც გადაედება.

  • ურჩობის დღესასწაული

რა უნდა იღონონ მშობლებმა, თუ შვილი მათ აღარც შინ უჯერებს და აღარც გარეთ? ორი წლის ბიჭის მშობლები შეწუხებულნი არიან იმის გამო, რომ ქუჩაში სეირნობისას ბავშვი მათ არ უჯერებს. ყველაზე უარესი ის არის, რომ ბავშვი გარბის და მშობლების ძახილზე არ რეაგირებს. თუ ხელში აყვანა მოითხოვა, მოკვდება და ფეხით აღარ გაივლის, არც დაპირებებზე რეაგირებს და არც მუქარაზე. არადა უკვე საკმაოდ მძიმეა. ყველაფერთან ერთად, ბავშვს ენა ჯერ კიდევ არ ამოუდგამს.

  • რა იღონონ მშობლებმა?

სპეციალისტების აზრით, არ არის გამორიცხული, ბავშვს მშობლების ყურადღება არ ჰყოფნიდეს. ხშირად დედა მთელი დღე შვილის გვერდითაა, მაგრამ ბავშვს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს. ამ ჰიპოთეზის სასარგებლოდ მეტყველებს ფაქტები:

1. ბავშვი ქუჩაში გარბის და არ ჩერდება, სანამ არ დაეწევით. ამ საქციელის მიზანი თქვენი ყურადღების მიპყრობაა. ბავშვი გრძნობს, რომ როცა გარბის, თქვენი მზერის და ზრუნვის ობიექტი ხდება.

2. პატარა ხელში აყვანას გთხოვთ. სამ წლამდე ასაკის ბავშვისთვის ეს სურვილი სავსებით ბუნებრივია. ამ თხოვნაზე ვერც სამი წლის შემდეგ ვეტყვით უარს, რადგან დედის გვერდით ყოფნის სურვილი დაუძლეველია. შეშფოთება მაშინ არის საჭირო, თუ პატარა ხელში აყვანას არ გთხოვთ.

3. ბიჭს ენა არ ამოუდგამს. იქნებ ცოტას ელაპარაკებით? ბავშვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ემოციური კონტაქტი დედასთან - ის ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას. როცა ურთიერთობა მხოლოდ აკრძალვებითა და მითითებებით შემოიფარგლება, ის ბავშვის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.

მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა უფრო მეტი ურთიერთობა შვილთან - მხიარული, საინტერესო, შემეცნებითი. ერთად ითამაშეთ, ისაუბრეთ, საერთო საქმიანობა გამონახეთ და ბავშვს აღარ დასჭირდება დედის ყურადღების ხელოვნურად მოპოვება.