დასაშვებია თუ არა შიმშილობა მწვავე ნაწლავური ინფექციის დროს? - აუცილებლად წასაკითხი მშობლებისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დასაშვებია თუ არა შიმშილობა მწვავე ნაწლავური ინფექციის დროს? - აუცილებლად წასაკითხი მშობლებისათვის

ამ კითხვას ერთადერთი პასუხი აქვს: მწვავე ნაწლავური ინფექციის დროს შიმშილობა დაუშვებელია.

მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია დიეტოთერაპია. არასწორ, არაადეკვატურ კვებას ან კვების შეზღუდვას შესაძლოა მოჰყვეს ხანგრძლივი დიარეა, ჰიპოტროფია და ლაქტოზური უკმარისობა - რძის ნახშირწყლების აუტანლობა.

დადგენილია, რომ ნაწლავი მონელებისა და შეწოვის ფუნქციებს მძიმე დიარეის შემთხვევაშიც კი ინარჩუნებს. ხანგრძლივი შიმშილი, მხოლოდ წყალსა და ჩაიზე ყოფნა არათუ ხელს არ უწყობს გამოჯანმრთელებას, არამედ აფერხებს

კიდეც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას, იწვევს ცილოვან-კალორიულ უკმარისობას, სხეულის მასის დაქვეითებას. სწორად შერჩეული საკვები კი, პირიქით, ზრდის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას და აჩქარებს განკურნებას.

საკვების ოდენობა და სახეობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, კვების ხასიათზე, ძირითადი დაავადების სიმძიმეზე და სხვა.

კვების რეჟიმის შედგენისას გასათვალისწინებელია ღამის შუალედი. ნუ ეცდებით, ბავშვი ძალდატანებით კვებოთ. დაავადების მსუბუქი ფორმისას რეკომენდებულია, საკვების დღიური ოდენობა შეამციროთ 15-20%-ით, ოღონდ პირველ-მეორე დღეს კვების ჯერადობა 1-2-ით გაზარდოთ (საკვების დანაკლისი უნდა შეავსოთ სითხით), მესამე-მეოთხე დღიდან კი შეგიძლიათ, თანდათანობით აღადგინოთ ჩვეულებრივი ულუფა.

საშუალო ფორმის შემთხვევაში დღიურ ულუფას 2-3 დღის განმავლობაში 20-30%-ით ამცირებენ. აღდგენა ხდება მეოთხე-მეხუთე დღიდან. საკვების დანაკლისი ამ შემთხვევაშიც უნდა შეივსოს სითხით - რეჰიდრონით, ORS-ით, ჰუმანა-ელექტროლიტებით...

მძიმე ფორმის დროს შესაძლებელია 1-2 კვების გამოტოვება, შემდეგ კი საკვების მცირე ულუფებით მიცემა. ბავშვმა უნდა მიიღოს ჩვეულებრივი დღიური ოდენობის ნახევარი. მესამე-მეოთხე დღიდან ულუფა იზრდება, მეექვსე დღეს კი მთლიანად აღდგება.

წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ნაწლავური ინფექციის დროს ოპტიმალური საკვებია დედის რძე. იგი მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო დამცავი ფაქტორებით. იმუნოგლობულინი, ინტერფერონი, ლაქტოფერონი არ გამოიყენება, ვინაიდან პირღებინებას იწვევს ან ამძაფრებს. აუცილებელია კვების ჯერადობის მომატება 1-3-ით. სანაცვლოდ უნდა შემცირდეს შუალედი და ულუფა. ულუფის ზედმიწევნითი კონტროლისთვის პატარა ან გამოწველილი რძით უნდა კვებოთ, ან კვებამდე და კვების შემდეგ აწონოთ.

თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაში განაგრძეთ კვება იმ ხელოვნური ნარევით, რომლითაც დაავადებამდე იკვებებოდა. ეფექტიანია რაციონში ადაპტირებული რძემჟავა ნარევების, სპეციალური ანტიდიარეული ნარევების დამატება.

მძიმე დიარეის დროს კვება ინდივიდუალურად შეირჩევა. შესაძლოა სამკურნალო ჰიდროლიზებული, ანტიდიარეული ნარევების გამოყენება.

თუ პატარა უკვე იღებს დამატებით საკვებს, მაგალითად, ფაფასა და ბოსტნეულის სუპ-პიურეს, დაავადების მწვავე ფაზაში, 2 დღის მანძილზე, მიეცით წყალზე მომზადებული ფაფა (უმჯობესია, შვრიისა იყოს), შემდეგ - ისევ რძიანი; ბოსტნეულის სუპ-პიურე - პირველ 2 დღეს უცხიმოდ, შემდეგ - ზეითუნის ზეთით შეზავებული.

წაიკითხეთ სრულად